გილოცავთ ქალბატონო ინგა

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია დაბადების დღის იუბილეს ულოცავს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს (1988, 90), ევროპის ორგზის ჩემპიონს (1988, 90). სსრკ სამგზის ჩემპიონს (1985, 87, 90) და მეორე პრიზიორს (1986), სსრკ თასის ორგზის მფლობელს (1988, 90), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის მესამე პრიზიორს (1986), I საკავშირო ახალგაზრდული თამაშების ჩემპიონს (1985), სსრკ სპორტის დამსახურებულს ოსტატს, საქართველოსსპორტის რაინდს, საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეტოვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ქალბატონ ინგა გიორგობიანს!

ქალბატონო ინგა, გილოცავთ იუბილეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ბარაქას და მრავალ გამარჯვებებს თქვენს პროფესიულ საქმიანობაში!