იანვარი 12, 2022

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია 50 წლის იუბილეს ულოცავს ვაჟებს შორის ბატუტზე ხტომებში მსოფლიო ჩემპიონს , სამგზის ევროპის ჩემპიონს ახალგაზრდებში, გიორგი დობროვოლსკის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულს, მსოფლიო თასების მრავალგზის ფინალისტს, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს ბატუტზე ხტომებში, ბატონ ზაზა აბრამაშვილს. ბატონო ზაზა, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს საქმიანობაში

ვრცლად »
დეკემბერი 29, 2021

ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მოქმედ მსაჯს შეუნარჩუნდება ის კატეგორია რომელიც ეხლა აქვს და ახალ მსაჯს მიენიჭება მხოლოდ მე-4 კატეგორია!

ვრცლად »
დეკემბერი 27, 2021

დღეს, სასტუმრო ,,ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ ჩატარდება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია. ჩვენი ფედერაციიდან სესია დესწრენენ: პრეზიდენტი ბატონი კონსტანტინე ლაშხი, გენერალური მდივანი ქალბატონი რუსუდან ხოფერია და ვიცე-პრეზიდენტი ინგა გიორგობიანი. სესიის დამთავრებისთანავე გაიმართება სეოკ-ის ვერსიით 2021 წლის სპორტული შედეგებით საუკეთესოთა დაჯილდოების ცერემონიალი. ჩვენი ფედერაციიდან, ნომინაციაში ''2021 წლის ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი'' დაჯილდოვდა ერონული ნაკრები გუნდის მწვრთნელი მხატვრულ ტანვარჯიშში ქალბატონი ლალი დოლიძე ჯანტეზი. ვულოცავთ ქალბატონ ლალის ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!

ვრცლად »
დეკემბერი 27, 2021

რამდენიმე დღის წინ კაიროში (ეგვიპტე) მიმდონარეობდა საერშაროსი ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში "ფარაონის თასი"". აღნიშნული ტურნირი გაიმართა ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით და 30-ზე მეტი ქვეყნის ტანმოვარჯიშემ მიიღო მონაწილეობა ამ ტურნირში. საქარველო ამ ტურნირზე წარმოადგინა დაჩი დოლიძემ. ჩვენმა ახალგაზრდა და ნიჭიერმა სპორტსმენმა ძალიან კარგად გაართვა თავი დასახულ ამოცანებს და 2 ოქროს და ერთი ვერხცლის მედლით დაასრულა ასპარეზობა. დაჩიმ პირველი ადგილი მოიპოვა ტაიჭსა და თავისუფალ ვარჯიშში, ხოლო ვერცხლის მედალი რგოლით ვარჯიშში. ვულოცავთ დაჩის ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს და გამარჯვებებს!

ვრცლად »
დეკემბერი 21, 2021

მხატვრულ ტანვარჯიშში, საქართველოს ჩემპიონმა ქეთი არბოლიშვილმა 16-17 დეკემბერს ქ.მოსკოვში გამართულ შეჯიბრზე “Divine grace” ასახელა საქართველო და დაიკავა მე-3 ადგილი. შეჯიბრი ჩატარდა ოლიმპიური ჩემპიონის ალინა კაბაევას ინიციატივით. ჩვენი სპორტსმენი დააჯილდოვეს ოლიმპიურმა ჩემპიონებმა: ალინა კაბაევამ, ევგენია კანაევამ და მარგარიტა მამუნმა. ვულოცავთ ქეთის ამ წარმატებას და ვუსურვებთ მას მომავალ გამარჯვებებს!

