ივნისი 14, 2021

ამ დეებში ბულგარეთის მზიან ქალაქ ვარნაში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი მხატვრულ ტანვარჯშში. ევროპის უძლიერესი მხატვრული ტანმოვარჯიშეები აარკვევენ ერთმანეთში ევროპის უძლიერესი ტანმოვარჯიშის ტიტულის. ამავდროულად გათამაშდება დარჩენილი ოლიმპიური ლიცენზიები ტოკიო2020-ისთვის. საქართველოდან 3 სინიორი ტანმოვარჯიშე და იუნიორთა ჯგუფური გუნდი მონაწილეობდა. ინდივიდუალური ტანმობვარჯიშეების ორდღიანი გამოსვლების შედეგად გაირკვა ყველა საგანში ფინალისტები და ესევე მრავალჭიდის ფინალისტები. ამ წუთებში მოვიდა ინფორმაცია ვარნადან რომ ჩვენი გუნდის ლიდერმა: სალონე ფაჟავამ მოიპოვა ადგილი მრავალჭიდის ფინალში.

ვრცლად »
ივნისი 1, 2021

საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ბატუტზე ხტომებში, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, საქართველოს ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს ბატუტზე ხტომებში, დამსახურებულ მოღვაწეს, ‘’ღირსების’’ მედალოსანს--- ბატონ ზაქარია სულაშვილს, დღეს აქვს დაბადების დღე. საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ულოცავს ბატონ ზაქარიას დაბადების დღეს და უსურვებს მას ჯანრთელობას , დღეგრძელობას, პროფესიულ წარმატებებს და ოჯახურ კეთილდღეობას. გვემაყებით ბატონო ზაურ და გისურვებთ რომ კიდევ დიდხანს იყოთ ქართული სპორტის სამსახურში!

ვრცლად »
მაისი 25, 2021

ამ დღეებში კიევში მიმდინარეობს საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში "უკრაინის საერთაშორისო თასი". ჩვენმა ტამოვარჯიშეებმა წარმატებით ჩაატარეს დღევანდელი დღე და 3 მათგანი ხვალ გამოვა ფინალებში ცალკეუ იარაღებზე. დაჩი დოლიძე ტაიჭზე გამოვა, იოანე ჯიმშელეიშვილი თავისუფალ ვარჯიშში და ბჯენით ხტომებში და ანი გობაძე გამოვა ოთხივე იარაღზე! წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენ ტანმოვარჯიშეებს!

ვრცლად »
მაისი 14, 2021

არც ისე დიდი ხნის წინ მსაჯი უნდა დაყრდნობილიყო საკუთარ შენახულ ვიდეოებს , ან იმას, რასაც YouTube- ზე ნახავდა, იმისთვის რომ მომზადება დაეწყო ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდისთვს, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ბარდება , საერთაშორისო კატეგორიის ბრევეს მისაღებად. ამასობაში, მწვრთნელებს პრაქტიკულად არ ქონდათ წვდომა ოფიციალურ ინფორმაციაზე, რაც მათ საშუალებას აძლევდა დაენახათ, თუ როგორ იყენებდნენ მსაჯები გამოკლებებს ან აფასებდნენ სირთულეებს. მაგრამ დრო შეიცვალა! ახლა არსებობს ინტერაქტიული პროგრამა ტანვარჯიშის შესასწავლად - ოფიციალური FIG Gymnastics Interactive პროგრამა - მხატვრული, სპორტული, ბატუტზე ხტომების, აკრობატული და აერობუკლი ტანვარჯიშისთვის. ამერიკელი დუგლას ჰილსის მიერ შექმნილია პროგრამა, მსოფლიოში

ვრცლად »
მაისი 11, 2021

5-10 მაისს ქალაქ ქუთაისში (საქართველო), გაიმართა მე –2 საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში ‘’ქუთაისის თასი– ჩვენი მომავალი ოლიმპიელები’ ’. ტურნირში 5 ქვეყნის 30 ტანმოვარჯიშემ მიიღო მონაწილეობა: საქართველო, სომხეთი, ბელორუსი (‘’ბსდიუშორი’’- ის გოგონების გუნდი და "კოლცა სლავის" ვაჟთა გუნდი), ლატვია (რიგის ტანვარჯიშის სკოლის გოგონათა გუნდი) და პოლონეთი (‘’მკს გდანსკის კლუბის’’– ის გოგონების გუნდი და პოლონეთის ვაჟთა გუნდი). პანდემიის შეზღუდვების გამო, ყველა გუნდი ჩამოვიდა PCR– ის ტესტის უარყოფითი შედეგებით, მათ შორის საქართველოს გუნდიც, და ასევე, ყველა გუნდს ტესტირება ადგილზეც ჩაუტარდათ 7 მაისს, გუნდურ შეჯიბრებში შედეგები შემდეგი იყო:

ვრცლად »
მაისი 4, 2021

დღეს, სოჭში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ბატუტზე ხტომებში და სინიორების ასპარეზობა მიმდინარეობს. ჩვენმა სინიორმა გოგონებმა კარგად იასპარეზეს და მათი სამეული მოხვდა ნახევარფინალში: ლუბა გოლოვინა, თეონა ჯანჯღავა და სოფიო დაშნიანი. ასევე, ჩვენი სინიორების გუნდი იასპარეზებს გუნდურ ფინალში.

