მაისი 28, 2024

ამ დღეებში უნგრეთის დედაქალაქი, ბუდაპეშტი, მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს მხატვრულ ტანვარჯიშში. ევროპის უძლიერესი სინიორი და იუნიორი ტანმოვარჯიშეები და ასევე ჯგუფურები გაარკევენ ევროპის ჩემპიონის და პრიზიორების ვინაობას. გუშინწინ ასპარეზობაში ჩაებნენ იუნიორი ტანმოვარჯიშეები. საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს წარმოდგენდნენ ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევერები: ბარბარე ქაჯაია (ბაფთით ვარჯიში), ელენე წულუკიძე (რგოლით ვარჯიში), ლიზა კორძაძე (გურზებით ვარჯიში) და ნინო დათუნაშვილი (ბურთით ვარჯიში). ამ ოთხეულიდან ბარბარე ქაჯაიმა მოიპოვა ფინალში ასპარეზობის უფლება. მან 28.600 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილით მოხვდა ფინალში. გუშინ გაიმართა ფინალები ოთხივე საგანში

ვრცლად »
მაისი 20, 2024

11-12 მაისს საგარეჯოში ჩატარდა საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის წევრი კლუბის ,,ნელი სალაძის აკადემიის" ფილიალის ტურნირი ,,საგარეჯოს თასი”. შეჯიბრების ჩატარების ორგანიზატორია ააიპ საგარეჯოს სპორტული გაერთიანება და ქალბატონი მედეა ვეკუა. ტურნირში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა ტანმოვარჯიშეემ საქართველოს სხვადასხვს ქალაქიდან: ზუგდიდიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, რუსთავიდან, თელავიდან, საგარეჯოდან და თბილისიდან. მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით, შესაბამისი ხარისხის მედლებით და სამახსოვრო საჩუქრებით. ყველა კლუბი დაჯილდოვდა თასებით.

ვრცლად »
მაისი 13, 2024

3-5 მაისს ბაქომ უმასპინძლა პირველ ევროპის თასს მხატვრულ ტანვარჯიშში სადაც მონაწილეობა მიიღო 37 ქვეყნის 165 ტანმოვარჯიშემ. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის ლიდერმა ანა ხუციშვილმა წარმატებით იასპარეზა ტურნირზე და მოხვდა 16 უძლიერესს შორის. ახალი ფორმატის მეშვეობით ანნა "Cross Battle "-ში შეხვდა მსოფლიო ჩემპიონს სოფია რაფაელის სადაც წარმატებით შეასრულა რგოლით ვარჯიში . ახალგაზრხული ნაკრები გუნდის წევრი ელენე წულუკიძე რგოლით ვარჯიშში მოხვდა ფინალში სადაც მე 4 ადგილი დაიკავა და ასევე, ბარბარე ქაჯაიამ წარმატებულად იასპარეზა და ფინალში ბაფთით ვარჯიშში მე-5 ადგილი დაიკავა. ჯგუფურების ვარჯიშში ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა მრავალჭიდში დაიკავა მე-6 ადგილი და იასპარეზა ორ ფინალურ შეჯიბრში .

ვრცლად »
მაისი 13, 2024

გასულ კვირას ქალაქ ბაქომ (აზერბაიჯანი) უმასპინძლა პირველ ევროპის თასს მხატვრულ ტანვარჯიშში. სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბ-ნი კონსტანტინე ლაშხი და ინდოეთის ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი ბ-ნი მიტალ სუდირი. ორშაბათს ორივე პრეზიდენტმა ბაქო დატოვა და თბილისში (საქართველო) ჩამოვიდნენ. დღეს ორივე პრეზიდენტი ტანვარჯიშის არენას ესტუმრა, სადაც შეხვდნენ ტანვარჯიშის ყველა დისციპლინის ეროვნულ გუნდს. მათ ორ ფედერაციას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარების სამომავლო გეგმები განიხილეს. დასასრულს პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს რომელიც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყანაში ტანვარჯიშის განვითარებას.

ვრცლად »
მაისი 7, 2024

3-6 მაისს ქ.ბაქო უმასპინძლებს პირველ ევროპულ თასს მხატვრულ ტანვარჯიშში. ეს იქნება ახალი სახის და ფორმატის ტუნირი ევროპაში. ჩვენი ინდივიდუალური და ჯგუფური ნაკრები გუნდების წევრები იასპარეზებენ ამ ტურნირზე. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს გოგონებს

ვრცლად »
მაისი 7, 2024

მიმდინარე წლის 26-29 აპრილს თბილისმა უმასპინძლა მე-4 საერთაშორისო ტურნირს ტანვარჯიშში ყველასათვის ,,თბილისის ჯიმნაესტრადა". ტურნირში მონაწილობა მიიღო საქართველოს და აზერბაიჯანის 66 გუნდის 1000-მდე მონაწილემ. მონაწილეთა ასაკი მერყეობდა 3 წლიდან 50 წლამდე. აღნიშნული ტურნირი პირველად 2021 წელს ჩატარდა და მასში 105 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. წელს ტურნირი ჩატარდა მონაწილეთა გაათმაგებული რაოდენობით. გარდა ამისა მოიმატა საქართველოდან მონაწილე გუნდების გეოგრაფიამაც. ტურნირში პირველად მონაწილეობა მიიღეს ბოლნისის და ახალციხის გუნდებმა.

