5 მედალი აშშ–დან

საქართველოს ახალგაზრდული ეროვნული ნაკრები გუნდის წევრები ბატუტზე ხტომებში 14 მარტს გაემგზავრნენ აშშ–ში სასწავლო–საწვრთნო შეკრებაზე და საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად.

ჩვენი სპორტსმენები, ერთი კვირის მანძილზე, შეკრებას გადიოდნენე აშშ–ს ეროვნული ნაკრები უნდის წევრებთან ერთად.

23–25 მარტს გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ბატუტზე ხტომებში ‘’მერილენდის კლასიკი 2019’’. ტურნირზე ჩვენმა სპორტსმენებმა ძალიან კარგად ისაპარეზეს და 5 მედალი მოიპოვეს.

11–12 ასაკობრივ ჯგუფში ყველას აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა მაია ბოჭორიძემ, და ასევე, პირველ ადგილზე გავიდა მარიამ რაგიმოვი 13–14 წლის ასაკობრივ ჯგუფში. ანანო აფაკიძე გამოვიდა 15–16 წლის ასაკობრივ ჯგუფში და ასევე სინიორებში, და მოიპოვა ოქრო ასაკობრიში და სინიორებში ვერცხლი.

ყოჩაღ გოგონებო! გილოცავთ! გისურვებთ მომავალ გამარჯვებებს!