ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ დაიწყო მსაჯების შერჩევა პარიზი2024 ოლიმპირი თამაშებისთვის. ჩვენი ფედერაციის საერთაშორისო კაგეტორიის მსაჯმა ბატონმა ილია გიორგაძემ მიიღო მოწვევა პარიზი 2024 ოლიმპიურ თამაშებზე სამსაჯოდ. ვულოცავთ ბატონ ილიას და ვუსურვებთ წარმატებებს!
ვრცლად »ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ დაიწყო მსაჯების შერჩევა პარიზი2024 ოლიმპირი თამაშებისთვის. ჩვენი ფედერაციის გენერალურმა დირექტორმა და ბატუტზე ხტომებში საერთაშორისო ბრევეს მქონე მსაჯმა ქალბატონმა რუსუდან ხოფერიამ მიიღო მოწვევა პარიზი 2024 ოლიმპიურ თამაშებზე სამსაჯოდ. ვულოცავთ ქალბატონ რუსუდანს და ვუსურვებთ წარმატებებს!
ვრცლად »საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია დაბადების დღის იუბილეს ულოცავს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს (1988, 90), ევროპის ორგზის ჩემპიონს (1988, 90). სსრკ სამგზის ჩემპიონს (1985, 87, 90) და მეორე პრიზიორს (1986), სსრკ თასის ორგზის მფლობელს (1988, 90), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის მესამე პრიზიორს (1986), I საკავშირო ახალგაზრდული თამაშების ჩემპიონს (1985), სსრკ სპორტის დამსახურებულს ოსტატს, საქართველოსსპორტის რაინდს, საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეტოვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ქალბატონ ინგა გიორგობიანს!
ქალბატონო ინგა, გილოცავთ იუბილეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ბარაქას და მრავალ გამარჯვებებს თქვენს პროფესიულ საქმიანობაში!
ვრცლად »გუშინ, ქალაქ ბირმინგემში (დიდი ბრიტანეთი) სტარტი აიღო ბატუტზე ხტომებში მსოფლიო ახალგაზრდულმა და ასაკობრივმა ჩემპიონატმა. ჩემპიონატი ტარდება ინდივიდუალურ და და სინქრონულ დისციპლინებში. ანანო აფაქიძემ და მარიამ რაგიმოვმა მათ კატეგორიაში, სინქრონულ ხტომებში, საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარეს და მეოთხე ადგილით მოხვდნენ ფინალში. ფინალში ანანომ და მარიამმა დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვეს ვერცხლის მედლები!
ვრცლად »ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ დაიწყო მსაჯების შერჩევა პარიზი2024 ოლიმპირი თამაშებისთვის. ჩვენი ფედერაციის მხატვრული ტანვარჯიშის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა და ევროპის ტანვარჯიშის ტექნიკური კომიტეტის წევრმა ქალბატონმა ელისო ბედოშვილმა მიიღო მოწვევა პარიზი 2024 ოლიმპიურ თამაშებზე სამსაჯოდ. ვულოცავთ ქალბატონ ელისოს და ვუსურვებთ წარმატებებს!
ვრცლად »ამ წუთებში სასიხარულო ინფორმაცია მოგვივიდა ბირმინგემიდან (დიდი ბრიტანეთი) სადაც ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი ბატუტზე ხტომებში. ჩვენმა გუნდმა ბატუტზე ხტომებში მოიპოვა გუნდური მესამე ადგილი! ეს არის ისტორიული ფაქტი! დამოუკიდებელი საქართველის ისტორიაში პირველად ჩვენი გუნდი გავიდა ფინალში და მოიპოვა მედლები! ჩვენი ბრინჯაოს გოგოები არიან:
ლუბა გოლოვინა III
ანანო აფაქიძე III
მარიამ რაგიმოვი III
თეონა ჯანჯღავა III
ვულოცავთ გოგოებს ამ წარმატებას და ასევე ქალბატონ რუსუდან ხოფერიას, ბატონ ზაქარია სულაშვილს, ირმა სოლოღაშვილს, ლუდმილა გოლოვინას, ლია ხრიკულს, რევაზ გამხოშვილს!
ვულოცავთ სრულიად საქართველოს!
ვრცლად »ბულგარეთის ქ.ვარნაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი სპორტულ აკრობატიკაში, სადაც ვაჟთა წყვილმა:საბა ჭელიშვილმა და ლევან ჯაკობიამ (მწვრთნელი-რ. სუპატაშვილი)ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო გოგონათა სამეულმა: მელია ქრისტინემ,ნინო ჩქარიაულმა და ნინო დვალიშვილმა (მწვრთნელი: ე.ხუბულური, მ.გიგოლაშვილი) იასპარეზა დინამიკური ვარჯიშის ფინალში. საქართველოს ნაკრების წარმატებულ გამოსვლაში წვლილი მიუძღვის როგორც პირად მწვრთნელებს ასევე მთლიანად მწვრთნელთა კოლექტივს მთავარი მწვრთნელის ნინო ბერიანიძის ხელმძღვანელობით. ვულოცავთ ყველას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს ჩვენს აკრობატებს!
ვრცლად »გერმანიაში, ქალაქ შვერტეში, ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში სადაც მონაწილეობას იღებდა 200-მდე ტანმოვარჯიშე და 6 ქვეყანიდან (გერმანია, საქართველო, ბელგია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ლუქსემბურგი). გამარჯვებულები გამოვლინდნენ მრავალჭიდსა და ცალკეულ საგნებში. ჩვენი ფედერაციის წევრი კლუბის ,,ნელი სალაძის აკადემიის" გოგნებმა მოიპოვეს ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი. (მწვრთნელი: სალომე ურუშაძე) ვულოცავთ გოგონებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ წარმატევებს!
Elene Kochoradze 2012 Aკატეგორია, ბაფთა - I
Mariam Kapanadze 2013 Aკატეგორია, გურზები - I
Kato Datunashvili 2013 Cკატეგორია, ბურთი - II
ვრცლად »ამ დღეებში ბულგარეთის ქ. ვარნაში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი სპორტულ აკრობატიკაში. ევროპის საუკეთესო სპორტული აკრობატები ეჯიბრებიან ერთმაბეთს ევროპის პირველობისთვის. მათ შორის არიან ჩვენი ნაკრები გუნდის გოგონები და ვაჟები. გუშინ გვიან ღამე, ვარნიდან, მოგვივიდა სასიხარულო ინფორმაცია რომ ჩვენმა ვაჟთა წყვილმა: საბა ჭელიშვილმა და ლევან ჯაკობიამ სტატიკურ ვარჯიშში მე-2 ადგილი დაიკავა.
ვულოცავთ ბიჭებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!
ვრცლად »მიმდინარე წლის 13-15 ოქტომბერს, ხორვატიის დედაქალაქში ზაგრებში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი "აურა კაპი " საქართველოდან, სხვა და სხვა კატეგორიებში მონაწილეობა მიიღეს ტანმოვარჯიშეებმა: ნინო დათუნაშვილმა , მარიამ ხუხიამ , ლიზა კორძაძემ , მიშელ არჯანაშვილმა , მილა შავლაძემ და ანა კუზმიდიმ ( მწვრთნელები ეკატერინე აბრამია , ვალენტინა კუზმიდი და მსაჯი ელისო ბედოშვილი ).
კატეგორიაში იუნიორები " ბ " მიშელ არჯანაშვილი I I II
კატეგორიადი პრე იუნიორები " ა " მილა შავლაძე I I I
გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს!
ვრცლად »ამ დღეებში, ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში მიმდინარეობს მსოფლიო თასი ბატუტზე ხტომებში. ასპარეზობა მიმდინარეობს როგორც ინვიდიდუალურ ისე სინქრონულ დისციპლინაში. საქართველოს წარმოადგენდნენ ტანმოვარჯიშეები: ლუბა გოლოვინა, თეონა ჯანჯღავა, ანანო აფაქიძე და მარიამ რაგიმოვი. დღეს გაიმართა ფინალები. ანანო აფაქიძის და მარიამ რაგიმოვის წყვილმა კარგად გაართვეს თავი მათ ვარჯიშებს და ფინალში დაიკავეს მე-3 საპრიზო ადგილი. ვულოცავთ, გოგონებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებეს!
ვრცლად »ხორვატიის დედაქალაქში, ზაგრებში გაიმართა ევროპის ტანვარჯიშის,,მე-3 საგანმანათლებლო ხანგრძლივი უქმეები”. ღონისძიება ორ ნაწილად იყო დაყოფილი: საგანმანათლებლო კოროგრაფიული ბანაკი და სიმპოზიუმი. ესწრებოდნენ ევროპის ტანვარჯიშის ტექნიკური კომიტეტის პრეზიდენტი, წევრები და ექსპერტები. ღონისძიებაზე იყო სხვადასხვა საინტერესო თემები, რომლებიც მოიცავდა მაგალითად: როგორ განვავითაროთ ტანვარჯიში ყველასთვის ახალ ქვეყნებში, კოროგრაფიის მიმოხილვის ელემენტები, სხეულის მოძრაობები რითმში, ტანვარჯიშის სხვადასხვა გამოცდილების შედარება და ა.შ. მონაწილეებს შორის იყო ჩვენი ფედერაციის წარმომადგენელი ბატონი გიორგი გეგეჭკორი, რომელიც პასუხისმგებელია ,,ტანვარჯიშის ყველასთვის" დისციპლინის განვითარებაზე საქართველოში. შემდეგი, ხანგრძლივი უქმეების ღონისძიება გაიმართება 2025 წელს.
ვრცლად »