ოქტომბერი 1, 2021

თეა წულუკიანმა სალომე ფაჟავას ოლიმპიადაზე ღირსეული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად ტანვარჯიშის სახეობათა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტს კონსტანტინე ლაშხს და ფედერაციის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. მინისტრმა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს და მოქმედ ტანმოვარჯიშეს სალომე ფაჟავას ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ღირსეულად ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა. ფედერაციის ხელმძღვანელებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ინფრასტრუქტურის პრობლემებზე,

ვრცლად »
სექტემბერი 27, 2021

დღეს, იტალიაში მიმდინარე სპორტული აკრობატიკის ევროპის ჩემპიონატზე ასაკობრივ ჯგუფებს შორის, გაიმართა ფინალური ასპარეზობები და საქართველოს ეროვნული გუნდის ბიჭების წყვილმა: გიორგი ჭიღლაძე და ბექა დიდბერიძე, მოიპოვეს საპრიზო მესამე ადგილი! ვულოცავთ ყველას ამ წარმატებას!

ვრცლად »
სექტემბერი 22, 2021

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სპორტულ აკრობატიკაში გაემგზავრა იტალიაში ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენ გუნდს.

ვრცლად »
სექტემბერი 9, 2021

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს: მსოფლიო სამგზის ჩემპიონს, მსოფლიოს თასის ორგზის მფლობელს, ევროპის ოთხგზის ჩემპიონს, სსრკ ორგზის ჩემპიონს, 2000 წლის სიდნეის და 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების მონაწილეს, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს, 2019 წლის საქართველოს საუკეთესო მსაჯს, ღირსების ორდენის კავალერს, საქართველოს სპორტის რაინდს, ფედერაციის გენერსლურ მდივანს, ქალბატონ რუსუდან ხოფერიას! ქალბატონო რუსუდან, გისურვებთ ჯანმრთელობას , ბედნიერებას , უამრავ წარმატებას და წინსვლას როგორც პირად ისე პროფესიულ საქმიანობაში!

ვრცლად »
სექტემბერი 3, 2021

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია დაბადებისცდარეს ულოცავს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს მხატვრულ ტანვარჯიშში სალომე ფაჟავას. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებას ყვრლა წამოწყებულ საქმეში.

ვრცლად »
აგვისტო 30, 2021

ოთარ მიქელაძე მრავალი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ვაჟების ეროვნული ნაკრები გუნდის მწვრთნელი. მას აღზრდილი ჰყავს საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები. საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია, მწვრთნელთა და სპორტსმენთა კოლექტივი, და ვეტერანი ტანმოვარჯიშეები სამძიმარს უცხადებენ ოჯახის წევრებს და ნათესავებს. გასვენებაა სამშაბათს, სავარაუდოდ მისი სახლიდან. ის ცხოვრობდა გარეკახეთის ქ. #4-ში, ბოლო სადარბაზო, მე-7 სართული.

ვრცლად »
აგვისტო 27, 2021

ნიკოლოზ მიქელაძე მრავალი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ვაჟების ეროვნული ნაკრები გუნდის მწვრთნელი. მას აღზრდილი ჰყავს საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები. საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია, მწვრთნელთა და სპორტსმენთა კოლექტივი, და ვეტერანი ტანმოვარჯიშეები სამძიმარს უცხადებენ ოჯახის წევრებს და ნათესავებს.

ვრცლად »
აგვისტო 16, 2021

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს , სპორტულ ტანვარჯიშში მსოფლიო ჩემპიონს და მესამე პრიზიორს თავისუფალ ვარჯიშში (1974); სსრკ ორგზის ჩემპიონს (1973, მრავალჭიდი; 1974, თავისუფალი ვარჯიში); საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელს, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს, ღირსების ორდენის კავალერს, სპორტის რაინდს, ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ქალბატონ რუსუდან სიხარულიძეს! ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, ბედნიერებას და მრავალ პროფესიულ წარმატებას!

ვრცლად »
აგვისტო 6, 2021

ხვალ, დილით, თბილისის დროით 05:20 სთ, სტარტს აიღებს ოლიმპიური ასპარეზობა მხატვრულ ტანვარჯიშში. ჩვენი სალომე ფაჟავა ასპრეზობას დაახლოებით 06:15 სთ. დაიწყებს. წარმატებები სალი!

ვრცლად »
ივლისი 30, 2021

დღეს, ჩვენი ოლიმპიელი სალომე ფაჟავა მიემგზავრება ტოკიო2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე. გვინდა ვუსურვოთ სალომეს ბედნიერი მგზავრობა და წარმატებული გამოსვლა. შეგახსენებთ, მხატვრული ტანვარჯიშის ასპარეზობა გაიმართება 6-8 აგვისტოს!

ვრცლად »
ივლისი 19, 2021

სპორტული ტანვარჯიშის მწვრთნელთა საყურადღებოდ: 19 ივლისს 14:00 საათზე ტარდება მწვრთნელთა გაფართოებული კრება. სპორტულ ტანავარჯიშში მწვრთნელთა დასწრება არის სავლდებულო. კრება ჩატარდება საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ოფისში. (მედეა ჯუღელის N1). პრეზიდენტი: კონსტანტინე ლაშხი

ვრცლად »
ივლისი 19, 2021

როგორც უკვე შეგატყობინეთ ისრაელში მომდინარე საერთაშორისო ტურნირზე მხატვრულ ტანვარჯიშში მარიამი ქაჯაიამ დაიკავა 3 მესამე ადგილი. ამ წუთას გავიგეთ რომ აღნიშნულ ტურნირზე კიდევ ერთმა ჩვენმა ტანმოვარჯიშემ ნინო კვანტალიანმა დაიკავა მეორე ადგილი რგოლით ვარჯიშში. და ასევე, ამ გოგოება მოიპოვეს მესამე გუნდური ადგილი! ვულოცავთ ნინოს და გუნდს, მათ მწვრთნელებთან ერთად ამ წარმატებას და ვუსურვდბთ მომავალ გამარჯვებებს!

ვრცლად »