მაისი 29, 2022

ამ დღეებში იტალიის ქალაქი რიმინი მასპინძლობს მსოფლიო თასს ბატუტზე ხტომებში. ამ დისციპლინიაში მოასპარეზე საუკეთესო ტანმოვარჯიშეები ჩასულები არიან ამ თასზე, რადგან ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში, იგივე ქალაქში გაიმართება ევროპის ჩემპიონატიც. საქართველოს ნაკრები გუნდის წევრმა ანანო აფიქიძემ მშვენივრად გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი და ფინალში მოხვდა მე-2 შედეგით. წარმატებას ვუსურვებთ ანანოს ფინალში!

ვრცლად »
მაისი 29, 2022

13-14 მაისს, აშშ ქალაქ მაიამიში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი “Rhythmic Art” სადაც მონაწილეობა ღებულობდა 10 ქვეყნის 400მდე ტანმოვარჯიშე. წარმატებით იასპარეზა ქართველმა ტანმოვარჯიშემ 2011 წელს დაბადებულმა მილა შავლაძემ, მან მოიპოვა 4 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი.

ვრცლად »
მაისი 29, 2022

1-2 მაისს ჩატარდა რესპუბლიკური პირველობა “ფედერაციის თასი” მხატვრულ ტანვარჯიშში. მონაწილეობა მიიღეს: თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და რუსთავის ტანმოვარჯიშეები, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში: სინიორები, იუნიორები, პრე იუნიორები , 2010 - 2011 - 2012 A და B კატეგორია.

ვრცლად »
მაისი 23, 2022

2022 წლის 8 ივნისს, 15:00 საათზე, ტანვარჯიშის არენაზე (თბილისი, დიდი დიღომი, ბობ უოლშის ქუჩა) გაიმართება საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა.

ვრცლად »
მაისი 2, 2022

2-7 მაისს ქუთაისი უმასპინძლებს მე-3 საერთაშორისო ტურნირის სპორტულ ტანვარჯიშში "ჩვენ მომავალი ოლიმპიელები". წელს მონაწილეობას მიიღებენ ექვსი ქვეყნის ტანმოვარჯიშები: საქართვრლო, პოლონეთი, აზერბაიჯანი, ლიტვა, სომხეთი და ლატვია. სარტშორისო ტურნირის პარალელურად, ჩატარდება ადგილობრივი რესპუბლიკური შეჯიბრიც.

ვრცლად »
აპრილი 26, 2022

როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ დღეებში ბაქო მასპინძლობს მხატრულ ტანვარჯიშში მსოფილო ეტაპს, სადაც ჩვენი გუნდურის გოგონებმა წარმატებით გაიარეს საკვალიფიკაციო ეტაპი და მოხვდნენ ფინალში. დღეს ჩვენმა გოგონებმა ფინალში იასპარეზეს და გავიდნენ მე-8 ადგილზე, რომელიც წარმატებად ითვლება , რადგან ეხ ჩვენი გოგონებისთვის იყო პირველი მაღალი დონის ასპარეზობა და რაც მთავარია საქართველოს ისტორიული წარნატება მსოფლიო თასზე. იმედი გვაქვს რომ მომავალში გოგონები გააუმჯობესებენ შედეგს და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ!

ვრცლად »
აპრილი 26, 2022

ამ დღეებში ბაქოში მიმდინარეობს მსოფლიო თასი მხატვრულ ტანვარჯიშში. ასპარეზობა მიმდინარეობს როგორც ინვიდუალურ ტანმოვარჯიშეებს შორის ასევე ჯგუფურებს შორის. ჩვენმა ჯგუფურებმა გაგვახარეს, კარგად გაიარეს საკვალიფიკაციო ეტაპი და მოხვდნენ ფინალში! ვუსურვებთ ჩვენ გოგონებს ფინალშიც წარმატებულ გამოსვლას!

ვრცლად »
აპრილი 26, 2022

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის ხელმძღვანელობით გაიმართა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა. სხდომის დასაწყისში სეოკ-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა, საქართველოს მოციგურავეების ისტორიული შედეგი მიულოცეს სეოკ-ის აღმასკომის წევრს, ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტს მარიამ გიორგობიანს. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. კერძოდ,

ვრცლად »
აპრილი 4, 2022

ბაქოში სპორტულ ტანვარჯიშში გამართულ მსოფლიო თასზე სპორტულ ტანვარჯიშში, ჩვენი გუნდის წევრმა იოანე ჯიმშელეიშვილნა მიიღო ტურნირის თასი. ვულოცავთ იოანეს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამაჯვებებს!

ვრცლად »
მარტი 28, 2022

მიმდინარე წლის თებერვლიდან მარტის ჩათვლით ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია ატარებს მსაჯთა ონლაინ ტესტირებას ტანვარჯიშის ყველა დისპლინაში. ჩატარდა სატესტო ონლაინ ტესტირება მსაჯებისთვის მხატვრულ ტანვარჯიშში. ტესტის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მოქმედი მსაჯები ინარჩუნებდნენ მათ საერთაშორისო კატეგორიას და ახალ მსაჯებს ენიჭებოდათ მე-4 კატეგორია. ჩვენი ფედერაციის მხატვრული ტანვარჯიშის მსაჯებმა ჩააბარეს 2 ტესტი. ერთი ტესტი იყო ინდივიდუალური ასპარეზობისთვის და მეორე იყო ჯგუფურების ასპარეზობისთვის.

შემდეგმა მსაჯებმა ჩააბარეს ტესტი ჯგუფურების ასპარეზობისთვის:

ვრცლად »
მარტი 24, 2022

რამდენიმე დღის წინ, სლოვენიის ქალაქ ლუბლიანაში ჩატარდა FIG MTM საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში, სადაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა: ანა ხუციშვილმა, ელიზავეტა მახოშვილმა, ნინო კვანტალიანმა და მარიამ ქაჯაიამ. იუნიორებში მონაწილე მარიამ ქაჯაიამ მრავალჭიდში დაიკავა მე-2 ადგილი და მე-3 ადგილი ბაბთით ვარჯიშში. ნინო კვანტალიანმა კი

ვრცლად »
მარტი 23, 2022

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია სოლიდარობას უცხადებს უკრაინის ტანვარჯიშის ფედერაციას და მთლიანად უკრაინას. ფედერაციის მიერ შეგროვილი ჰუმანიტარული დახმარება, დღეიდან , ეტაპობრივად გაგზავნილი იქნება უკრაინაში. მადლობა გვინდა გადაუხადოთ ყველას ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ დახმარების შეგროვებაში და გაგზავნაში. მადლობას ვუხდით ასევე კომპანია "ჯორჯიან ქარდბოარდი-Georgian Cardboard", რომელმაც უსასყიდლოდ გადმოგვცა მუყაოს ყუთები.

ვრცლად »