მხატვრული ტანვარჯიში

მხატვრული ტანვარჯიში ქალთა სპორტული სახეობაა, რომელიც მოიცავს სპორტულ ტანვარჯიშს, აკრობატიკასა და ქორეოგრაფიის ელემენტებს, საგნითა და უსაგნოდ ვარჯიშთა კომპლექსს. ანვითარებს მოქნილობას, მოძრაობის კოორდინაციას და პლასტიკას, სხეულის ფლობის უნარს, ხელს უწყობს საერთო ფიზიკურ მომზადებას, ესთეტიკურ აღზრდას. მსოფლიო ჩემპიონატი იმართება 1963 წლიდან, ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1984 წლიდან. მხატვრულმა ტანვარჯიშმა , ისევე როგორც ზოგადად ტანვარჯიშმა, განვითარების გრძელი გზა გაიარა, სპორტის ცალკე სახეობად კი შედარებით გვიან ჩამოყალიბდა.