თებერვალი 27, 2024

ამ დღეებში ბაქო (აზერბაიჯანი) მასპინძლობდა მსოფლიო თასს ბატუტზე ხტომებში. მსოფლიოს საუკეთესო ბატუტზე მხტომელები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ როგორც ინდივიდუალურ ასპარეზობაში ასევე სინქრონულ ხტომებში. გუშინ გაიმართა საკვალიფიკაციო ეტაპი სინქრონულ ხტომებში სადაც მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა გოგონებმა მარიამ რაგიმოვმა და ანანო აფაქიძემ. მათ მე-4 ადილით გაინაღდეს ფინალში მონაწილეობა. ხოლო, დღეს გაიმართულ ფინალურ შეჯიბრში ანანომ და მარიამმა უფრო კარგად იასპარეზეს და მოიპოვეს ბრინჯაოს მედლები! III III ვულოცავთ ყველას ამ წარმატებას და მომავალ გამარჯვებებს ვუსურვებთ!

ვრცლად »
თებერვალი 27, 2024

14-17 თებერვალს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში ,, Gracia Cup". საქართველოს დელეგაციას წარადგენდნენ საქართვრლოს ეროვნული ნაკრები გუნდის და ვ.კუზმიდის ტანვარჯიშის სკოლის ტანმოვარჯიშეები. ბუდაპეშტის JP Arena-ზე სხვადასხვა ქვეყნის 500-ზე მეტი მონაწილე წარსდგა. იუნიორების FIG- ტურნირზე მონაწილეობდნენ ნინო დათუნაშვილი , ბარბარე ქაჯაია , ლიზა კორძაძე და მიშელ არჯანაშვილი. პრეიუნიორების 2011 ა კატეგორიაში მილა შავლაძემ მოიგო ვერცხლის მედალი II. იუნიორთა შორის ფინალში ასპარეზობდნენ

ვრცლად »
თებერვალი 19, 2024

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს სპორტულ ტანვარჯიშში ბატონ ბესარიონ გამსახურდის! ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს მის საქმიანობაში!

ვრცლად »
თებერვალი 5, 2024

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ულოცავს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტულ დირექტორს ბატონ ვანო მეკრავიშვილს 65 წლის იუბილეს. ბატონ ვანოს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და კიდევ მრავალი წელი აქტიურ მოღვაწეობას ქართული სპორტის და ოლიმპიური მოძრაობის საკეთილდღეოდ.

ვრცლად »
იანვარი 31, 2024

თბილისის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტრებში დასაქმებული და „მწვრთნელთა მხარდაჭერის“ პროგრამით მოსარგებლე მწვრთნელები პროფესიულად გადამზადდნენ. პროგრამაში, რომელიც გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, მონაწილეობა 200-მდე სპორტის სხვადსხვა დისციპლინის მწვრთნელმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ტანვარჯიშის მწვრთნელებიც. დღეს, სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც თბილისის მერიის კულტურის, განათლების,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ და დედაქალაქის საკრებულოს წევრებმა მწვრთნელებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს. წარმატებები ჩვენს მწვრთნელებს.

ვრცლად »
იანვარი 26, 2024

2024 წლის იანვრიდან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებული კრიტერიუმების თანახმად ტანვარჯიშში მაღალი მიღწევების სპორტმენებს და მწვრთნელებს საგრძნობლად გაეზარდათ სტიპენდიები, ასევე მატება მოხდა პერსპექტიულ სპორტსმენებზეც, რაც დიდი მოტივაციაა შემდგომში მაღალი მიღწევებისათვის, როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე მწვრთნელებისთვის. საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერისა და ხელშეწყობისათვის.

ვრცლად »
დეკემბერი 26, 2023

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის სახელით მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი!

 მშვიდობის, ჯანმრთელობის, კეთილდღეობის, წარმატებების და გამარჯვებების მომტანი ყოფილიყოს 2024 წელი!

კეთილი სურვილებით: პრეზიდენტი: კონსტანტინე ლაშხი საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია

ვრცლად »
დეკემბერი 26, 2023

დღეს გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2023 წლის დაჯილდოების ცერემონია. 2023 წლის აღმოჩენა ,,ოლიმპიური იმედი,, (გოგონა) --დასახელდა საქართველოს ბატუტზე ხტომებში ეროვნული ნაკრები გუნდის წევრი მარიამ რაგიმოვი!

 ვულოცავთ მარიამს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს!

