გუშინ რიმინიში (იტალია) დასრულდა მსოფლიო თასი ბატუტზე ხტომებში. ჩვენმა ტანმოვარჯიშეებმა მშვენივრად იასპარეზეს და მოიპოვეს ოქროს მედლები სინქრონულ ხტომებში და ერთი ბრინჯაო ინდივიდულაურ ასპარეზობაში. რამდენიმე დღეში იქვე, რიმინიში, სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი ბატუტზე ხტომებში. ჩვენ 3 ტანმოვარჯიშეს რომელიც ასპარეზობდა მსოფლიო თასზე: ანანო აფაქიძე, თეონა ჯანჯღავა და ლუბა გოლოვინა დაემატა კიდევ ხუთი ტანმოვარჯიშე: სოფიო დაშნიანი, მარიამ სულტანოვა, მარიამ რაგიმოვი, მაია ბოჭორიძე და ანა ლაპიაშვილი. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს გოგონებს!