საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ულოცავს დაბადების დღეს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს (1988, 90), ევროპის ორგზის ჩემპიონს (1988, 90). სსრკ სამგზის ჩემპიონს (1985, 87, 90) და მეორე პრიზიორს (1986), სსრკ თასის ორგზის მფლობელს (1988, 90), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის მესამე პრიზიორს (1986), I საკავშირო ახალგაზრდული თამაშების ჩემპიონს (1985). სსრკ სპორტის დამსახურებულს ოსტატს, სპორტის რაინდს, საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ქალბატონ ინგა გიორგობიანს! ქალბატონო ინგა, გულითადად გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ბარაქას და მრავალ გამარჯვებებს თქვენ პროფესიულ საქმიანობაში!
ვრცლად »დღეს ევროპის ტანვარჯიშმა გამართა ვირტუალური გენერალური ასამბელა. ასამბლეაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის ტანვარჯიშის ხელმძღვანელმა პირებმა და წევრმა ფედერაციაებმა. მონაწილეთა შორის იყო ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი კონსტანტინე ლაშხი. ასამბლეამ მიიღო რამდენიმე გადაწვეტილება : 1) პოლონეთის ტანვარჯიშის ფედერციას დროებით შეუჩერდა წევრებო, ფინანსური პრობელმების გამო. 2) გადაწყდა რომ ევროპის ტანვარჯიშის 29-ე კონგრესი, გენერალური ასამბლეის არჩევნების ჩათვლით, გადაიდოს 2022 წლისთვის და ამით
ვრცლად »დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება კვლევის შედეგების პრეზენტაცია - „ერთობლივი ძალისხმევით: გენდერული ბალანსისთვის სპორტში“. ეს პრეზენტაცია შედგა ონლაინ Zoom პლატფორმის მეშვეობით. შეხვედრის მოდერატორი იყო: ვასილ ლიპარტელიანი, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსი. გამომსვლელთა შორის იყვენენ:
ვრცლად »მიმდინარე წლის 4-8 ნოემბერს რუსეთში ჩატარდა ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში. გოგონებს შორის მონაწილეობა მიიღო საქართველოს ნაკრები გუნდის წევრმა მარია ხარენკოვამ. მარიამ დვირზე ვარჯიშში აჯობა 32 ტანმოვარჯიშეს და დაიკავა პირველი ადგილი. მრავალჭიდში მარია გავიდა მე-5 ადგილზე.
ვრცლად »დღეს, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტმა წარმოაფგინა
ანგარიში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ კანონის პროექტის გენდერული ზეგავლენის ანალიზი“. ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება Zoom პლატფორმის მეშვეობით.
გენდერული ზეგავლენის შეფასების ანგარიშის ქართულ და ინგლისურენოვანი ვერსიები იხილეთ პარლამენტის ვებგვერდზე: https://bit.ly/3k4Z9fo
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ კანონის პროექტის გენდერული ზეგავლენის ანალიზი“ მომზადდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის ინიციატივით, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID),
საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერციამ ჩაატარა საინფორმაციო–საგანმათლებლო მსაჯთა სემინარი სპორტულ აკრობატიკაში. სემინარის დროს განხილული იყო ქულების დაწერის კოდი და სხვა მნიშვნელოვანი საკიტხები. სემინარს დაესწრენენ როგორც გამოცდილი მსაჯები, ასევე დამწყები და მომავლი მსაჯები. სემინარზე მომხსენებლები იყვენენ საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები: ნინო ბერიანიძე, დალი ფეიქრიშვილი და მარიამ გიგოლაშვილი.
ვრცლად »მონაკოს სამეფო დელეგაცია საქართველში - პრინცესა შარლინ უოტსტოკი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ ეგიდით იმყოფება. ფონდი, რომელიც სმენადაქვეითებული ბავშვების რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას ემსახურება, ვანო ჩხარტიშვილმა და მისმა მეუღლემ, ნანა გოთუამ დააფუძნეს. მონაკოს სამეფო დელეგაციის წევრებმა და ფონდის წარმომადგენლებმა დღეს ოლიმპიურ სოფელში მდებარე სპორტული კომპლექსი და თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი დაათვალიერეს. პრინცესა შეხვდა საქართველოს ნაკრები გუნდის წევრებს ტანვარჯიშის ყველა დისციპლინაში, და ასევე ფედერაციის ხელმძღვანელობას.
