ამ დღეებში, პორტუგალიის ქალაქი სანტარემი მასპინძლობს მსოფლიო თასს ბატუტზე ხტომებში. მონაწილეებს შორის არიან ჩვენი ეროვნული გუნდის წევრებიც: ლუბა გოლოვინა, ანანო აფაქიძე, მარიამ რაგიმოვი და თეონა ჯანჯღავა. ასპარეზობა ტარდება როგორც ინვიდუალურ დისციპლინაში ასევე სინქრონულ წყვილებს შორის. გუშინ გაიმართა საკვალიფიკაციო ეტაპები. ინდივიდუალური კვალიფიკაცია წარმატებით გაიარეს და ნახევარ-ფინალში მოხვდნენ ლუბა გოლოვინა, ანანო აფაქიძე და მარიამ რაგიმოვი, თუმცა, სამწუხაროდ, ფინალში ვერცერთი ვერ მოხდა. რაც შეეხება სინქრონულ წყვილებს აქ ფინალში მოხვდა აფაქიძე-რაგიმოვის წყვილი. მათ ფინალში ძალიან კარგად იასპარეზეს და მოიპოვეს ბრინჯაოს მედლები! ეს არის, წელს, ჩვენი ბატუტისტების პირველი გასვლა საერთაშორისო ტურნირზე და ეს მედლები ორმაგად მნიშვნელოვანია! ვულოცაცვთ, ანანოს და მარიამს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს! ხვალ ჩვენი გუნდი მიემგზარება კოიმბრაში (პორტუგალია) სადაც გაიმართება ასევე მსოფლიო თასი. ვუსურვებთ წარმატებას ჩვენს გუნდს!