ტანვარჯიში ყველასთვის

გასულ კვირას, ქ. ნოვი სადში (სერბეთი) საერთაშორისო ტანვარჯიშის ფედერაციის (FIG) სერბეთის ტანვარჯიშის ფედერაციასთან თანამშრომლობით, ჩატარდა საერთაშორისო კურსი ‘’ტანვარჯიში ყველასთვის’’.

კურსი, სასტუმრო ‘’პარკში’’ ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო ევროპისა და აფრიკის 14 ქვეყნის 26 მონაწილემ. მონაწილეები წარმოადგენდნენ არა მხოლოდ იმ ქვეყნებს, სადაც ‘’ტანვარჯიში ყველასთვის’’ არის განვითარებული როგორც დისციპლინა არამედ იმ ქვეყნებსაც სადაც ჯერჯერობით ის მხოლოდ თეორიულად არსებობს.

ამ კურსზე მოწვეული იყვენენ ექსპერეტები: ქალბატონი მონიკა შიშკოვა სლოვაკიიდან, რომელიც არის ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ‘’ტანვარჯიში ყველასთვის’’ ტექნიკური კომიტეტის ვიცე–პრეზიდენტი, და იაპონიიდან არაკი ტაცუო, რომელიც არის ამავე კომიტეტის წევრი.

‘’ტანვარჯიში ყველასთვის’’ არის არაკონკურენტული დისციპლინა და აქვს შემდეგი ფილოსოფია: გართობა, ფიტნესი, ფუნდამენტი, მეგობრობა. ‘’ტანვარჯიში ყველასთვის’’ არის ტანვარჯიშის ყველა სხვა დისციპლინის ბაზა.

აღნიშნული კურსი შედგებოდა თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან. ექსპერტებმა დაწვრილებით ჩამოაყალიბეს ‘’ტანვარჯიში ყველასთვის’’ კონცეფცია , მიზნები და ამოცანები. მთავარი გახლავთ ის რომ ‘’ტანვარჯიში ყველასთვის’’ არ არის შეზღუდული წლებში ან რაიმე სხვა ჩარჩოებში, და მოიცავს ყველას ვისაც კი გააჩნია სურვილი რომ დაკავდეს ტანვარჯიშით. ეს ერთგვარი ტანვარჯიშისა და ცეკვის ნარევია, ზოგჯერ უბრალოდ ტანვარჯიში მუსიკით ან ცეკვა ტანვარჯიშის საგნებით.

გარდა ამისა, ფედერაციების წარმომადგენლებსაც მიეცათ სიტყვის წარმოთქმის და კითხვების დასმის საშუალება.

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნუული ფედერაციიდან კურს დაესწრო ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა მენეჯერი გიორგი გეგეჭკორი. თავის გამოსვლაში მან აღნიშნა რომ შარშან საქართველოს მთავრობამ ახალი სტრატეგია შეიმუშავა, სადაც ნათქვამია რომ უნდა მოხდეს მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა სპორტში და მათ შორის ტანვარჯიშში. აქედან გამომდინარე ჩვენმა ფედერაციამ მიმართა ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციას დახმარებისთვის იმისთვის რომ დაიწყოს საქართველოში ‘’ტანვარჯიში ყველასთვის’’( რომელიც საერთაშოსიო ფედერაციაში არის ტანვარჯიშის ერთე–ერთი დისციპლინა) დისციპლინის განვითარება. პასუხმაც არ დააყოვნა და პირველი ნაბიჯი გახდა ამ საერთაშორისო კურსზე მონაწილეობის მიღება. მან ასევე ისაუბრა ზოგადად ტანვარჯიშის შესახებ საქართველოში და ბოლოს მიმართა ექსპერტებს წინადადებით რომ ესეთი კურსი ჩატარდეს მომავალ წელს საქართველოში.

კურსი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული და ბევრი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია იყო მიწოდებული მონაწილეებისთვის.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველაფრისთვის: ექსპერტებს, სერბეთის ტანვარჯიშის ფედერაციას, მის პრეზიდენტს ქალბატონ ალექსანდრა რისტიჩს, და რა თქმა უნდა საერთაშორისო ურთიერთობათა მენეჯერს გეჟა მიკეშს.

სურათები