10-14 აპრილს პოლონეთში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში.
ამ ჩემპიონატზე გათამაშდა ტოკიო 2020 ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების ნაწილი და ასევე, ევროპის მეორე თამაშების მინსკი 2019 ლიცენზიები.
6–7 აპრილს, თბილისში, ტანვარჯიშის ახალ არენაზე ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი სპორტულ აკრობატიკაში.
ჩემპიონატაში მონაწილეობა მიიღო : თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, თერჯოლის და რუსთავის 80 აკრობატმა.
ჩვენი აკრობატები ასევე ჩაერთნენ თეთრი ბარათის აქციაში.
ვრცლად »სპორტის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ერთვება აქციაში "თეთრი ბარათი" რომლის მთავარი მიზანია, სპორტში ჩართულობის, ტოლერანტობისა და მშვიდობის მხარდაჭერა. აქციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ჩვენს კოლეგა ფედერაციებს.
ვრცლად »28–31 მარტს, უკრაინის დედაქალაქმა, უმსაპინძლა ოლიმპიური ჩემპიონის სტელა ზახაროვას სახელობის საერთაშორისო ტურნირს სპორტულ ტანვარჯიშში. ეს ტურნირი ყოველწლიური, მაგრამ უკვე მეორე წელია რაც არის ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ლიცენზირებული ტურნირი. ტუნრიზე მონწილეობა მიიღო 160 ტანმოვარჯიშემ 20 ქვეყნიდან, მათ შორის იყვნეენ ჩვენი ტანმოვარჯიშეებიც.
ვრცლად »საქართველოს ახალგაზრდული ეროვნული ნაკრები გუნდის წევრები ბატუტზე ხტომებში 14 მარტს გაემგზავრნენ აშშ–ში სასწავლო–საწვრთნო შეკრებაზე და საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად.
ჩვენი სპორტსმენები, ერთი კვირის მანძილზე, შეკრებას გადიოდნენე აშშ–ს ეროვნული ნაკრები უნდის წევრებთან ერთად.
23–25 მარტს გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ბატუტზე ხტომებში ‘’მერილენდის კლასიკი 2019’’. ტურნირზე ჩვენმა სპორტსმენებმა ძალიან კარგად ისაპარეზეს და 5 მედალი მოიპოვეს.
ვრცლად »წარმატებული გამოდგა ჩვენი ნათელა ბოლატაევას გამოსვლა რიგაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ‘’BALTIC HOOP 2019’’. აღნიშნულ ტურნირს ლატვიის დედაქლაქმა უმასპინძლა წინა კვირას.
ნათელა ბოლატაევა სამი საგნის ფინალში გავიდა, სადაც საუკეთესო აღმოჩნდა მისი გურზებით ასპარეზობა , რომელშიც მან 17,850 ქულა დაიმსახურა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ვრცლად »14–17 მარტს აზერბაიჯანის ტანვარჯიშის ფედერაციამ ქ.ბაქოში უმასპინძლა მსოფლიო თასს სპორტულ ტანვარჯიშში ‘’ატფ თასი’’.
ეს მსოფლიო თასი იყო ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ტოკიო–2020 ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის გზაზე. პირველი ორი დღე გაიმართა საკვალიფიკაციო შეჯიბრები და ბოლო ორი დღე ფინალები. 41 ქვეყნის 170 ტანმოვარჯიშემ მიიღო მონაწილეობა, სადაც 120 ვაჟი და 50 გოგონა იყო. მათ შორის იყვნენე ჩვენი ტანმოვარჯიშეებიც.
ვრცლად »გასულ კვირას კიევმა უმასპინძლა ერთდროლად კიევის გრან–პრის მხატვრულ ტანვარჯიშში, და საერთაშორისო ტურნირს ‘’ირინა დერიგინას თასი’’ სინიორებს და იუნიორებს შორის .
სამივე ტურნირზე ასპარეზობდენენ ჩვენი გოგონები. გრან–პრიზე, რომელიც რანგით ერთ
–ერთი უმაღლესი დონის შეჯიბრებაა, სალომე ფაჟავამ ცალკეულ საგენბში : ბურთით და გურზებით ვარჟიშში ფინალში იასაპარეზა. გურზებში სალომემ ყველას აჯობა და 19,700 ქულით ოქროს მედალი მოიპოვა. ბაფთით ვარჯიშში კი, ბრინჯაოს მედლამდე ოდნავ დააკლდა და მეოთხე ადგილზე გავიდა.
ვრცლად »საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრები სპორტულ ტანვარჯიშში იმყოფებოდნენ საწვრთნო სასწავლო შეკრებაზე ბელორუსის ქალაქ მოგილევში, ასევე, მოგილევში , 04–08 მარტს გაიმართა საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში. ჩვენ ტანმოვარჯიშეებთან ერთად აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნის 58 ტანმოვარჯიშემ.
ვრცლად »გასულ კვირას, ქ. ნოვი სადში (სერბეთი) საერთაშორისო ტანვარჯიშის ფედერაციის (FIG) სერბეთის ტანვარჯიშის ფედერაციასთან თანამშრომლობით, ჩატარდა საერთაშორისო კურსი ‘’ტანვარჯიში ყველასთვის’’.
კურსი, სასტუმრო ‘’პარკში’’ ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო ევროპისა და აფრიკის 14 ქვეყნის 26 მონაწილემ. მონაწილეები წარმოადგენდნენ არა მხოლოდ იმ ქვეყნებს, სადაც ‘’ტანვარჯიში ყველასთვის’’ არის განვითარებული როგორც დისციპლინა არამედ იმ ქვეყნებსაც სადაც ჯერჯერობით ის მხოლოდ თეორიულად არსებობს.
ამ კურსზე მოწვეული იყვენენ
ვრცლად »25–26 იანვარს ლოზანაში (შვეიცარია) შედგა ევროპის ტანვარჯიშის კავშირის სხდომები. ერთერთი საკითხი იყო, გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ეხებოდა ევროპის ტანვარჯიშის კავშირის საპრეზიდენტო საბჭოს და აღამსრულებელი კომიტეტების სხდომების ჩატარების ქალაქის განსაზღვრა.
აღმასრულებელმა კომიეტეტმა განხილვის შედეგად მიიღო ჩვენთვის სასიხარულო გადაწყვეტილება და 28 აგვისტოდან 1 სექტემბერამდე თბილისი უმასპინძლებს საპრეზიდენტო საბჭოს და აღმასრულებელი კომიტეტების სხდომებს.
ვრცლად »რამდენიმე დღის წინ რუსეთის დედაქალაქში დასრულდა გრან–პრი მხატვრულ ტანვარჯიშში. ჩვენმა წამყვანმა მხავტრულმა ტანმოვარჯიშემ სალომე ფაჟავამ გურზებით ვარჯიშშ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე, მრავალჭიდის ჯამში სალომემ მე–6 ადგილი დაიკავა და ცალკეულ სახეობებში : რგოლით, გურზებით და ბურთით ვარჯიშებში ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
გურზებით ვარჯიშში ფაჟავამ 19,300 ქულა დაიმსახურა და მესამე ადგილი ხვდა წილად.
ვრცლად »