როგორც წინა თვეს მოგახსენეთ, მიმდინარე წლის 11-16 თებერვალს , პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, თბილისმა უმასპინძლა საერთაშორისო სამსაჯო კურსებს. კურსები ჩატარდა სამ დისციპლინაში: ბატუტზე ხტომები, აკრობატული ბილიკი და ორმაგი მინი-ბატუტი. თბილისში ჩამოვიდა 55 მსაჯი თერთმეტი ქვეყნიდან.
ამ კურსების მსველობისას მსაჯებმა ჩააბარეს თეორიული და პრაქტიკული გამოცდები. გამოცდების შედეგებზე დამოკიდებულია მსაჯის საერთაშორისო კატეგორიის მიღების ან არ მიღების საკითხი. თუ მსაჯი წარმატებით ჩააბარებს გამოცდებს მას მიენიჭება საერთაშორისო კატეგორია რომლითაც მას შეუძლია იმსაჯოს საერთაშორისო ტურნირებზე, ოლიმპიური თამაშების ჩათვლით.
ჩვენი ფედერცაიის გენერალურმა მდივანმა, და ამავდროულად ბატუტზე ხტომებში მსაჯმა ქ-მა რუსუდან ხოფერიამ, ამ გამოცდებზე მიიღო უმაღლესი შეფასებები და მას მიენიჭა ბატუტზე ხტომებში საერთაშორისო მსაჯის მე-2 კატეგორია, რაც იყო მაქსიმუმი რისი მიღებაც შესაძლებელი იყო ამ გამოცდების შედეგად.
ვულოცავთ, ქ-ნ რუსუდანს ამ წარმატებას და ვუსურვებთ წარმატებულ მსაჯობას უკვე საერთაშორისო ტურნირებზე, თასებზე, ჩემპიონატებზე და რა თქმა უნდა ოლიმპიურ თამაშებზე..