რუსუდან ხოფერია-საპატიო მსაჯი

დღეს იტალიის ქალაქ რიმინიში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ბატუტზე ხტომებში. მსაჯების შეკრებაზე ბატუტზე ხტომებში ევროპის ტანვარჯიშის ტექნიკური კომიტეტის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზემანმა დააჯილდოვა ჩვენი ფედერაციის გენერალური მდივანი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი რუსუდან ხოფერია ""საპატიო მსაჯის"" დიპლომით. ქალბატონმა რუსუდანმა, ეს ტიტული მიიღო მისი უბადლო და ხანგრხლივი მუშაობისთვის საერთაშორისო არენაზე. ეს არის კიდევ ერთი ჯილდო ქალბატონი რუსიკოს უამრავ ჯილდოებს და მედლებს შორის. ვულოცავთ ქლბატონ რუსიკოს ამ ჯილდოს და ვუსურვებთ მომდევნო წარნატებებს და ჯილდოებს!