აგვისტო 16, 2019

მიმდინარე წლის 12–13 აგვისტოს ქ.თბილისში, ჯ.ბალანშინის N9 (დიღმის ჭალები) ტანვარჯიშის არენაზე ჩატარდა საქართველოს და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის ვლადიმირ გურგენიძის სახლობის 1–ლი საერთაშორისო ტურნირი სპორტულ აკრობატიკაში ‘’გურგენიძის აკრო თასი’’ (GURGENIDZE ACRO CUP). 12 აგვისტოს გაიმართა საკვალიფიკაციო ეტაპი, და საზეიმო გახსნა, და 13 აგვისტოს ფინალები და გამარჯვებულების დაჯილდოვება. მონაწილეობა მიიღო 6 ქვეყნის 120 სპორტსმენმა, 2 ასაკობრივ ჯგუფში, ახალგაზრდებში და დიდებში. მონაწილე ქვეყნები: აზერბაიჯანი, აშშ, ისრაელი, სომხეთი, უკრაინა და საქართველო.

ვრცლად »
აგვისტო 12, 2019

შარშან, ევროპის ტანვაჯიშის კავშირმა გამოაცხადა პროგრამა სახელწოდებით: ''ევროპის ტანვარჯიშის კავშირის განვითარების პროგრამა''. რომლის ფარგლებში ეროვნულ ფედერციას შეეძლო მიემართა მათთვის რაიმე სახის დახმარების მოთხოვნით, ან რაიმე წინადადებით , ან გეგმის განხილვის მიზნით. ჩვნი ფედერციის განცხადებაზე ერთერთი შემოთავაზება იყო ბატუტზე ხტომებში ეროვნული მსაჯებისთვის კურსის ჩატარება. 6-9 აგვისტოს ეს კურსი ჩატარდა თბილისში. კურსეზე ჩამოვიდა ექსპერტი, ევროპის ტანვარჯიშის კავშირის , ბატუტზე ხტომებში ტექ-კომის წევრი ქალბატონი მარიელა სტოჩევა. მასთან ერთად კურსს უძღვევებოდა ჩვენი ფედერაციის გენერალური მდივანი, საერთაშორსიო კატეგორიის მსაჯი ბატუტზე ხტომებში ქალბატონი რუსუდან ხოფერია.

ვრცლად »
ივლისი 29, 2019

აგვისტო–სექტემბერში საქართველო უმასპინძლებს სხვადასხვა საერთშორისო ტურნირებს და ღონისძიებებს. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს: >>>6–9 აგვისტო, ევროპის ტანვარჯიშის კავშირის ჩაატარებს ქ.თბილისში საერთაშორისო კურსს ბატუტზე ხტომებში ეროვნული კატეგორისს მქონე მსაჯებისთვის. >>>10–14 აგვისტოს, ქ.თბილისში გაიმართება 1–ლი საერთაშორისო ტურნირი სპორტულ აკრობატიკაში ''გურგენიძის აკრო თასი''. ასპარეზობის დღეები: 11–13 აგვისტო მისამართი: ჯორჯ ბალანჩინის N9 (დიღმის ჭალები) დასწრება უფასოა.

ვრცლად »
ივლისი 13, 2019

ამ დღეებში იტალიის ქალაქ ნეპალოში მიმდინარეობს ზაფხულის უნივერსიადა.
სხვადასხვა სპორტულ დისციპლინებში შორის არის მხატვრული ტანვარჯიშიც.
ჩვენი ეროვნული ნაკრების ლიდერი სალომე ფაჟავა როგორც ყოველთვის შტამბეჭდავად და ღირსეულად ასპარეზობს.
სალომემ მეშვიდე ადგილი დაიკავა მრავალჭიდში.
დღეს კი გაიმართება საგნების ფინალები სადაც სალომე 3 ფინალში იასპარეზებს:

ვრცლად »
ივლისი 10, 2019

5-7 ივლისს ბულგარეთში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში *დედოფალ ელესაბეთის თასი*
საქართველოს წარმოადგენდა ჩვენი ჯგუფურების ეროვნული გუნდი მხატვრულ ტანვარჯიშში. გოგონებმა კარგად იასპარეზეს და დაიკავეს

ვრცლად »
ივლისი 4, 2019

გუშინ ''ნელის სალაძის აკადემიაში'' დაიწყო საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშშ ''ნელი სალაძის თასი''. ნელი სალაძე–დაიბადა თბილისში. მხატვრული ტანმოვარჯიშე, მწვრთნელი. სსრკ ორგზის ჩემპიონი ჯგუფურ ვარჯიშში (1961, 62), სსრკ უნივერსიადაში გამარჯვებული (1964). მწვრთნელად მუშაობა დაიწყო 1971 წლიდან, იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1976-93). საქართველოს ნაკრები გუნდის წევრებმა უდიდეს წარმატებებს სწორედ ნელი სალაძის ხელმძღვანელობის პერიოდში მიაღწიეს. მისი აღზრდილები არიან: ირინე გაბაშვილი, ლალი დოლიძე, ირინა ჟემჩუჟინა, მაია ნადიბაიძე, ირმა ყიფშიძე, ელისო ბედოშვილი.