ვრცლად »
დეკემბერი 14, 2021

გუშინ და დღეს , დაბა ბაკურიანში, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციამ, გამართა გასვლითი შეხვდრა სპორტული ფედერაციების, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სპორტისა და კულტურის სამსახურებისა, და სტუნდეტრური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვდრის ძირითადი საკითხები იყო 2022 წლის ეფექტური კალენდარული გეგმის შემუშავება და სართაშორისო ღონისძიებებისთვის შესაბამისი მზადებისთბის საჭირო საკითხების განხილვა. ჩვენი ფედერაციიდან აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილობა მიიღეს:

ვრცლად »
დეკემბერი 13, 2021

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ულოცავს ფედერაციის საპატიო ვიცე–პრეზიდენტს, სსრკ ორგზის ჩემიონს ჯგუფურ ვარჯიშში (1961, 62), სსრკ უნივერსიადაში გამარჯვებულს (1964), საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატს, საბჭოთა კავშირის და საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, ღირსების ორდენის კავალერს––ქალბატონ ნელი სალაძის დაბადების დღეს! ქალბატონო ნელი, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წინსვლას და უამრავ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში!

ვრცლად »
დეკემბერი 9, 2021

მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, საქართველოს დამსახურებელ მწვრთნელს, საქართველოს სპორტული ტანვარჯიშის ეროვნული გუნდის წამყვან მწვტრთნელს ბატონ თეიმურაზ ქოიავას შეუსრულდა 65 წელი. საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ მიულოცა ბატონ თეიმურაზს იუბილე და გადასცა მას საპატიო დიპლომი. ასევე, ბატონი თემურაზი, ფედერაციის მიერ წარდგენილია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდებაზე. ბატონო თეიმურაზ, გილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს მოღვაწეობაში!

ვრცლად »
ნოემბერი 30, 2021

კიდევ, ერთი სასიხარულო ამბავი ბაქოდან! როგორც მოგეხსენებათ ბაქოში ამ დღეებში მიმდინარეობს ბატუტზე ხტომებში მსოფლიო ჩემპიონატი ასაკობრივ ჯგუფებში სადაც უკვე გვყავს ვიცე-ჩემპონები სინქრონულ ხტომებში მაიკო ბოჭორიძე და ანა ლაპიაშვილი. და ეხლა მოგვივიდა ინფორმაცია რომ ანანო აფაქიძის და მარიამ რაგიმოვის წყვილმა მშვენივრად გაართვა თავი სინქრონულ ხტომებს და პირველი ადგილით შეფრინდნენ ფინალში. ნახევარ საათში დაიწყება ფინალი და წარმატებას ვუსურვებთ ჩვენ გოგონებს!

ვრცლად »
ნოემბერი 30, 2021

ფანტასტიური ახალი ამბავი ბაქოდან! ჩვენი გოგონები ანა ლაპიაშვილი და მაია ბოჭორიძე გახდენენ ვიცე-ჩემპიონები ბატუტზე ხტომებში მსოფლიო ჩემპიონატზე ასაკობრივ ჯგუფებში! ვულოცავთ ანას და მაიკოს! ვულოცავთ მათ მწვრთნელებს! ვულოცავთ მშობლებს და მეგობრებს! ვულოცავთ მთელ საქართველოს! ყოჩაღ გოგონებო!

ვრცლად »
ნოემბერი 26, 2021

როგორც გუშინ მოგახსენეთ, ბაქოში მიმდინარეობს ბატუტზე ხტომებში მსოფლიო ჩემპიონატი ასაკობრივ ჯგუფებში. და დღეს ჩვენმა მარიამ რაგიმოვმა 56 მონაწილეს შორის მე-3 ადგილით ფინალში შევიდა. ფინალი გაიმართება დღესვე, საღამოს 17:30სთ. წარმატებას ვუსურვებთ მარიამს !

ვრცლად »
ნოემბერი 26, 2021

სასიხარულო ინფორმაცია მოგვივიდა ბაქოდან. ამ დღეებში აზერბაიჯანის დედაქალაქი მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს ბატუტზე ხტომებში ასაკობრივ ჯგუფებს შორის. აღნიშნულ ჩემპიონარზე საქართველო წარმოდგენილია რამდენიმე ასაკობრივ ჯგუფში. მათ შორის 11-13 წელი ასაკობრივ ჯგუფში ასპარეზობენ მარიამ სულაშვილი და ნინო ქორიძე. ეს ჩვენი გოგონებისთვის არის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, და მათ წარმატებით გაართვეს თავი და მე-7 ადგილით მოხვდნენ ფინალში. წარმატებულ ფინალს ვუსურვებთ მარიამს და ნინოს!

ვრცლად »