უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში––გრაცია კაპ 2018, რომელიც ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით იმართებოდა. შეჯიბრებაში ქართველ ტანმოვარჯიშეთა გამოსვლა ტრიუმფალური გამოდგა.
საქართველოს მხატვრული ტანვარჯიშის ნაკრები ჯგუფურ ვარჯიშში ორიოდ თვის წინათ ჩამოყალიბდა. ბუდამეშტში გამართული შეჯიბრი ამ გუნდის ისტორიაში მეორე ტურნირი იყო. პირველთან შედარებით, ჩვენმა ტანმოვარჯიშეებმა უკეთ იასპარეზეს და მრავალჭიდში პირველ ადგილი დაიკავეს 31,300 ქულით, მეორეზე ჩეხეთი გავიდა და მესამეზე ავსტრია.
ვრცლად »მიმდინარე წლის, 14-16 აგვისტოს ქ.ბათუმში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ბატუტზე ხტომებში ''აჭარის თასი 2018''.
ტურნირს ორგანიზაცია გაუწიეს ''აჭარის ავ.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა'' და ''აჭარის ავ. რ. ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციამ. ტუნირის სპონსორი იყო სასტუმრო ''ლაით ჰაუზი თბილისი''.
ვრცლად »
მიმდინარე წლის 2 ივლისს ქ. ბათუმში აღინიშნა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, რესპუბლიკური კატეგორიის და საკავშირო კატეგორიის მსაჯის, და სსრ კავშირის სპორტის ოსტატის ბატონი თენგიზ ბოლქვაძის 80 წლის იუბილე.
ვრცლად »მიმდინარე წლის, 19- 20 ივნისს, სომხეთის ქ. ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირში ბატუტზე ხტომებზე, ნორჩმა ქართველმა ბატუტზე მხტომელებმა - 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ესენი არიან: ოქრო - მარიამ რაგიმოვი, ნია წითაძე, ლიზი მუშკუდიანი და დავით მესხი, ვერცხლი - ანა ლაპიაშვილი, ნინი ქორიძე, გიორგი ქოქაშვილი, ბრინჯაო- ლუკა ლომთათიძე და ცოტნე ურუშაძე.
ვრცლად »საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის მიერ 24 მაისიდან-10 ივნისამდე სპორტის უნივერსიტეტში ჩატარდა ტანვარჯიშის სახეობათა მწვრთნელების სასერტიფიკაციო ტრენინგი. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა მოქმედმა და დამწყებმა მწვრთნელმა, როგორც თბილისიდან, ასევე სხვადასხვა რეგიონებიდან.
ტანვარჯიშის სახეობათა მწვრთნელთა სერტიფიცირების სისტემა დაინერგა მწვრთნელების კვალიფიკაციის შესამოწმებლად, შემდგომი განვითარებისთვის და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.
ვრცლად »7 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. ამ ღონისძიებას დაესრნენ მინისტრები ,დეპუტატები, კულტურის მოღვაწეები და სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები.
კულტურისა და და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ საზოგადოებას დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
ვრცლად »
ყოველწლიურად, მაისში, რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში ტარდება საერთაშორისო ტუნრირი სპორტულ ტანვარჯიშში, რომელიც ატარებს ოლიმპიური ჩემპიონის დიტიატინის სახელს.
წელს ტურნირმა უმსაპინძლა 12 ქვეყნის
ვრცლად »რამდენიმე დღის წინ ესპანეთის ქალაქ გვადალახარაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი მხატვრულ ტანვარჯიშში. ტურნირს ფორმატი ითვალისწინებდა მხოლოდ მრავალჭიდს, და მასში მონაწილეობა მიიღო ევროპის საუკეტესო 24 ტანმოვარჯიშემ. ამ ტანმოვარჯიშეებს შორის იყო საქართველოს ნაკრების ლიდერი სალომე ფაჟავა. სალომემ დაიკავა მე-6 ადგილი და მომავალ წელს, მინსკში გასამართ ევროპის მე-2 თამაშების ლიცენზია მოიპოვა.
ვრცლად »საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, საქართველოს ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს ბატუტზე ხტომებში, დამსახურებულ მოღვაწეს, ‘’ღირსების’’ მედალოსანს-ზაქარია სულაშვილს დღეს აქვს დაბედებიდან 60 წლის იუბილე. საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ულოცავს ბატონ ზაქარიას ამ ღირშესანიშნავ თარიღს
ვრცლად »მიმდინარე წლის 24–25 მაისს ქ. თბილისში, ტანვარჯიშის ახალ არენაზე, გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ბატუტზე ხტომებში.
მონაწილეობა მიიღო ასამდე სპორტსმენმა, რომლებიც ჩამოვიდნენ: ბათუმიდან, ქუთაისიდან, გორიდან, ხაშურიდან, მარნეულიდან და რა თქმა უნდა მათ შორის იყვნენ სპორტსმენები თბილისიდანაც.
აღნიშნული ტურნირი ასევე არის მოსამზადებელი ეტაპი იმ სპორტსმენებისთვის ვინ მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო თასებზე და მსოფლიო ჩემპიონატზე.
ტურნირის ტექნიკური შედეგები:
ვრცლად »მიმდინარე წლის 16–17 მაისს ისრაელის ქალაქ ჰოლონში გაიმართა გრან პრი მხატვრულ ტანვარჯიშშ. ამ ტურირში მონაწილეობა მიიღეს უძლიერესმა ტანმოვარჯიშეებმა, მათ შორისა იყო ჩვენი ნაკრების ლიდერი სალომე ფაჟავა. როგორც ყოველთვის სალომემ გამოავლინა მებრძლოლი ხასიათი და მშვენივრად იასპარეზა.
ვრცლად »12-13 მაისს საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ქუთაისის ააიპ -ი სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ტანვარჯიშის სპორტულ სკოლაში ჩატარდა ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში,
‘’ჩვენ მომავალი ოლიმპიელები ვართ’’ . მონაწილეობა მიიღო ქუთაისის, თბილისისა და ბათუმის, უმცროსი ასაკის - 6 წლიდან 10 წლამდე 50–მა ტანმოვარჯიშემ.
ვრცლად »