ვრცლად »
აპრილი 29, 2024

იტალიის ქალაქი რიმინი მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს სპორტულ ტანვარჯიშში ვაჟებს შორის. დღეს გაიმართა იარღების ფინალები იუნიორებში. ტაიჭზე ვარჯიშში ასპარეზობდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრი დაჩი დოლიძე. დაჩის ძალიან ცოტა დააკლდა მედლის მოსაპოვებლად და საბოლოოდ 14.033 ქულით მე-4 ადგილზე გავიდა. ვულოცავთ დაჩის ევროპის ჩემპიონატის ფინალში ასპარეზობას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს.

ვრცლად »
აპრილი 29, 2024

იტალიის ქალაქი რიმინი მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს სპორტულ ტანვარჯიშში ვაჟებს შორის. დღეს გაიმართა იარღების ფინალები სინიორებში. ტაიჭზე ვარჯიშში ასპარეზობდა საქართველოს ნაკრები გუნდის წევრი (სინიორი) ლევან სხილაძე. მან კარგად შეასრულა თავისი ვარჯიში და 14.233 ქულით მე-6 ადგილზე გავიდა. ვულოცავთ ლევანს ევროპის ჩემპიონატის ფინალში ასპარეზობას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს.

ვრცლად »
აპრილი 29, 2024

როგორც გუშინ მოგახსენეთ, იტალიის ქალაქი რიმინი მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს სპორტულ ტანვარჯიშში ვაჟებს შორის. ჩემპიონატის ფორმატი მოიცავს როგორც სინიორების ისე იუნიორების ასპარეზობას. გუშინ სინიორებში თავი გამოიჩინა ლევან სხილაძემ და ტაიჭზე ვარჯიშში ფინალში გავიდა. დღეს გაიმართა იუნიორთა ასპარეზობის საკვალიფიკაციო ეტაპი და ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრი დაჩი დოლიძე ტაიჭზე ვარჯიშში 14.100 ქულით გავიდა მეოთხე ადგილზე და მოხვდა ფინალში. ვულოცავთ დაჩის და ვუსურვებთ წარმატებულ ასპარეზობას ფინალში!

ვრცლად »
აპრილი 25, 2024

იტალიის ქალაქი რიმინი მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს სპორტულ ტანვარჯიშში ვაჟებს შორის. ჩემპიონატის ფორმატი მოიცავს როგორც სინიორების ისე იუნიორების ასპარეზობას. რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ინფორმაცია რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები გუნდის წევრი (სინიორი) ლევან სხილაძე ტაიჭზე ვარჯიშში 14.266 ქულით შევიდა ფინალში. ვულოცავთ ლევანს და ვუსურვებთ წარმატებულ ასპარეზობას ფინალში!

ვრცლად »
აპრილი 25, 2024

მიმდინარე წლის 26-29 აპრილს თბილისი უმასპინძლებს მე-4 საერთაშორისო ტურნირს დისციპლინაში ტანვარჯიში ყველასათვის ,,თბილისის ჯიმნაესტრადა". ტანვარჯიში ყველასათვის არის მასობრივი სპორტის დისციპლინა. ამ დისციპლინის განვითარება საქართველოში დაიწყო 2018 წლიდან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინასებით და ხელშეწყობით. ტანვარჯიში ყველასთვის არის როგორც პროფესიონალი ისე მოყვარული ტანმოვარჯიშეებისთვის, სპორტსმენებისთვის, მოცეკვავეებისთვის და ზოგადად ნებისმიერი ადამიანისთვის რომელსაც შეუძლია მოძრაობა მუსიკის თანხლებით რამდენიმე ტანვარჯიშის ილეთის შესრულებით. პირველი ,,თბილისის ჯიმნაესტრადა" ჩატარდა 2021 წელს და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს

ვრცლად »
აპრილი 19, 2024

მიმდინარე წლის 3-6 აპრილს, ქ. სოფიაში, გაიმართა საერთაშორიდო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში ,, Sofia Cup". ტურნირში მონაწილეობა მიიღო 38 ქვეყნის ასზე მეტმა ტავმოვარჯიშემ. წარმატებულად იასპარეზა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრმა ნინო დათუნაშვილმა , რომელმაც მსაჯების მაღალი შეფასება და ფინალებში მონაწილეობის უფლება მოიპოვა რგოლით და ბაბთით ვარჯიშებში.

ვრცლად »