ვრცლად »
აპრილი 13, 2021

რამდენიმე სტატისტიკა ჩვენი ფედერაციის Facebook გვერდის შესახებ: ამ დროისთვის ჩვენ გვყავს: 6657 მეგობარი და 6823 მიმდევარი. ჩვენი გვერდი გულშემატკივართა ტოპ 3 ქალქია:

1. თბილისი

2. ბათუმი

3. ქუთაისი

ჩვენი გვერდის გულშემატკივართა ტოპ 3 ქვეყნებია:

1. საქართველო

2. აშშ

3. იტალია

ამ დროისთვის ჩვენ გვყავს: 6657 მეგობარი: და მეგობრების 82% ქალბატონია, ხოლო 18% მამაკაცი

მადლობას გიხდით ყველას და იმედი მაქვს, რომ ეს რიცხვები გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება!

ვრცლად »
მარტი 31, 2021

თბილისი (კოვიდ-19 რეგულიაციების დაცვით!)

 

1) დასახელება: ქ.თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების ცენტრი მისამართი: ზაზიაშვილის ქუჩა N14ჩ (ყოფილი მონტინის ქუჩა) საკონტაქტო ნომერი: 579236764--ადმინისტრაცია

 

2) დასახელება: ქ.თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების ცენტრი მისამართი: მედეა ჯუღელის N1 (ლაგუნა ვერესთან) საკონტაქტო ნომერი: (0322) 2987509-ადმინისტრაცია

 

3) დასახელება: დიღმის ოლიმპიური ცენტრი ‘’ტანვარჯიშის არენა’’ მისამართი: ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა N9 (დიღმის ჭალები, აშშ-ს საელჩოსთან) საკონტაქტო ნომერი: 595398507---ადმინსიტრაცია

 

4) დასახელება: ‘’ელტარული ტანვარჯიშის აკადემია’’ მისამართი: გლდანის I მ/რ, ხიზაბავრის N 5 საკონტაქტო ნომერი: 598241011 საკონტაქტო ნომერი: 597010725

ვრცლად »
მარტი 28, 2021

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ მიიღო ოფიციალური წერილი ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციისგან, რომელშიც ნათქვამი იყო რომ ყველა ის მსაჯი რომელიც შარშან იყო მიწვეული "ტოკიო2020 ოლიმპიური თამაშების" სამსაჯოდ, წელს ასევე არიან მიწვეულები. აქედან გამომდინარე ჩვენი ფედერაციის სამი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, იმსაჯებს "ტოკიო2020-ზე": 1) რუსუდან ხოფერია--ბატუტზე ხტომები 2)ელისო ბედოშვილი--მხატვრული ტანვარჯიში 3)ილია გიორგაძე--სპორტული ტანვარჯიში ვულოცავთ ჩვენ მსაჯებს, და ვუსურვებთ წარმატებებს ტოკიოში!

ვრცლად »
მარტი 23, 2021

სპორტული ტანვარჯიში---თბილისი:

(კოვიდ-19 რეგულიაციების დაცვით!)

დასახელება: დიღმის ოლიმპიური ცენტრი ‘’ტანვარჯიშის არენა’’

მისამართი: ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა N9 (დიღმის ჭალები, აშშ-ს საელჩოსთან)

საკონტაქტო ნომერი: 595398507--ადმინისტრაცია

საკონტაქტო ნომერი: 599700031 (ბესარიონ გამსახურდია)

საკონტაქტო ნომერი: 599162228 (რუსუდან სიხარულიძე)


დასახელება: ქ.თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების ცენტრი

მისამართი: მედეა ჯუღელის N1 (ლაგუნა ვერესთან)

საკონტაქტო ნომერი: (0322) 2987509-ადმინისტრაცია

საკონტაქტო ნომერი: 593586547--სოფო ბოდაველი (უფრ. მწვრთნელი გოგონები)

საკონტაქტო ნომერი: 557912024--დავით ბოდაველი (უფრ. მწვრთნელი ).


სპორტული ტანვარჯიში რეგიონებში : (კოვიდ-19 რეგულიაციების დაცვით!)

ქუთაისი: დასახელება: ქ. ქუთაისის N20 სპორტული სკოლა

მისამართი: აკაკი ხორავას ქუჩა N1

საკონტაქტო ნომერი: 599410941- ადმინისტრაცია

საკონტაქტო ნომერი: 593391860--გურამ ჯინჭარაძე--მწვრთნელი

ბათუმი: დასახელება: სპორტული დარბაზი

მისამართი: რუსთაველი-ნინოშვილი N32-35

საკონტაქტო ნომერი: 593922740-გურამ ოსანაძე--აჭარის ფედერაციის პრეზიდენტი

საკონტაქტო ნომერი: 599309148- ასკეროვა ლიალია--უფროსი მწვრთნელი.

ვრცლად »
მარტი 22, 2021

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ეგიდით და „ქართული ოცნება ჯანმრთელი - მომავალის“ ხელშეწყობით, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მედალოსნებს უფასო დიაგნოსტიკური და ინსტრუმენტალური კვლევები ჩაუტარდებათ „ავერსის” კლინიკაში. „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ 2012 -დან ახორციელებს საქველმოქმედო აქციებს. ჩატარებული აქვს 200 000 - მდე ადამიანის გამოკვლევა, 300 -ზე მეტი საქველმოქმედო აქცია, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. აქციის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში,

ვრცლად »
თებერვალი 3, 2021

ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაცხადა ახალი ვადები ბატუტზე ხტომებში მსოფლიო ჩემპიონატისთვის: სინიორებს შორის ჩატარდება : 18-21 ნოემბერს 2021 წელი, ბაქოში (აზერბაიჯანი), ახალგაზრდებს შორის ჩატარდება: 26-29 ნოემბერს 2021 წელი, ბაქო (აზერბაიჯანი). და ასევე , შეიცვალა ვადები აკრობატიკაში მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად, და სინიორებში ჩემპიონატი ჩატარდება: 2-4 ივლისი 2021, ჟენევაში (შვეიცარია) და ახალგაზრდებში: 23-29 ივნისს 2021, ჟენევა(შვეიცარია)

ვრცლად »