ევროპის ტანვარჯიშის სემინარი

ხორვატიის დედაქალაქში, ზაგრებში გაიმართა ევროპის ტანვარჯიშის,,მე-3 საგანმანათლებლო ხანგრძლივი უქმეები”. ღონისძიება ორ ნაწილად იყო დაყოფილი: საგანმანათლებლო კოროგრაფიული ბანაკი და სიმპოზიუმი. ესწრებოდნენ ევროპის ტანვარჯიშის ტექნიკური კომიტეტის პრეზიდენტი, წევრები და ექსპერტები. ღონისძიებაზე იყო სხვადასხვა საინტერესო თემები, რომლებიც მოიცავდა მაგალითად: როგორ განვავითაროთ ტანვარჯიში ყველასთვის ახალ ქვეყნებში, კოროგრაფიის მიმოხილვის ელემენტები, სხეულის მოძრაობები რითმში, ტანვარჯიშის სხვადასხვა გამოცდილების შედარება და ა.შ. მონაწილეებს შორის იყო ჩვენი ფედერაციის წარმომადგენელი ბატონი გიორგი გეგეჭკორი, რომელიც პასუხისმგებელია ,,ტანვარჯიშის ყველასთვის" დისციპლინის განვითარებაზე საქართველოში. შემდეგი, ხანგრძლივი უქმეების ღონისძიება გაიმართება 2025 წელს.