ლუბა გოლოვინამ მოიპოვა პრიზი 2024 ლიცენზია!

გერმანიის ქალაქ კოტბუსიდან ჩამოგვივიდა ძალიან სასიხარულო ინფორმაცია! ბატუტზე ხტომებში, პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტ ქვეყანათა რიცხვს საქართველოც შეუერთდა. პარიზის საგზურის მოპოვება შეძლო სამგზის ოლიმპიელმა (პეკინი-2008, ლონდონი-2012, რიო-2016), ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანმა ლუბა გოლოვინამ. ეს ლუბასთვის იქნება მე-4 ოლიმპიური თამაშები. შარშან გამართულ ბატუტზე ხტომებში მსოფლიო ჩემპიონატზე გათამაშდა 8 პარიზის საგზური. დანარჩენი 7 ლიზენზია გათამაშდა 2023-2024 წლებში გამართულ ხუთ მსოფლიო თასზე. ამ ხუთი მსოფლიო თასიდან ბატუტზე მხტომელებს 2 საუკეთესო შედეგის ჯამი ეთვლებოდათ ლიცენზიის მოსაპოვებლად. და ამ ხუთი მსოფლიო თასების შედეგებიდან გამომდინარე დარჩენილი 7 ადგილიდან ერთი მოიპოვა ლუბა გოლოვინამ. ვულოცავთ ლუბას ამ დიდ წარნატებას! ვულოცავთ მის პირად მწვრთნელს ლუდა გოლოვინას, ბატუტზე ხტომებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს ბატონ ზაქარია სულაშვილს, ბატუტზე ხტომებში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს და გუნდის კონსულტანტ-ექსპერს ქალბატონ რუსუდან ხოფერიას, ტანვარჯიშის ფედერაციას, და სრულიად საქართელოს ამ დიდ შედეგს! წარმატებებს ვუსურცებთ ლუბას პარიზის ოლიმპიადაზე!