მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ოლიმპიელებს და პარალიმპელებს წარმატებები უსურვა. „ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო სპიკერო, ქალბატონო მინისტრო, ბატონო მერო, მივესალმები ბატონ ლერი ხაბელოვს, დიდი პატივისცემით, მივესალმები ჩვენს გმირ სპორტსმენებსა და ჩვენს სასახელო, საამაყო ოლიმპიელებს!