პოლონეთის ქალაქი რზეშოვში მასპინძლობს მსოფლიო თასს და საერთაშორისო ტურნირს სპორტულ აკრობატიკაში. ორივე ტურნირზე მონაწილეობას იღებენ ჩვენი სპორტული აკრობატები. დღეს, საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, მსოფლიო თასის ფინალში იასპარეზებს გოგონათა სამეული: ქრისტი მელია,სალომე მაისურაძე და ნინო დვალიშვილი. რაც შეეხება საერთაშორისო ტურნირს, აქ ფინალში (13-19 ასაკობრივ ჯგუფში) იასპარაზებენ შერეული წყვილი: ლაშა ღიბრაძე ,ლანა წურწუმია და ასევე ვაჟთა წყვილი : ბექა დიდბერიძე, გიორგი ჭიღლაძე. ფინალები გაიმართება 5 ივნისს. წარმატებას ვუსურცებთ ჩვენ ტანმოვარჯიშეებს!