მიმდინარე წლის თებერვლიდან მარტის ჩათვლით ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია ატარებს მსაჯების ონლაინ ტესტირებას ტანვარჯიშის ყველა დისპლინაში. რამდენიმე დღის წინ ჩატარდა სატესტო ონლაინ ტესტირება მსაჯებისთვის სპორტულ აკრობატიკაში. ტესტის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მოქმედ მსაჯები ინარჩუნებდნენ მათ საერთაშორისო კატეგორიას და ახალ მსაჯებს ენიჭებოდათ მე-4 კატეგორია. ჩვენი ფედერაციის 6 მსაჯმა სპორტულ აკრობატიკაში წარმატებით გაიარა ონლაინ ტესტირება და მათ აქვთ უფლება იმსაჯონ FIG საერთაშორისო ტურნირებზე. ეს მსაჯები არაინ:
ნინო ბერიანიძე
დალი ფეიქრიშვილი
მარიამ გიგოლაშვილი
მიხეილ ჩხარტიშვილი
თეა კივნიშვილი
საბა ზაზაძე
ვულოცავთ მსაჯებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ წარმატებულ საქმიანობას!