საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ულოცავს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს სალომე ფაჟავას "ცეკვავენ ვარსკვლავების" X სეზონში გამარჯვებას. ვუსურვებთ მას მომავალ წარმატებებს და გამარჯვებებს!

გუშინ ''ნელის სალაძის აკადემიაში'' დაიწყო საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშშ ''ნელი სალაძის თასი''. ნელი სალაძე–დაიბადა თბილისში. მხატვრული ტანმოვარჯიშე, მწვრთნელი. სსრკ ორგზის ჩემპიონი ჯგუფურ ვარჯიშში (1961, 62), სსრკ უნივერსიადაში გამარჯვებული (1964). მწვრთნელად მუშაობა დაიწყო 1971 წლიდან, იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1976-93). საქართველოს ნაკრები გუნდის წევრებმა უდიდეს წარმატებებს სწორედ ნელი სალაძის ხელმძღვანელობის პერიოდში მიაღწიეს. მისი აღზრდილები არიან: ირინე გაბაშვილი, ლალი დოლიძე, ირინა ჟემჩუჟინა, მაია ნადიბაიძე, ირმა ყიფშიძე, ელისო ბედოშვილი.