ლუქსემბურგში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე სპორტულ ტანვარჯიშში ქართველმა ტანმოვარჯიშემ დაჩი დოლიძემ, იუნიორთა შორის ასპარეზობაში, ტაიჭზე ვარჯიშში, ვერცხლის მედალი მოიპოვა. პირველი ადგილი მან რამდენიმე მეათედით ლიეტუველ სპორტსმენთან დათმო, მესამე ადგილი კი იტალიელ ტანომავარჯიშეს ერგო. საერთაშორისო ტანვარჯიშის ფედერაციის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე 11 ქვეყნიდან 100-ზე მეტი სპორტსმენი მონაწიწეობდა. ასპარეზობა გაიმართა როგორც ვაჟებში ასევე გოგონათა შორის. გოგონათა შორის საქართველოდან ტურნირში მონაწილეობა მიიღო ჩვენმა ახალგაზრდა ტანმოვარჯიშემ თინათინ ტყემალაძემ. თინათინისთვის ასეთი მაღალი რანგის ტურნირი მის კარიერაში პირველი იყო. ხვალიდან, მსოფლიო თასის ეტაპები სპორტულ ტანვარჯიშში იწყება გერმანიში და ყატარში, სადაც ჩვენი სინიორი ტანმოვარჯიშეები მიიღებენ მონაწილეობას! ვულოცავთ დაჩის ვერცხლის მედალს და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს!