ამ დღეებში საბრძნეთის ქალაქ პალაიო ფალიროში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში ,,აფროდიტეს თასი,,. ამ ტურნირში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ახალგაზრდულმა ჯგუფურმა შემდეგი შემადგელობით: მარიამ ბერიაშვილი ანამარია ლაშხი ელიზავეტა ადეიშვილი ლიზი გზირიშვილი რუსუდან ქურდევანიძე ბარბარე ნიგურიანი მათთვის ეს იყო პირველი გასვლა საერთაშორისო არენაზე. გოგონებმა მშვენივრად გაართვეს თავი ვარჯიშების შესრილებას და გურზებით ვარჯიშში მოიპოვეს ოქროს მედლები, ხოლო რგოლებში მეორე ადგილი დაიკავეს. ვულოცავთ გოგონებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!