28–31 მარტს, უკრაინის დედაქალაქმა, უმსაპინძლა ოლიმპიური ჩემპიონის სტელა ზახაროვას სახელობის საერთაშორისო ტურნირს სპორტულ ტანვარჯიშში. ეს ტურნირი ყოველწლიური, მაგრამ უკვე მეორე წელია რაც არის ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ლიცენზირებული ტურნირი. ტუნრიზე მონწილეობა მიიღო 160 ტანმოვარჯიშემ 20 ქვეყნიდან, მათ შორის იყვნეენ ჩვენი ტანმოვარჯიშეებიც.
ყველაზე წარმატებული გამოდგა იოანე ჯიმშელეიშვილის გამოსვლა, რომელმაც ბჯენით ხტომებში მე–3 ადგილი მოიპოვა. ორძელზე ვაჯიშში კი ფინალში გავიდა ბიძინა სიჭინავა.
გარდა ამისა ტურნირზე მონაწილეობა მიიღო (კოკურსგარეშე) ჩვენმა ორმა ძლიან ახალგაზრდა და პერსპექტიულმა ტანმოვარჯიშეებმა: ანი გობაძემ და დაჩი დოლიძემ. ეს იყო მათთვის კარგი გამოცდილების მიღების საშუალება.
ვულოცავთ იოანეს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მას, და ასევე დანარჩენ ჩვენ ტანმოვარჯიშეებს უფრო დიდ წარმატებებს!