ბრინჯაო ვარნაში

ამ დღეებში, ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში მიმდინარეობს მსოფლიო თასი ბატუტზე ხტომებში. ასპარეზობა მიმდინარეობს როგორც ინვიდიდუალურ ისე სინქრონულ დისციპლინაში. საქართველოს წარმოადგენდნენ ტანმოვარჯიშეები: ლუბა გოლოვინა, თეონა ჯანჯღავა, ანანო აფაქიძე და მარიამ რაგიმოვი. დღეს გაიმართა ფინალები. ანანო აფაქიძის და მარიამ რაგიმოვის წყვილმა კარგად გაართვეს თავი მათ ვარჯიშებს და ფინალში დაიკავეს მე-3 საპრიზო ადგილი. ვულოცავთ, გოგონებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებეს!