მიმდინარე წლის 2 დეკემებერს ტანვარჯიშის არენაზე (თბილისი) გაიმართა პირველი ეროვნული ფესტივალი ტანვარჯიშში ყველასათვის. საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ დისციპლინა ,,ტანვარჯიში ყველასთვის’’ განვითარება დაიწყო 2019 წელს და საქართველოში უკვე უკვე ჩატარდა 3 საერთაშორისო ტურნირი და 2 საერთაშორისო სემინარი. ასევე, წელს პირველად საქართვლოდან გუნდმა მონაწილეობა მიიღო ბაქოში გამართულ საერთაშორისო ტურნირში. დისციპლინაში ,,ტანვარჯიში ყველასთვის’’ მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს მიუხედავად ასაკისა, სქესისა და არის თუ არა ის ტანმოვარჯიშე ან სპორტსმენი. 2 დეკემბრის ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 52 გუნდმა თბილისდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მონაწილეობდნენ როგორც ტანვარჯიშის კლუბები, ასევე ცეკვის შემსწავლელი ცნტერები. გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მხატვრული ტანვარჯიშის იუნიორთა ჯგუფურების გუნდმა და ასევე ზუმბა ფიტნეს ინკლიზიურმა შოუ ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში გამოდიოდა შშმ პირი. მონაწილე კლუბები და გუნდები: 1. ციციას ტანმოვარჯიშეები და DANCE ROAD ACADEMY (ხელმძღვანელი და მწვრთნელი ციცია მკერვალი, მწვრთნელები: ირინა და მაკი კაკაბაძეები) 2. რუსთავის მხატვრული ტანვარჯიშის გუნდები (ხელძღვანელები და მწვრთნელები: ელენე და მაია აფციაურები) 3. კლუბი ,,DIO DANCE’’ (ხელმძღვანელი-მწვრთნელი: ინგა ყურაშვილი, მწვრთნელები: ანა მეიშვილი და სალომე აბჟანდაძე) 4. ვალენტინა კუზმიდის ტანვარჯიშის უმაღლესი სკოლა (თბილის და ბათუმი) (ხელმძღვანელი: ვალენტინა კუზმიდი, მწვრთნელები: ანა ხოლოდნოვა, ალინა ხოლოდნოვა, ელზა ბერულავა, მერი ბერულავა, ვერა სოფაძე, ნინო ბროლაძე, მაგდა რუსია) 5. ჩარდახის კლუბი ,,ელისა’’ (ხელმძღვანელი-მწვრთნელი: ნინო ბერიანიძე) 6. ტანვარჯიშის განვითარების ცენტრი--აკრობატიკა (მწვრთნელები: ნინო ბერიანიძე, მარიამ გიგოლაშვილი, მანანა ხუციშვილი, ეკატერინე ხუბულური, 7. რუსთავის აკრო გუნდები: ,,Angels’’ და ,,Funny’’ (ხელმძღვანელი-მწვრნელი: ვიქტორია ლებედევა, მწვრთნელი: საბა ზაზაძე). 8. ნელი სალაძის აკადემია ( ხელმძღვანელი: ნელი სალაძე, მწვრთნელები: სალომე ურიშაძე და სალომე ოთარაშვილი). 9. კლუბი ,,Silhoutte_M’’ (ხელმძღვანელი-მწვრთნელი: მარინე მორბედაძე) 10. კლუბი ,,KN,, (ხელმძღვანელები და მწვრთნელები: ქეთი და ნაზი ასიტაშვილები) 11. კლუბი ,,მჭევრი’’ გუნდები: ,,Little Dollls’’ და ,,ავანგარდი’’ (ხელმძღვანელი-მწვრთნელი: დალი ფეიქრიშვილი, მწვრთნელი: ანა შევარდენიძე). 12. გუნდი ,,ლამპარი’’ ტანვარჯიშის განვითარების ცენტრი-აკრობატიკა (მწვრთნელი: დალი ფეიქრიშვილი) 13. კლუბი: GEO_ACRO_საგარეჯო (ხელმძღვანელი-მწვრთნელი: ანა იაკობაშვილი) 14. გუნდი: ,,ვარსკვლავები’’ ტანვარჯიშის გავითარების ცენტრი-აკრობატიკა (ხელმძღვანელი მწვრთნელი: სვეტლანა ფეიქრიშვილი) 15. ტანვარჯიშის ცენტრის ჯგუფი თინათინ ნადირაშვილის ხელმძღვანელობით 16. კლუბი ,,Grand Rhythmic’’ (ხელმძღვანელები და მწვრთნელები: ლალი დოლიძე ჯანტეზი, მერიამ ჯანტეზი და ელენე გავარდაშვილი) 17. მარნეულის აკრობატიკის გუნდები (ხელმძღვანელები და მწვრთნელები: ინესა როდინა, ალინა აბდულხალიმოვა) 18. კლუბი ,,Maki RG’’ (ხელმძღვანელები და მწვრთნელები: მაკი კაკაბაძე) 19. კლუბი ,,MG’’ და კლუბი ,,SAMANA’’ (ხელმძღვანელი-მწვრთნელი: სალომე ბოდაველი) მადლობა გვინდა გადავხადოთ ყველა მონაწილეს, ყველა კლუბის და გუნდის ხელმძღვანელს, მწვრთნელებს დამხმარე პერსონალს! ასევე დიდი მადლობა ჩვენს მოხალისეებს! ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ფესტივალი გახდება ყოველწლიური და მომავალში უფრო მეტნი ვიქნებით!