ბატუტზე ხტომა

სპორტის ამ სახეობას საქართველოში 70-იან წლებში საფუძველი ჩაუყარეს მაშინდელ სპორტსაზოგადოება ‘’შრომით რეზერვებში’’, საქ. დამსახურებულმა მწვრთნელმა თენგიზ ხუდოევმა და ფიზიკური კულტურის და სპორტის ინსტიტუტში, პირველმა უფროსმა მწვრთნელმა საქ. ნაკრები გუნდისა ბატუტზე ხტომაში ოთარ კაკიაშვილმა (პროფესორმა, კათედრის გამგემ) საქართველოს დამსახურებულმა მწვრთვნელმა. 1969 წელს ჩატარდა პირველი საქართველოს ჩემპიონატი ბატუტზე ხტომებში, ეს ულამაზესი სპორტის სახეობა წარმატებით ვითარდებოდა რეგიონებშიც: ქ.ქუთაისში ედგარ კალანდაძის, შემდგომში ვალერი ჩხაბურიძის ხელმძღვანელობით, ქ.ბათუმში აჭარაში ნიკოლოზ ავეტისოვის და შემდგომში ვალენტინა რაზუმოვსკაიას, ალექსანდრე გალივრაჯიანის, ქ.სოხუმში ნიკოლოზ პაგონიას და ამირან ზუფხაიას, ქ.რუსთავი რეზო თვალაძის.