24-26 ივნისს , თურქეთის ქალაქ სტამბულში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი “12. Istanbul Rhythmic Cup ”. წარმატებით იასპარეზა ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი: ელენე წულუკიძე 2009A - მწ. ლალი დოლიძე, მერიემ ჯანტეზ 1-ადგილი მრავალჭიდი 1-ადგილი რგოლით ვარჯიშში 1-ადგილი ბურთით ვარჯიშში 1-ადგილი გურზებით ვარჯიშში 1-ადგილი ბაბთით ვარჯიშში ლიზა კორძაძე 2009B - მწ. იზა მთავრიშვილი 1-ადგილი მრავალჭიდი 1-ადგილი რგოლით ვარჯიშში 1-ადგილი ბურთით ვარჯიშში
ვრცლად »უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი მასპინძლობს საერთაშორისო ტურნირს სპორტულ ტანვარჯიშში. საქართველოს ამ ტურნირზე წარმოადგენენ ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრები დაჩი დოლიძე და გეგა კასრაძე. ორივე ტანმოვარჯიშემ მშვენივრად იასპარეზა. დაჩი დოლიძემ ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო, გეგამ ერთი ოქროს მედალი.
ვულოცავთ ბიჭებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!
ვრცლად »როგორც უკვე მოგახსენეთ პორტუგალიის ქალაქი კოიმბრა მასპინძლობს მსოფლიო თასს და მსოფლიო ფესტივალს ბატუტზე ხტომებში. ანანო აფაქიძის ოქროს და მარი სულთანოვის ბრინჯაოს, მსოფლიო ფესტივალზე, ამ წუთებში დაემატა მარიამ რაგიმოვის ოქროს მედალი! გილოცავთ მარიამ და გისურვებ მომავალ გამარჯვებებს!
ვრცლად »ამ დღეებში პორტუგალიის ქალაქი კოიმბრა მასპინძლობდა მსოფლიო თასს და მსოფლიო ფესტივალს ბატუტზე ხტომებში. ჩვენმა ბატუტზე მტხომელმა გოგონებმა მსოფლიო ფესტივალზე მშვენივრად იასპარეზეს. ანანო აფაქიძემ ყველას აჯობა და დაიკავა პირველი ადგილი, ჰოლო მარი სულთანოვი გავიდა მესამე ადგილზე!შეგახსენებთ რომ რამდენიმე კვირის წინ ჩვენმა გოგონებმა ტრიუფი მოახდინეს ევროპის ჩემპიონატზე. გილოცავთ გოგოებო და გისურვებთ მომავალ გამარჯვებებს!
ვრცლად »საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ კონსტანტინე ლაშხს! ბატონო კონსტანტინე, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დღეგრძელობას და წარმატებებს თქვენს ყველა საქმიანობაში!
ვრცლად »ისრაელში მიმდინარე ევროპის ჩემიონატზე მხატვრულ ტანვარჯიშში, მსაჯების შეკრებაზე, ევროპის ტანვარჯიშის ტექნიკურმა კლმიტეტმა დააჯილდოვა ჩვენი საერთშორისო კატეგორიის მსაჯი ქალბატონი ელისო ბედოშვილი ""საპატიო მსაჯის"" დიპლომით. ვულოცავთ ქლბატონ ელისოს ამ ჯილდოს და ვუსურვებთ მომდევნო წარმატებებს და ჯილდოებს!