ვრცლად »დღეს ევროპის ტანვარჯიშის აღმასრულებელი კომიტეტი ონლაინ რეჟიმში შეიკრიბა, სადაც განიხილეს 2020 წლის სპორტულ ტანვარჯიშში ევროპის ჩემპიონატები ვაჟთა და გოგონათა შორის . აზერბაიჯანის ტანვარჯიშის ფედერაციიდან შეტყობინების მიღების შემდეგ, სადაც ნათქვამი იყო რომ პანდემიის გამო, აზერბაიჯანში რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარება შეუძლებელია 2020 წლის ბოლომდე, ევროპის ტანვარჯიშმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები: - 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში ვაჟებს შორის ჩატარდება (ოლიმპიური კვალიფიკაციის გარეშე) დაგეგმილ ვადებში 2020 წლის 9 – დან 13 დეკემბრამდე, მაგრამ გადავა მერსინში (თურქეთში).
ვრცლად »მიმდინარე წლის ოქტომბრიდან- წლის ბოლომდე, ევროპის ტანვარჯიში-European Gymnastics,
გთავაზობთ უფასო ონლაინ ვებინარებს (სემინარებს).
ეს ვებინარები ჩატარდება შემდეგ დისციპლინებში:
სპორტული აკრობატიკა-Acrobatic Gymnastics,
თიმჯიმი--TeamGym,
ბატუტზე ხტომები--Trampoline
სპორტული ტანვარჯიში გოგონებისთვის-- Women’s Artistic Gymnastics!
გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ვებინარი:
https://www.europeangymnastics.com/ne…/webinars-autumn-2020…
რეგისტრაცია არის სახელობითი!
ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია მსოფლიოში ტანვარჯიშის მმართველი ორგანოა და არის ოლიმპიური სპორტის უძველესი საერთაშორისო ფედერაცია და მონაწილეობა მიიღო ოლიმპიურ თამაშებში 1896 წელს. მასში გაწევრიანებულია 148 ქვეყნის ეროვნული ფედერაცია და მისი ოფისი მდებარეობს ოლიმპიური დედაქალაქ ლოზანაში (SUI). ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციაში გაერთიანებული არის 8 ტანვარჯიშის დისციპლინა: ტანვარჯიში ყველასთვის, სპორტული ტანვარჯიში ვაჟები სპორტული ტანვარჯიში გოგონები, მხატვრული ტანვაჯიში, ბატუტზე ხტომები (მინი-ბატუტი და აკრობატული ბილიკი), სპორტული აერობიკა, სპორტული აკრობატიკა და პარკური.
ვრცლად »დღეს, ონლაინ რეჟიმში შეიკრიბა ევროპის ტანვარჯიშის აღმასრულებელი კომიტეტი, 2020 წლის დაგეგმილი ღონისძიებების განსახილველად და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები: - ევროპის ტანვარჯიში თხოვნით მიმართავს ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედრაციას რომ შეატყობინოს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს , რომ Covid19– ის ამჟამინდელი სიტუაციის გამო, ჩვენ არ შეგვიძლია მოვაწყოთ რაიმე ოლიმპიური კვალიფიკაცია ჩვენს ევროპის ჩემპიონატზე. არსებულ ვითარებაში მიგვაჩნია შეუსაბამოდ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება , ჩვენ არ გვინდა ზეწოლა მოვახდინოთ ჩვენს ფედერაციებს იმოგზაურონ ღონისძიებაზე (მხოლოდ იმის გამო, რომ ეს არის ოლიმპიური შესარჩევი ღონისძიება), რომელზეც სხვა შემთხვევაში შეიძლება არ მოისურვონ ჩამოსვლა.
ვრცლად »25 სექტემბერს, 11:00 საათზე, Zoom პლატფორმის მეშვეობით, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის სახელით, გაიმართა ონლაინ პრეზენტაცია კვლევის „სპორტული ორგანიზაციების მიერ კარგი მმართველობის პრინციპების გამოყენება საქართველოში“. ზემოხსენებული კვლევა წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივას, რომელიც მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მიერ „მმართველობის რეფორმის ფონდის“ პროექტის ფარგლებში. კვლევა წარმოადგენს ბარომეტრს, რომელიც სრულყოფილად ასახავს სპორტული ორგანიზაციების მიერ კარგი მმართველობის გამოყენების პრაქტიკას, მათ სუსტ და ძლიერ მხარეებს, რომლის ფარგლებში შეფასდა საქართველოს 18 ეროვნული და 3 რეგიონული სპორტული ორგანიზაციის მიერ კარგი მმართველობის პრინციპების გამოყენების დონე. კვლევა ჩატარდა 2020 წლის აპრილი-ივნისში, დანიის სპორტულ სწავლებათა ინსტიტუტის (Play the Game) მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით.
ვრცლად »