ფედერაცია

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია 1991 წლის 1 ივნისს დაფუძნდა. 1992 წლიდან ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციისა (FIG) და ევროპის ტანვარჯიშის კავშირის (UEG) წევრია. საქართველოს თანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია 5 სახეობას აერთიანებს. ესენია: სპორტული ტანვარჯიში, მხატვრული ტანვარჯიში, აკრობატიკა, ბატუტზე ხტომა და აერობიკა. საქართველოში სპორტის ამ სახეობებს 400 მოზარდი ეუფლება.