ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ კანონის პროექტის გენდერული ზეგავლენის ანალიზი

დღეს, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტმა წარმოაფგინა
ანგარიში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ კანონის პროექტის გენდერული ზეგავლენის ანალიზი“. ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება Zoom პლატფორმის მეშვეობით.
გენდერული ზეგავლენის შეფასების ანგარიშის ქართულ და ინგლისურენოვანი ვერსიები იხილეთ პარლამენტის ვებგვერდზე: https://bit.ly/3k4Z9fo
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ კანონის პროექტის გენდერული ზეგავლენის ანალიზი“ მომზადდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის ინიციატივით, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელშეწყობით, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობათა ფინანსური მხარდაჭერით.
აღნიშნულ ონლაინ ანგარიშის მოსმენაში მონაწილეობა მიიღო 75–მდე მონაწილემ, მათ შორის იყო ჩვენი ფედერაციია საერთაშორისო ურთიერთობათა მენეჯერი გიორგი გეგეჭკორი