ვრცლად »
ივლისი 1, 2019

როგორც მოგეხსენებათ მიმდინარე წლის 21 ივნისდიდან 1 ივლისამდე ქ. მინსკში გაიმართა მეორე ევროპული თამაშები. საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა მეორე ევროპული თამაშები წარმატებით დაასრულა: 30 მედალი და გუნდური მე-7 ადგილი მინსკის მეორე ევროპული თამაშები საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული შედეგით დასრულდა. ქართველმა სპორტსმენებმა მინსკის სარბიელზე სპორტის 7 სახეობაში 30 მედალი მოიპოვეს. მათ შორის 6 ოქროს, 10 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი, საერთო ჩათვლაში კი მეშვიდე შედეგი აჩვენეს. თამაშებში ევროპის 50 ქვეყნის 4000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩვენ ფედერაცია წარმოდგენილი იყო 3 სახეობაში 5 სპორტსმენით. საუკეთესო შედეგი აჩვენა ლუბა გოლოვინამ.

ვრცლად »
ივნისი 24, 2019

დღეს მინსკის თამაშებზე ჩატარდა ბატუტზე ხტომებში ასპარეზობა გოგონებს შორის. ჩვენი გუნდის ლიდერმა ლუბა გოლოვინამ მშვენივრად იასპარეზა და დაიკავა მეორე ადგილი.

ვრცლად »
მაისი 29, 2019

26–27 მაისს თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში. ტურნირს უმასპინძლა დიღმის ჭალებში მდებარე ტანვარჯიშის ახალმა არენამ. 60 ტანმოვარჯემ იასპარეზა ტურნირზე. გამარჯვებულებს და პრიზიორებს გადაეცათ მედლები და დიპლომები.

ვრცლად »
მაისი 23, 2019

მიმდინარე წლის 17-18 მაისს ქ. თბილისში, ტანვარჯიშის ახალ არენაზე, გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ბატუტზე ხტომებში. მონაწილეობა მიიღო ასოცდაათ სპორტსმენმა, რომლებიც ჩამოვიდნენ: ბათუმიდან, ქუთაისიდან, გორიდან, ხაშურიდან, მარნეულიდან და რა თქმა უნდა მათ შორის იყვნენ სპორტსმენები თბილისიდანაც.

ვრცლად »
მაისი 12, 2019

           მიმდინარე წლის, 2–7 მაისს,  ქუთაისმა უმასპინძლა საერთაშორისო ტურნირს  სპორტულ ტანვარჯიშში ‘’ქუთაისის  თასი –ჩვენი მომავალი ოლიმპიელები“. აღნიშნული ტურნირი გამიართა იუნიორებსა და პრე–იუნიორებს შორის.  ტურნირზე მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის, ჩეხეთის და საქართველოს გუნდებმა. ასევე გუნდურ  ჩათვლაში იასპარეზეს თბილისის, ქუთაისის და ბათუმის გუნდებმაც.   სულ ორმოცდაათამდე ტანმოვარჯიშემ მიიღო მონაწილეობა ამ ტურნირზე.

ვრცლად »
მაისი 9, 2019

     საქართველოს ასაკობრივმა დ ახალგაზრდულმა ნაკრებმა სპორტულ აკრობატიკაში წარამატებით იასპარეზა 1–5 მაისს ბულგარეთის ქალაქ ბოტევგრადში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე –„აკრო თასი’’.

     ტურნირში მონაწილეობდა: ბულგარეთის, ინგლისის, მოლდავეთის, საბერძნეთის და საქართველოს გუნდები.

     ჩვენმა აკრობატება მშვენივრად გაართვერს  თავი როგორც საკვალიფიკაციო , ასევე, ფინალურ პროგრამას და მოიპოვეს  სხვადასხვა სინჯის მედლები ცალკეულ დისციპლინებში.

ვრცლად »