საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს , სპორტულ ტანვარჯიშში მსოფლიო ჩემპიონს და მესამე პრიზიორს თავისუფალ ვარჯიშში (1974); სსრკ ორგზის ჩემპიონს (1973, მრავალჭიდი; 1974, თავისუფალი ვარჯიში); საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელს, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს, ღირსების ორდენის კავალერს, სპორტის რაინდს, ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ქალბატონ რუსუდან სიხარულიძეს! ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, ბედნიერებას და მრავალ პროფესიულ წარმატებას!
ვრცლად »გუშინ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონიალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე. ევროპის ზაფხულის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს სლოვაკეთის ქალაქი\ ბანსკა-ბისტრიცა 24-30 ივლისს უმასპინძლებს, სადაც სპორტის 10 სახეობაში იასპარეზებს 48 ქვეყნის 3000- ზე მეტი სპორტსმენი, მათ შორის საქართველოდან სპორტის 7 სახეობაში (ძიუდო, ცურვა, ველოსპორტი, ბადმინტონი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, სპორტული ტანვარჯიში) იასპარეზებს 28 სპორტსმენი. საქართველოს ოლიმპიური გუნდის სახელით ოლიმპიურ ფიცი დადო ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძემ. გუნდის სახელით მისასალმებელი სიტყვით წარდგა ჩოგბურთელი ნიკოლოზ გურგენიძე. სლოვაკეთში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე
ვრცლად »საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია საუკეთესო სურვილებით დაბადების დღეს ულოცავს სეოკ-ის პრეზიდენტს, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ბარსელონას ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს (1992), სეულის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორს (1988), მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს (1985, 87, 90, 91, 93) და მესამე პრიზიორს (1995), ევროპის ოთხგზის ჩემპიონს (1985, 87, 88, 92), მსოფლიოს თასის მფლობელს (1991), მსოფლიოს ჩემპიონს ჭაბუკებსა (1982) და ახალგაზრდებს (1983) შორის, სსრკ სამგზის ჩემპიონს (1985, 87, 88), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონს (1986), სსრკ სპორტის დამსახურებულ ოსტატს, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო და ღირსების ორდენების, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების საერთაშორისო ასოციაციის ორდენების კავალერს ბატონ ლერი ხაბელოვს.
ვრცლად »24-26 ივნისს , თურქეთის ქალაქ სტამბულში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი “12. Istanbul Rhythmic Cup ”. წარმატებით იასპარეზა ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი: ელენე წულუკიძე 2009A - მწ. ლალი დოლიძე, მერიემ ჯანტეზ 1-ადგილი მრავალჭიდი 1-ადგილი რგოლით ვარჯიშში 1-ადგილი ბურთით ვარჯიშში 1-ადგილი გურზებით ვარჯიშში 1-ადგილი ბაბთით ვარჯიშში ლიზა კორძაძე 2009B - მწ. იზა მთავრიშვილი 1-ადგილი მრავალჭიდი 1-ადგილი რგოლით ვარჯიშში 1-ადგილი ბურთით ვარჯიშში
ვრცლად »უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი მასპინძლობს საერთაშორისო ტურნირს სპორტულ ტანვარჯიშში. საქართველოს ამ ტურნირზე წარმოადგენენ ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრები დაჩი დოლიძე და გეგა კასრაძე. ორივე ტანმოვარჯიშემ მშვენივრად იასპარეზა. დაჩი დოლიძემ ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო, გეგამ ერთი ოქროს მედალი.
ვულოცავთ ბიჭებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!
ვრცლად »როგორც უკვე მოგახსენეთ პორტუგალიის ქალაქი კოიმბრა მასპინძლობს მსოფლიო თასს და მსოფლიო ფესტივალს ბატუტზე ხტომებში. ანანო აფაქიძის ოქროს და მარი სულთანოვის ბრინჯაოს, მსოფლიო ფესტივალზე, ამ წუთებში დაემატა მარიამ რაგიმოვის ოქროს მედალი! გილოცავთ მარიამ და გისურვებ მომავალ გამარჯვებებს!
