რვა მედალი ბაქოს ტურნირზე

როგორც დღეს უკვე გაუწყეთ, აზერბაიჯანის დედაქალაქი მასპინძლობს საერთაშორისო ტურნირს სპორტულ ტანვარჯიშში. ჩვენმა ტანმოვარჯიშეებმა დღეს ფინალებში წარმატებით იასპარეზეს და ჯამში მოიპოვეს 8 სხვადასხვა სინჯის მედალი. კერძოდ: ანდრეა ქელეხსაშვილმა 6 მედალი მოიპოვა, მათ შორის 3 ოქროს, 2 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს, ასევე, ანდრეა გახდა აბსოლუტური ჩემპიონი მრავალჭიდში დაჩი დოლიძემ მოიპოვა ოქროს მედალი ტაიჭზე ვარჯიშში, ხოლო, მარიამ პატარიძემ მოიპოვე ბრინჯაოს მედალი დვირზე ვარჯიშში. ვულოცავთ ადრეას, დაჩის და მარიამს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!