ოქტომბერი 23, 2018

          მიმდინარე წლის 3–7  ოქტომბერს პორტუგალიის  ქალაქ ლოულეში გაიმართა ‘’ა’’ კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი ბატუტზე  ხტომებში. ტურნირში მონწილეობა მიიღო 25 ქყვეყნის ტანმოვარჯიშემ და მათ შორის იყვნენ ჩვენი სპორტსმენებიც.

ჩვენმა ბატუტისტებმა მშვენივრად იასპარეზეს და გუნდურ გათამაშებაში მოიპოვეს ოქროს მედლები.

ვრცლად »
ოქტომბერი 1, 2018

         მ/ წლის 19- 24 სექტემბერს ბულგარეთის ქ. კუშტენდილში  ასაკობრივ ჯგუფებში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ბატუტზე ხტომებში,  სადაც  მონაწილეობდა  5  ქვეყანა : საქართველო , უკრაინა, საბერძნეთი, იტალია და ბულგარეთი ( 12 გუნდი). სულ შეჯიბრში გამოდიოდა  200  სპორტსმენამდე. საქართველოდან მონაწილეობდა 9 სპორტსმენი ( 2 ვაჟი, და 7 გოგონა). 

ვრცლად »
სექტემბერი 13, 2018

მიმდინარე წლის,  5–10 სექტემბერს ქ. ბათუმმა მეხუთედ უმასპინძლა ‘’რ. სიხარულიძის სახელობის ტურნირს’’ სპორტულ ტანვარჯიშში. ეს ტუნირი ყოველწლიურად უფრო მეტ და მეტ  მონაწილეს ითვლის. წელს 10 ქვეყნის 15 გუნდმა იასპარეზა რაც  დაახლობით ასამდე ტანმოვარჯიშეს შეადგენდა.

           ტურნირს ორგანიზაცია გაუწიეს : საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინსტრომ, აჭარის ავ. რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა, აჭარის  ქ. ბათუმის მერიამ,  ტურნირის მენეჯმენტი გაწიეს საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედრაციამ  და აჭარის ავ. რ. ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ. ტურნირის გენერალური სპონსორი იყო ‘’ვითიბი ბანკი ჯორჯია’’.

   ასპარეზობა  გაიმართა როგორც გოგონებში ასევე ვაჟებში (სინიორები და იუნიორები). გამარჯვებულები გამოვლინდნენ მრავალჭიდში, გუნდურ ასპარეზობაში და ცალკეული იარაღების ფინალებში.

ვრცლად »
აგვისტო 29, 2018

 

     უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში––გრაცია კაპ 2018,  რომელიც  ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით იმართებოდა.  შეჯიბრებაში ქართველ ტანმოვარჯიშეთა გამოსვლა ტრიუმფალური გამოდგა.

     საქართველოს მხატვრული ტანვარჯიშის ნაკრები ჯგუფურ ვარჯიშში ორიოდ თვის წინათ ჩამოყალიბდა. ბუდამეშტში გამართული შეჯიბრი ამ გუნდის ისტორიაში მეორე ტურნირი იყო.  პირველთან შედარებით, ჩვენმა ტანმოვარჯიშეებმა  უკეთ იასპარეზეს და მრავალჭიდში პირველ ადგილი დაიკავეს 31,300 ქულით, მეორეზე ჩეხეთი გავიდა და მესამეზე ავსტრია. 

ვრცლად »
აგვისტო 22, 2018

მიმდინარე წლის, 14-16 აგვისტოს ქ.ბათუმში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ბატუტზე ხტომებში ''აჭარის თასი 2018''.

ტურნირს ორგანიზაცია გაუწიეს ''აჭარის ავ.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა'' და ''აჭარის ავ. რ. ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციამ. ტუნირის სპონსორი იყო სასტუმრო ''ლაით ჰაუზი თბილისი''.

ვრცლად »
ივლისი 6, 2018

 

        მიმდინარე წლის 2 ივლისს ქ. ბათუმში აღინიშნა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, რესპუბლიკური კატეგორიის და საკავშირო კატეგორიის მსაჯის, და სსრ კავშირის სპორტის ოსტატის ბატონი თენგიზ ბოლქვაძის 80 წლის იუბილე.

ვრცლად »
ივნისი 29, 2018

  მიმდინარე წლის, 19- 20 ივნისს,  სომხეთის ქ. ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირში ბატუტზე ხტომებზე, ნორჩმა ქართველმა ბატუტზე მხტომელებმა - 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

     ესენი არიან: ოქრო - მარიამ რაგიმოვი, ნია წითაძე, ლიზი მუშკუდიანი და დავით მესხი, ვერცხლი - ანა ლაპიაშვილი, ნინი ქორიძე, გიორგი ქოქაშვილი, ბრინჯაო- ლუკა ლომთათიძე და ცოტნე ურუშაძე.

ვრცლად »
ივნისი 13, 2018

            საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის მიერ 24 მაისიდან-10 ივნისამდე სპორტის უნივერსიტეტში ჩატარდა ტანვარჯიშის სახეობათა მწვრთნელების სასერტიფიკაციო ტრენინგი. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა მოქმედმა და დამწყებმა მწვრთნელმა, როგორც თბილისიდან, ასევე სხვადასხვა რეგიონებიდან.

           ტანვარჯიშის სახეობათა მწვრთნელთა სერტიფიცირების სისტემა დაინერგა მწვრთნელების კვალიფიკაციის შესამოწმებლად, შემდგომი განვითარებისთვის და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.

ვრცლად »
ივნისი 8, 2018

    7 ივნისს,  საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.  ამ ღონისძიებას დაესრნენ მინისტრები ,დეპუტატები, კულტურის მოღვაწეები და სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები.

  კულტურისა და და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ საზოგადოებას დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

ვრცლად »
ივნისი 7, 2018

 

            ყოველწლიურად, მაისში,  რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში ტარდება საერთაშორისო ტუნრირი სპორტულ ტანვარჯიშში, რომელიც ატარებს ოლიმპიური ჩემპიონის დიტიატინის სახელს.

             წელს ტურნირმა უმსაპინძლა 12 ქვეყნის 

ვრცლად »
ივნისი 7, 2018

            რამდენიმე დღის წინ ესპანეთის ქალაქ გვადალახარაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი მხატვრულ ტანვარჯიშში. ტურნირს ფორმატი ითვალისწინებდა მხოლოდ მრავალჭიდს, და მასში მონაწილეობა მიიღო ევროპის საუკეტესო 24 ტანმოვარჯიშემ. ამ ტანმოვარჯიშეებს შორის იყო საქართველოს ნაკრების ლიდერი სალომე ფაჟავა.  სალომემ  დაიკავა მე-6 ადგილი და მომავალ წელს, მინსკში გასამართ ევროპის მე-2 თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

ვრცლად »
ივნისი 1, 2018

             საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, საქართველოს ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს ბატუტზე ხტომებში, დამსახურებულ მოღვაწეს, ‘’ღირსების’’ მედალოსანს-ზაქარია სულაშვილს დღეს აქვს დაბედებიდან 60 წლის იუბილე.  საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ულოცავს ბატონ ზაქარიას ამ ღირშესანიშნავ თარიღს 

ვრცლად »