პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ბატუტზე ხტომებში, პირველ დღეს ჩვენმა ბატუტზე მხტომელმა გოგონებმა აიღეს გუნდური ოქრო ახალგაზრდებში, მეორე დღეს კი ჩვენმა სინიორმა გოგონებმა მოიპოვეს გუნდური ვერცხლი. ამავდროულად ჩვენმა სამივე ჩემპიონმა გოგონამ: ნინო ქორიძემ, მაია ბოჭორიძემ და ანა ლაპიაშვილმა ინვდივიდუალურ ხტომებში წარმატებით გადალახეს საკვალიფიკაციო ბარიერი და იასპარებენ ნახევარფინალში. ასევე, ჩვენმა ახალგაზრული ნაკრები გუნდის ვაჟებმა: ლუკა ლომთათიძემ და ცოტნე ჩხაიძემ გადალახეს საკვალიფიკაციო ეტაპი და იასპარეზებენ ნახევარფინალში. მათ ასევე დღეს შეუერთდნენ და სინიორების ინდივიდუალურ ნახევარფინალში იასპარეზებენ: ლუბა გოლოვინა, მარიამ რაგიმოვი და ანანო აფაქიძე. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებ გუნდებს!