ვრცლად »
დეკემბერი 15, 2023

საყურადღებოდ: აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, ტექნიკური კომიტეტის წევრები, და შვილობილი ფედერაციები. ევროპის თასების სერია მიზნად ისახავს მაღალი დონის შეჯიბრებების წარდგენას ახალი და საინტერესო ფორმატებით. 2024 წლის პროგრამაში: „ჯვარედინი ბრძოლები“ მხატვრულ ტანვარჯიშში, ნოკ-აუტ რაუნდები ტანმოვარჯიშეებს შორის, რომლებშიც ერთი ტანმოვარჯიშე უშუალოდ ეჯიბრება მეორეს შემდეგ ეტაპზე მისასვლელად. ამ თასების დებიუტი იქნება ბაქოში (აზერბაიჯანი), 2024 წლის 29-დან 31 მარტამდე. მონაწილეობა ღიაა მსოფლიო დონის ყველა FIG წევრი ფედერაციისთვის, რომელსაც არ გააჩნიათ რაიმე სანქციები. ამ ღონისძიებისთვის დაწესებულია საპრიზო თანხები. ბაქოში გასამართი ევროპის თასის პროგრამა (AZE): ოთხშაბათი 2024 წლის 27 მარტი - ჩამოსვლა ხუთშაბათი 2024 წლის 28 მარტი – ვარჯიშები პარასკევი, 2024 წლის 29 მარტი - კვალიფიკაცია სინიორებისთვის RGI (ფედერაციიდან 1-2 ტანმოვარჯიშე , მინ. 4-დან მაქს. 8 ვარჯიშამდე თითო ფედერაციიაზე) და ჯგუფურები (მრავალჭიდის რეიტინგიდან) შაბათი, 2024 წლის 30 მარტი:

• კვალიფიკაცია იუნიორების RGI-სთვის (1 - 4 ტანმოვარჯიშე, მაქსიმუმ 4 ვარჯიში თითო ფედერაციიდან გუნდური რეიტინგით იუნიორების RGI, ფედერაციისთვის, რომელიც მონაწილეობს 1-ზე მეტი ტანმოვარჯიშეთ)

• RGI სინიორები – მრავალჭიდი – ჯვარედინი ბრძოლები (ტოპ 16, ფედერაციიდან მაქსიმუმ 2 ტანმოვარჯიშე ). კვირა, 2024 წლის 31 მარტი - საგნების ფინალი:

• საგნების ფინალები იუნიორები RGI, (ტოპ 8, ფედერაციიდან მაქსიმუმ 1 ტანმოვარჯიშე)

• საგნების ფინალები სინიორები (ტოპ 8, ფედერაციიდან მაქსიმუმ 1 ტანმოვარჯიშე)

• საგნების ფინალები სინიორი ჯგუფურები RGG (ტოპ  ორშაბათი, 1 აპრილი 2024 - გამგზავრება თასის დირექტივები მალე გამოქვეყნდება და ევროპის ტანვარჯიშის ტანვარჯიშის ონლაინს ისტემა გაიხსნება 2024 წლის 12 იანვარს. ღონისძიებისთვის რეგსიტრაციის ვადები: - საბოლოო : 01.02.2024 - სახელობითი: 29.02.2024წ - საორგანიზაციომ კომიტეტში ჯავშნის გაკეთების: 09.02.2024 სამომავლოდ დაინიშნება შეჯიბრებების სერია. ევროპის ტანვარჯიში 14 დეკემბერი 2023 (ლოზანა-შვეიცარია)

ვრცლად »
დეკემბერი 12, 2023

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ულოცავს ფედერაციის საპატიო ვიცე–პრეზიდენტს, სსრკ ორგზის ჩემიონს ჯგუფურ ვარჯიშში (1961, 62), სსრკ უნივერსიადაში გამარჯვებულს (1964), საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატს, საბჭოთა კავშირის და საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, ღირსების ორდენის კავალერს––ქალბატონ ნელი სალაძის დაბადების დღეს! ქალბატონო ნელი, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წინსვლას და უამრავ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში!

ვრცლად »
დეკემბერი 7, 2023

მიმდინარე წლის 2 დეკემებერს ტანვარჯიშის არენაზე (თბილისი) გაიმართა პირველი ეროვნული ფესტივალი ტანვარჯიშში ყველასათვის. საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ დისციპლინა ,,ტანვარჯიში ყველასთვის’’ განვითარება დაიწყო 2019 წელს და საქართველოში უკვე უკვე ჩატარდა 3 საერთაშორისო ტურნირი და 2 საერთაშორისო სემინარი. ასევე, წელს პირველად საქართვლოდან გუნდმა მონაწილეობა მიიღო ბაქოში გამართულ საერთაშორისო ტურნირში. დისციპლინაში ,,ტანვარჯიში ყველასთვის’’ მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს მიუხედავად ასაკისა, სქესისა და არის თუ არა ის ტანმოვარჯიშე ან სპორტსმენი. 2 დეკემბრის ფესტივალში მონაწილეობა მიიღო

ვრცლად »
დეკემბერი 5, 2023

ევროპის ტანვარჯიშის გენერალურმა ასამბლეამ უარი თქვა რუსეთისა და ბელორუსიის სპორტსმენების, ოფიციალური პირების დაბრუნებაზე ევროპის ტანვარჯიშის ოფიციალურ შეჯიბრებებზე 2024 წლის 1 იანვრიდან, რითაც არ დაემორჩილა ტანვარჯიშის სართაშორისო ფედერაციის( FIG-ის) გადაწყვეტილებას.

ვრცლად »