ვრცლად »8-19 ივნისს, თბილისში, ტანვარჯიშის არენაზე, გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი სპორტულ აკრობატიკაში. დასაწყისი: 10:00სთ. მის: დიღომი, ოლიმპიური პარკის ტერიტორია, ბობ უოლშის II შესახვევი;
ვრცლად »დღეს საქართველოში დაბრუნდა საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდი ბატუტზე ხტომებში. მათ იასპარეზეს ორი უმაღლესი კლასის ტურნირზე. 25–29 მაისს რიმინიში (იტალია) გაიმართა მსოფლიო თასი ბატუტზე ხტომებში რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა ტანმოვარჯიშეებმა: ანანო აფაქიძემ, ლუბა გოლოვინამ და თეონა ჯანჯღავამ. ამ მსოფლიო თასზე მედლები მოიპოვეს: ოქროს მედლები სიქრონულ ხტომებში: ანანო აფაქიძე და თეონა ჯანჯღავა ბრინჯაოს მედალი ინდივიდუალურ ასპარეზობაში: ანანო აფაქიძე. 1–6 ივნისს იგივე ქალაქმა უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს ბატუტზე ხტომებში (სინიორებში და იუნიორბში). ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღეს: იუნიორებმა: მაია ბოჭორიძე (მწვრთნელი: ზურაბ კიკნაძე), ანა ლაპიაშვილი (მწვრთნელი: როზა ბერიკაშვილი) და მარაიამ რაგიმოვი (მწვრთნელი: რევაზ გამხოშვილი). სინიორებმა: ლუბა გოლოვინა (მწვრთნელი: ლუდა გოლოვინა), ანანო აფაქიძე (მწვრთნელი: ირმა სოლოღაშვილი), თეონა ჯანჯღავა (მწვრთნელი: ლია ხრიკული) და სოფიო დაშნიანი (მწვრთნელი: ირმა სოლოღაშვილი). ნაკერბი გუნდის მთავარი მწვრთნელი: ზაქარია სულაშვილი. ჩვენმა გოგონებმა მშვენივრად იასაპარეზეს ამ ევროპის ჩემპიოანტზე. პირველ დღეს მათ
ვრცლად »როგორც გუშინ მოგახსენეთ პოლონეთში მიმდინარეობს მსოფლიო თასი სპორტულ აკრობატიკაში და პარალელურად ტარდება საერთაშორისო ტურნირი. ამ წუთას დასრულდა ასპარეზობა და გვაქვს სასიხარულო ინფორმაცია. მსოფლიო თასზე ჩვენმა გოგონათა სამეულმა: ქრისტინე მელიამ, სალომე მაისურაძემ და ნინი დვალიშვილმა დაიკავეს მეორე ადგილი და დაეუფლნენ ვერცხლის მედლებს! რაც შეეხება საერთაშორისო ტურნირის აქ ჩვენი ბიჭების წყვილმა: ბექა დიდბერიძემ და გიორგი ჭიღლაძემ ყველას აჯობეს და დაეუფლნენ ოქროს მედლებს!
გილოცავთ გოგოებო და ბიჭებო! ვულოცავთ სრულიად საქართველოს!
ვრცლად »დღეს, კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი გვაქვს იტალიიდან. რიმინიში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომებში დღეს მიმდინარეობს ინდივიდუალური ასპარეზობა იონიურებში და სინიორებში. იუნიორებს შირის ფინალში მოხვდა ჩვენი მარიამ რაგიმოვი, რომელსაც ძალიან ცოტა დააკლდა პირველი ადგილის დასაკავებლად. მარიამმა მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი! ვულოცავთ მარიამს და სრულიად საქართველოს!
ვრცლად »პოლონეთის ქალაქი რზეშოვში მასპინძლობს მსოფლიო თასს და საერთაშორისო ტურნირს სპორტულ აკრობატიკაში. ორივე ტურნირზე მონაწილეობას იღებენ ჩვენი სპორტული აკრობატები. დღეს, საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, მსოფლიო თასის ფინალში იასპარეზებს გოგონათა სამეული: ქრისტი მელია,სალომე მაისურაძე და ნინო დვალიშვილი. რაც შეეხება საერთაშორისო ტურნირს, აქ ფინალში (13-19 ასაკობრივ ჯგუფში) იასპარაზებენ შერეული წყვილი: ლაშა ღიბრაძე ,ლანა წურწუმია და ასევე ვაჟთა წყვილი : ბექა დიდბერიძე, გიორგი ჭიღლაძე. ფინალები გაიმართება 5 ივნისს. წარმატებას ვუსურცებთ ჩვენ ტანმოვარჯიშეებს!
ვრცლად »