ევროპის ჩეპიონატები 2020

დღეს, ონლაინ რეჟიმში შეიკრიბა ევროპის ტანვარჯიშის აღმასრულებელი კომიტეტი, 2020 წლის დაგეგმილი ღონისძიებების განსახილველად და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები: - ევროპის ტანვარჯიში თხოვნით მიმართავს ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედრაციას რომ შეატყობინოს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს , რომ Covid19– ის ამჟამინდელი სიტუაციის გამო, ჩვენ არ შეგვიძლია მოვაწყოთ რაიმე ოლიმპიური კვალიფიკაცია ჩვენს ევროპის ჩემპიონატზე. არსებულ ვითარებაში მიგვაჩნია შეუსაბამოდ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება , ჩვენ არ გვინდა ზეწოლა მოვახდინოთ ჩვენს ფედერაციებს იმოგზაურონ ღონისძიებაზე (მხოლოდ იმის გამო, რომ ეს არის ოლიმპიური შესარჩევი ღონისძიება), რომელზეც სხვა შემთხვევაში შეიძლება არ მოისურვონ ჩამოსვლა. - კიევისთვის (უკრაინა), შენარჩუნდება მხატვრულ ტანვარჯიშში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება (ოლიმპიური კვალიფიკაციის გარეშე). - ღია ორგანიზაციული საკითხების გამო, სპორტულ ტანვარჯიშში 2020 წლის ვაჟთა და გოგონათა ევროპის ჩემპიონატების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება 2020 წლის 5 ოქტომბერს.