საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ულოცავს დაბადების დღეს, მსოფლიო თასის 3 გზის მფლობელს ჯგუფურ ვარჯიშში, 1990 წლის ევროპის ჩემპიონტის ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორს ჯგუფურ ვარჯიშში, 1990 წლის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულს ,საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს ,საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს, 2018 წლის საქართველოს საუკეთესო მსაჯს, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს, ევროპის ტანვარჯიშის საპატიო მსაჯს მხატვრულ ტანვარჯიშში და საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს მხატვრულ ტანვარჯიშში --ქალბატონ ელისო ბედოშვილს. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს მის საქმიანობაში!
ვრცლად »საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ულოცავ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს 33 წლის იუბილეს. გისურვებთ მრავალ წარმატებებს და გამარჯვებებს!
ვრცლად »24-25 სექტემბერს, თბილისში (საქართველო), ტანვარჯიშის არენაზე, გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ტანვარჯიშში ყველასათვის ,,თბილისის ჯიმნაესტრადა”. ეს ტურნირი საქართველოს დედაქალაქში უკვე მეორედ გაიმართა. ამჯერად, წინა წელთან შედარებით უფრო მეტი გუნდი და მონაწილე იყო. ასპარეზობდა 11 გუნდი საქართველოდან და 3 აზერბაიჯანიდან, სულ ჯამში 130 ტანმოვარჯიშე. ასაკობრივი დიაპაზონი იყო 4 წლიდან 50 წლამდე. წელს საქართველოს რეგიონებიდანაც ჰყავდა გუნდები: აჭარიდან და კახეთიდან. აქ არის მონაწილე გუნდების სრული სია:
ვრცლად »24-25 სექტემბერს თბილისში, დიღმის ტანვავრჯიშის არენაზე გაიმრთება საერთაშორისო ტურნირი ტანვარჯიშში ყველასათვის "თბილისის ჯიმნაესტრადა''. ეს ღონისძიება უკვე მეორედ გაიმართება საქართველოში და უფრო მასშტაბური იქნება. წელს აზერბაიჯანის 3 გუნდი (40 მონაწილე) და საქართველოს 11 გუნდი (90 მონაწულე) მიიღებენ მონაწილობას ამ ტურნირში. ზოგადად, ტანვარჯიში ყველასათვის არის დისციპლინა რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლეა ნებისმიერ ადამიანს. აქედან გამომდინარე
ვრცლად »წინა კვირას, სოფიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მხატვრულ ტანვარჯიშში, საქართველოს ნაკრებმა გუნდმა ჯგუფურ ვარჯიშში გაირა საკვალიფიკაციო ეტაპი და მოხვდა 24 საუკეთესო გუნდს შორის ( მე-19 შედეგით ). ეს შედეგი გვაძლევს უფლებას 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შევეჯიბროთ იგივე გუნდებს პარიზი 2024-ის ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად. მთავარი მწვრთნელი თინათინ ნადირაშვილი , ნაკრების ქორეოგრაფი ნინო ბობოხიძე. გილოცავთ გოგოებო და გისურვებთ ლიცენზიის მოპოვებას და მომავალ გამარჯვებებს!
ვრცლად »ამ წუთებში სასუხარულო ამბავი მოვიდა ევროპის ჩემპიონატიდან სპორტულ ტანვარჯიშში! როგორც უკვე მოგახსენეთ გერმანიაში ტარდება ევროპის ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში სინიორებსა და იუნიორებში. დღეს მიმდინარეობს იუნიორების ფინალები ცალკეულ იარაღებში. ჩვენმა ახალგაზრდა, ნიჭიერმა ტანმოვარჯიშემ დაჩი დოლოძემ მშვენივრად იასპარეზზა ტაიჭზე და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა! ვულოცავთ დაჩის და სრულიად საქართველოს დიდ ამ წარმატებას!
ვრცლად »ქალაქ მიუნხენში (გერმანია) მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში. დღეს, მსაჯთა სხდომაზე გაიმართა საპატიო მსაჯების დაჯილდოების ცერემონია. ჩვენი ფედერაციის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ბ-ნი ილია გიორგაძე დაჯილდოვდა საპატიო მსაჯის დიპლომით. გილოცავთ ბატონო ილია. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ მომავალში!
ვრცლად »ქალაქ მიუნხენში (გერმანია) მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში. დღეს, მსაჯთა სხდომაზე გაიმართა საპატიო მსაჯების დაჯილდოების ცერემონია. ჩვენი ფედერაციის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ბ-ნი ბესარიონ გამსახურდია დაჯილდოვდა საპატიო მსაჯის დიპლომით. გილოცავთ ბატონო ბესარიონ. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ მომავალში!
ვრცლად »ამ დღეებში გერმანიაში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში. დღეს, იუნიორების საკვალიფიკაციო დღე იყო. ჩვენმა ახალგაზრდა, პერსპექტიულმა ტანმოვარჯიშემ დაჩი დოლიძემ ტაიჭზე მშვენივრად იასპარეზა და პირველი ადგილით ფინალში გავიდა. ფინალში დაჩის შვიდი კონკურენტი ეყოლება. წარმატებულ ფინალს ვუსურვებთ დაჩის!
ვრცლად »საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს , სპორტულ ტანვარჯიშში მსოფლიო ჩემპიონს და მესამე პრიზიორს თავისუფალ ვარჯიშში (1974); სსრკ ორგზის ჩემპიონს (1973, მრავალჭიდი; 1974, თავისუფალი ვარჯიში); საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელს, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს, ღირსების ორდენის კავალერს, სპორტის რაინდს, ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ქალბატონ რუსუდან სიხარულიძეს! ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, ბედნიერებას და მრავალ პროფესიულ წარმატებას!
ვრცლად »გუშინ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონიალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე. ევროპის ზაფხულის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს სლოვაკეთის ქალაქი\ ბანსკა-ბისტრიცა 24-30 ივლისს უმასპინძლებს, სადაც სპორტის 10 სახეობაში იასპარეზებს 48 ქვეყნის 3000- ზე მეტი სპორტსმენი, მათ შორის საქართველოდან სპორტის 7 სახეობაში (ძიუდო, ცურვა, ველოსპორტი, ბადმინტონი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, სპორტული ტანვარჯიში) იასპარეზებს 28 სპორტსმენი. საქართველოს ოლიმპიური გუნდის სახელით ოლიმპიურ ფიცი დადო ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძემ. გუნდის სახელით მისასალმებელი სიტყვით წარდგა ჩოგბურთელი ნიკოლოზ გურგენიძე. სლოვაკეთში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე
ვრცლად »საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია საუკეთესო სურვილებით დაბადების დღეს ულოცავს სეოკ-ის პრეზიდენტს, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ბარსელონას ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს (1992), სეულის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორს (1988), მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს (1985, 87, 90, 91, 93) და მესამე პრიზიორს (1995), ევროპის ოთხგზის ჩემპიონს (1985, 87, 88, 92), მსოფლიოს თასის მფლობელს (1991), მსოფლიოს ჩემპიონს ჭაბუკებსა (1982) და ახალგაზრდებს (1983) შორის, სსრკ სამგზის ჩემპიონს (1985, 87, 88), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონს (1986), სსრკ სპორტის დამსახურებულ ოსტატს, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო და ღირსების ორდენების, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების საერთაშორისო ასოციაციის ორდენების კავალერს ბატონ ლერი ხაბელოვს.
ვრცლად »