ვრცლად »ამ დღეებში პორტუგალიის ქალაქი კოიმბრა მასპინძლობდა მსოფლიო თასს და მსოფლიო ფესტივალს ბატუტზე ხტომებში. ჩვენმა ბატუტზე მტხომელმა გოგონებმა მსოფლიო ფესტივალზე მშვენივრად იასპარეზეს. ანანო აფაქიძემ ყველას აჯობა და დაიკავა პირველი ადგილი, ჰოლო მარი სულთანოვი გავიდა მესამე ადგილზე!შეგახსენებთ რომ რამდენიმე კვირის წინ ჩვენმა გოგონებმა ტრიუფი მოახდინეს ევროპის ჩემპიონატზე. გილოცავთ გოგოებო და გისურვებთ მომავალ გამარჯვებებს!
ვრცლად »საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ კონსტანტინე ლაშხს! ბატონო კონსტანტინე, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დღეგრძელობას და წარმატებებს თქვენს ყველა საქმიანობაში!
ვრცლად »ისრაელში მიმდინარე ევროპის ჩემიონატზე მხატვრულ ტანვარჯიშში, მსაჯების შეკრებაზე, ევროპის ტანვარჯიშის ტექნიკურმა კლმიტეტმა დააჯილდოვა ჩვენი საერთშორისო კატეგორიის მსაჯი ქალბატონი ელისო ბედოშვილი ""საპატიო მსაჯის"" დიპლომით. ვულოცავთ ქლბატონ ელისოს ამ ჯილდოს და ვუსურვებთ მომდევნო წარმატებებს და ჯილდოებს!
ვრცლად »8-19 ივნისს, თბილისში, ტანვარჯიშის არენაზე, გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი სპორტულ აკრობატიკაში. დასაწყისი: 10:00სთ. მის: დიღომი, ოლიმპიური პარკის ტერიტორია, ბობ უოლშის II შესახვევი;
ვრცლად »დღეს საქართველოში დაბრუნდა საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდი ბატუტზე ხტომებში. მათ იასპარეზეს ორი უმაღლესი კლასის ტურნირზე. 25–29 მაისს რიმინიში (იტალია) გაიმართა მსოფლიო თასი ბატუტზე ხტომებში რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა ტანმოვარჯიშეებმა: ანანო აფაქიძემ, ლუბა გოლოვინამ და თეონა ჯანჯღავამ. ამ მსოფლიო თასზე მედლები მოიპოვეს: ოქროს მედლები სიქრონულ ხტომებში: ანანო აფაქიძე და თეონა ჯანჯღავა ბრინჯაოს მედალი ინდივიდუალურ ასპარეზობაში: ანანო აფაქიძე. 1–6 ივნისს იგივე ქალაქმა უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს ბატუტზე ხტომებში (სინიორებში და იუნიორბში). ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღეს: იუნიორებმა: მაია ბოჭორიძე (მწვრთნელი: ზურაბ კიკნაძე), ანა ლაპიაშვილი (მწვრთნელი: როზა ბერიკაშვილი) და მარაიამ რაგიმოვი (მწვრთნელი: რევაზ გამხოშვილი). სინიორებმა: ლუბა გოლოვინა (მწვრთნელი: ლუდა გოლოვინა), ანანო აფაქიძე (მწვრთნელი: ირმა სოლოღაშვილი), თეონა ჯანჯღავა (მწვრთნელი: ლია ხრიკული) და სოფიო დაშნიანი (მწვრთნელი: ირმა სოლოღაშვილი). ნაკერბი გუნდის მთავარი მწვრთნელი: ზაქარია სულაშვილი. ჩვენმა გოგონებმა მშვენივრად იასაპარეზეს ამ ევროპის ჩემპიოანტზე. პირველ დღეს მათ
ვრცლად »