სემინარი: ტანვარჯიში ყველასთვის

მიმდინარე წლის 3-6 სექტემბერს თბილისში ჩატარდა სემინარი : ტანვარჯიში ყველასთვის. აღნიშნული სემინარი ჩატარდა საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით. სემინარს დაესწრო 60-მდე მწვრთნელი თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან. მწვრთნელები იყვენენ ტანვარჯიშის სხვადასხვა დისციპლინებიდან. ამ სემინარის მიზანი იყო ტანვარჯიშის დისციპლინის ''ტანვარჯიში ყველასთვის'' საქართველოში ცნობადობის ამაღლება და განვითარების ხელშეწყობა. სემინარის პირველ დღეს მონაწილეებმა მოისმინეს ფედერაციის მენეჯერის გიორგი გეგეჭკორის ლექცია თემაზე: ტანვარჯიში ყველასთვის მსოფლიოში. ასევე, იყო ონლაინ ჩართვა ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ''ტანვარჯიში ყველასთვის'' ტექნიკური კომიტეტის წევრის ქალბატონი მონიკა შიშკოვას მიერ. რომელმაც მონაწილეებს გააცნო თავისი გამოცდილება და ხედვები ტანვარჯიში ყველასთვის დისციპლინასთან დაკავშირებით. სემინარის მეორე დღეს, ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ქალბატონ რუსუდან ხოფერიამ მონაწილეებს წაუკითხა ლექცია თემაზე: სპორტული იარაღები და საგნები ტანვარჯიშში ყველასთვის, ასევე ვიცე-პრეზიდენტმა ინგა გიორგობინმა წაიკითხა ლექცია თემაზე: ტანვარჯიში ყველასთვის ევროპაში. ასევე, მეორე დღეს იყო ონლაინ ჩართვა, რომლის დროსაც ევროპის ტანვარჯიშის ტანვარჯიში ყველასთვის ტექნიკური კომიტეტის პრეზიდენტმა ქალბატონმა ჰლიფ პორგეისდოტირმა მონაწილეებს მოუყვა თავისი გამოცდილების და მომავალი გეგემების შესახებ. სემინარის მესამე დღეს მონაწილლებმა ჩააბარეს ტესტი და მიიღეს სერტიფიკატები. საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერცია მადლობას უხდის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებისთვის, და ასევე, საერთაშორისო ექპერეტებს, მონაწილეობისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვის. ასევე, ფედერაცია, მადლობას უხდის კომპანია ''NEXT STOP GEORGIA''-ს სემინარის ორგანიზაციაში გაწეული წვლილისთვის, და, მადლობა სასტუმრო ''JAZZ HOTEL''.