სპორტული ტანვარჯიში

საუკუნის წინათ, 1897 წელს, ჩეხი სპეციალისტის გრუმლიკის დახმარებით თბილისში ჩამოყალიბდა ტანვარჯიშის მოყვარულთა წრე ‘’ტანვარჯიშული საზოგადოება’’. 1899 წელს გრუმლიკი შეცვალა ‘’სოკოლის’’ წევრმა, ასევე ჩეხმა ანტონი ლუკეშმა. მან შეძლო მოემზადებინა ტანმოვარჯიშეთა გუნდი, რომელსაც ხელეწიფებოდა საერთაშორისო ასპარეზზე, კერძოდ, პრაღაში, სრულიად ‘’სოკოლის’’ შეკრებაზე, თავისი დიდი ოსტატობის წარმოჩენა. 1907 წელს ჩვენი გუნდი პრაღაში გამოდის და წარმატებითაც, რისი დასტური გახლდათ მეორე ადგილი, ვერცხლის მონოგრამა და ‘’სოკოლის’’ ლენტი.

ამ წარმატებას მოჰყვა მძლავრი ტანვარჯიშული ტალღის აგორება, მისი ფართოდ გავრცელება თბილისში, ქუთაისში, ახალციხეში, თელავში, ხონში, ბათუმში, ზესტაფონში, სოხუმში, ონში, ფოთში...