სექტემბერი 6, 2023
როგორც უკვე მოგახსენეთ, თბილისი ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის (FIG) ბატუტზე ხტომებში ტექნიკურ კომიტეტს მასპინძლობს. გუშინ, კომიტეტის წევრები შეხვდნენ საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ხელმძთვანელობას და ასევე ქართული ბატუტზე ხტომების ოჯახის წევრებს. ვიზიტის დროს, ბატონმა ლამბერტმა -კომიტეტის პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა ქართულ ტელევიზიას.
 
 
 
 
 
 
ვრცლად »
სექტემბერი 6, 2023

გუშინ საქართველოში ჩამოვიდა, 5 დღიანი სამუშაო ვიზიტით, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის (FIG) ბატუტზე ხტომებში ტექნიკური კომიტეტი. ეს არის პირვველი, შემთხვევა როდესაც ტექნიკური კომიტეტი ჩამოდის საქართველოში და აქ ატარებს სხდომებს. სხდომებზე განხილული იქნება მნიშვნელოვანი საკითხები რომლებიც განსაღვრავენ მსოფლიოში ბატუტზე ხტომებში სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმარებას, მსვლელობას და ასევე ახალი ,,ქულების მინიჭების წესის,, დრაფტის წარმოდგენას. კომიტეტი შეხვდება სააქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობას,

ვრცლად »
სექტემბერი 6, 2023

ამ დღეებში უნგრეთის დედაქალაქმა, ბუდაპეშტმა, უმასპინძლა საერთაშორისო ტურნირს მხატვრულ ტანვარჯიშში FIG- Gracia Cup-ს. აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს წარმოადგენდა ჩვენი ტანმოვარჯიშე ქეთევან არბოლიშვილი. ქეთიმ მშვენივრად იასპარეზა და გაიმარჯვა მრავალჭიდში. მან ასევე პირველი ადგილი დაიკავა: ბურთით, ბაფთით და გურზებით ვარჯიში, და მესამე ადგილი რგოლით ვარჯიშში. ვულოცავთ ქეთის წარმატებულ გამოსვლას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს!

ვრცლად »
სექტემბერი 6, 2023

ამ წუთებში სასიხარულო ინფორმაცია მოგვივიდა ეგვიპტედან სადაც ტარდება საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში ,,ფარაონის თასი". ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრმა დაჩი დოლიძემ წარმატებით იასპარეზა გუშინ ტაიჭზე ვარჯიშში საკვალიფიკაციო ეტაპზე და დღეს ფინალში დაძაბულ ბრძოლაში ვერცხლი მედალი მოიპოვა II შეგახსენებთ რომ ცოტა ხნის წინ დაჩიმ ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანა ევროპული ახალგაზდრულ ოლიმპიური ფესტივალიდან! ვულოცავთ, დაჩის ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!

ვრცლად »
აგვისტო 18, 2023

ყველა მწვრთნელი, ვინც დარეგისტრირებულია FIG სისტემაში უნდა გაიაროს პირადი უსაფრთხოების ონლაინ კურსი, რომელიც ხელმისაწვდომია FIG-eLearning პლატფორმაზე. ამ კურსის მიზანია ყველა მწვრთნელმა მიიღოს პირადი უსაფრთხოების სერთიფიკატი და შესაბამისად, მიეცეს საჭირო ინსტრუმენტები ტანვარჯიშში უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად. ეს კურსი სავალდებულოა ყველა მწვრთნელისთვის, რომელიც რეგისტრირებულია FIG Coach – Sport Database-ში და ამ მოთხოვნის შესრულების ბოლო ვადაა 2023 წლის 1 დეკემბერი. ამ თარიღის შემდეგ, მწვრთნელებს, რომლებიც არ ჩაბარებენ ტესტს და არ მიიღებენ სერტიფიკატს, რეგსიტრაცია დროებით შეუჩერდებათ. გარდა ამისა, ისინი ვერ გაემგზავრებიან ვერცერთ FIG-ლიცენზირებულ ტუნრირზე. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ ტესტის გავლის და სერტიფიკატის მიღების შემდეგ. ამ კურსის გასავლელად საჭირო მითითებები ხელმისაწვდომია აქ: (ინგლისურ ენაზე) http://fig-docs.com/…/Create_a_new_Coach_sport_updated-EN

ვრცლად »
აგვისტო 3, 2023

დღეს, ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გაიმართა ფინალური ეტაპი სპორტულ ტანვარჯიშში ვაჟებს შორის. საქართველოს წარმოადგენდა ჩვენი ეროვნული ახალგაზრდული გუნდის წევრი დაჩი დოლიძე (მწვრთნელი: ილია ვაშაკიძე). დაჩიმ იასპარეზა ტაიჭზე ვარჯიშში და მოუპოვა საქართველოს ბრინჯაოს მედალი! ვულოცავთ დაჩის და სრულიად საქართველოს ამ მედალს და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს

ვრცლად »
ივლისი 27, 2023

დღეს, ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გაიმართა საკვალიფიკაციო ეტაპუ სპორტულ ტანვარჯიშში ვაჟებს შორის. საქართველოს წარმოადგენდა ჩვენი ეროვნული ახალგაზრდული გუნდის წევრი დაჩი დოლიძე (მწვრთნელი: ილია ვაშაკიძე). დაჩიმ მშვენივრად შეასრულა ტაიჭზე ვარჯიში და მოხვდა ფინალში. ხვალ იასპარეზებენ გოგონები სადაც გამოვა ჩვენი თინიკო ტყემალაძე. ვულოცავთ დაჩის ფინალში გასვლას, ვუსურვებთ წარმატებულ ფინალს და ასევე ვუსურვებთ წარმატებულ ასპარეზობას თინიკოს!

