გუშინ, ქალაქ ბირმინგემში (დიდი ბრიტანეთი) სტარტი აიღო ბატუტზე ხტომებში მსოფლიო ახალგაზრდულმა და ასაკობრივმა ჩემპიონატმა. ჩემპიონატი ტარდება ინდივიდუალურ და და სინქრონულ დისციპლინებში. ანანო აფაქიძემ და მარიამ რაგიმოვმა მათ კატეგორიაში, სინქრონულ ხტომებში, საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარეს და მეოთხე ადგილით მოხვდნენ ფინალში. ფინალში ანანომ და მარიამმა დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვეს ვერცხლის მედლები! ასევე სინქრონულ ხტომებში, ნინო უსუბიანმა და თეკლა ჩაჩავამ, მათთვის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე, ძალიან კარგად გაიარეს საკვალიფიკაციო ეტაპი და მეორე ადგილით მოხვდნენ ფინალში. გოგონებმა ფინალშიც კარგად შეასრულეს ვარჯიში და მოიპოვეს ბრინჯაოს მედლები!
ვულოცავთ გოგონებს ამ წარმატებას!
ვულოცავთ ქალბატონ რუსუდან ხოფერიას, ბატონ ზაქარია სულაშვილის, ირმა თანდილაშვილს, ლიალია ასკეროვას, ზურაბ კიკნაძეს და რევაზ გამხოშვილს! ვულოცავთ სრულიად საქართველოს!