ვრცლად »
ივლისი 3, 2023

29-30 ივნისს, ქალაქ ბუდაპეშტში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში ,,JUNIOR CUP'' ტურნირში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრებმა: ნინო კვანტალიანმა და ელენე წულუკიძე. გოგონებმა, გუნდურ ჩათვლაში მოიპოვეს ვერცხლის მედლები. ხოლო ფინალში, ცალკეულ საგნებში ნინო კვენტალიანმე მოიპოვა ვერცხლის მედალი ბაფთით ვარჯიშში ( მწვრთნელი ელისო ბედოშვილი). ელენე წულუკიძემ ასევე ვერცხლის მედალი რგოლით ვარჯიშში ( მწვრთნელები : ლალი დოლიძე ჯანთეზ და მარიამ ჯანთეზი ). ვულოცავთ გოგოებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!

ვრცლად »
ივლისი 3, 2023

ამ დღეებში, პორტუგალიის ქალაქი სანტარემი მასპინძლობს მსოფლიო თასს ბატუტზე ხტომებში. მონაწილეებს შორის არიან ჩვენი ეროვნული გუნდის წევრებიც: ლუბა გოლოვინა, ანანო აფაქიძე, მარიამ რაგიმოვი და თეონა ჯანჯღავა. ასპარეზობა ტარდება როგორც ინვიდუალურ დისციპლინაში ასევე სინქრონულ წყვილებს შორის. გუშინ გაიმართა საკვალიფიკაციო ეტაპები. ინდივიდუალური კვალიფიკაცია წარმატებით გაიარეს და ნახევარ-ფინალში მოხვდნენ ლუბა გოლოვინა, ანანო აფაქიძე და მარიამ რაგიმოვი, თუმცა, სამწუხაროდ, ფინალში ვერცერთი ვერ მოხდა. რაც შეეხება სინქრონულ წყვილებს აქ ფინალში მოხვდა აფაქიძე-რაგიმოვის წყვილი. მათ ფინალში ძალიან კარგად იასპარეზეს და მოიპოვეს ბრინჯაოს მედლები! ეს არის, წელს, ჩვენი ბატუტისტების პირველი გასვლა საერთაშორისო ტურნირზე და

ვრცლად »
ივნისი 27, 2023

მიმდინარე წლის 16-19 ივნისს ბაქოში (აზერბაიჯანი) გაიმართა 1-ლი საერთაშორისო ტურნირი-გამოწვევა და ასევე სემინარი-უორქშოპი დისციპლინაში ტანვარჯიში ყველასთვის. ამ ტურნირში, მონაწიელობა მიიღო 3 ქვეყნის 46 გუნდმა 460 მონაწილით. ამ მონაწილეთა შორის იყო საქართველოს გუნდიც. აღსანიშნავია რომ ეს იყო ისტორიული ფაქტი რადგან აქამდე საქართველოს გუნდს დისციპლინა ტანვარჯიში ყველასთვის საზღვარგარეთ გამართულ ტურნირებზე არასდოს მიუღია მონაწილეობა. საქრათველოდან ამ ტურნირზე წარმოდგენილი ოყო

ვრცლად »
ივნისი 20, 2023

16-17 ივლისს თელავის სპორტის სასახლეში ,,ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიის საერთაშორისო ტურნირი,, ჩატარდა. მონაწილეობას იღებდა საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან 240-მდე ტანმოვარჯიშე. ასევე მონაწილეობდნენ თელავის, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავისა და საგარეჯოს ტანვარჯიშის კლუბები. გამრჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, მედლებით, თასებით, სხვადასხვა სპორტული ინვენტარით და პრიზებით. დიდ მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს, სპონსორებს და ნელი სალაძის აკადემიას

ვრცლად »
მაისი 31, 2023

12-16 მაისს ქ.თბილისში ჩატარდა პირველი საერთაშორისო ტურნირი ბატუტზე ხტომებში „GOLDEN JUMP“-ი. აღნიშნული ტურნირზე მონაწილეობა მიიღო: აზერბაიჯანის, ბულგარეთის, თურქეთის, ყაზახეთის, ლატვიის და საქართველოს ნაკრებმა გუნდებმა. სასიახარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებმა, წარმატებით იასპარეზა და 10 ოქროს, 4 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირმა დიდი მოწონება და გამოხმაურება დაიმსახურა. ყველა მონაწილე ფედერაცია და მათი წევრები აღფრთოვანებულები იყვნენ ტურნირით,

ვრცლად »