დეკემბერი 9, 2021

მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, საქართველოს დამსახურებელ მწვრთნელს, საქართველოს სპორტული ტანვარჯიშის ეროვნული გუნდის წამყვან მწვტრთნელს ბატონ თეიმურაზ ქოიავას შეუსრულდა 65 წელი. საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ მიულოცა ბატონ თეიმურაზს იუბილე და გადასცა მას საპატიო დიპლომი. ასევე, ბატონი თემურაზი, ფედერაციის მიერ წარდგენილია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდებაზე. ბატონო თეიმურაზ, გილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს მოღვაწეობაში!

ვრცლად »
ნოემბერი 30, 2021

კიდევ, ერთი სასიხარულო ამბავი ბაქოდან! როგორც მოგეხსენებათ ბაქოში ამ დღეებში მიმდინარეობს ბატუტზე ხტომებში მსოფლიო ჩემპიონატი ასაკობრივ ჯგუფებში სადაც უკვე გვყავს ვიცე-ჩემპონები სინქრონულ ხტომებში მაიკო ბოჭორიძე და ანა ლაპიაშვილი. და ეხლა მოგვივიდა ინფორმაცია რომ ანანო აფაქიძის და მარიამ რაგიმოვის წყვილმა მშვენივრად გაართვა თავი სინქრონულ ხტომებს და პირველი ადგილით შეფრინდნენ ფინალში. ნახევარ საათში დაიწყება ფინალი და წარმატებას ვუსურვებთ ჩვენ გოგონებს!

ვრცლად »
ნოემბერი 30, 2021

ფანტასტიური ახალი ამბავი ბაქოდან! ჩვენი გოგონები ანა ლაპიაშვილი და მაია ბოჭორიძე გახდენენ ვიცე-ჩემპიონები ბატუტზე ხტომებში მსოფლიო ჩემპიონატზე ასაკობრივ ჯგუფებში! ვულოცავთ ანას და მაიკოს! ვულოცავთ მათ მწვრთნელებს! ვულოცავთ მშობლებს და მეგობრებს! ვულოცავთ მთელ საქართველოს! ყოჩაღ გოგონებო!

ვრცლად »
ნოემბერი 26, 2021

როგორც გუშინ მოგახსენეთ, ბაქოში მიმდინარეობს ბატუტზე ხტომებში მსოფლიო ჩემპიონატი ასაკობრივ ჯგუფებში. და დღეს ჩვენმა მარიამ რაგიმოვმა 56 მონაწილეს შორის მე-3 ადგილით ფინალში შევიდა. ფინალი გაიმართება დღესვე, საღამოს 17:30სთ. წარმატებას ვუსურვებთ მარიამს !

ვრცლად »
ნოემბერი 26, 2021

სასიხარულო ინფორმაცია მოგვივიდა ბაქოდან. ამ დღეებში აზერბაიჯანის დედაქალაქი მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს ბატუტზე ხტომებში ასაკობრივ ჯგუფებს შორის. აღნიშნულ ჩემპიონარზე საქართველო წარმოდგენილია რამდენიმე ასაკობრივ ჯგუფში. მათ შორის 11-13 წელი ასაკობრივ ჯგუფში ასპარეზობენ მარიამ სულაშვილი და ნინო ქორიძე. ეს ჩვენი გოგონებისთვის არის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, და მათ წარმატებით გაართვეს თავი და მე-7 ადგილით მოხვდნენ ფინალში. წარმატებულ ფინალს ვუსურვებთ მარიამს და ნინოს!

ვრცლად »
ნოემბერი 24, 2021

დასრულდა პოლონეთის ქ. რზესზოვში მიმდინარე მე-8 გრან პრი სპორტულ აკრობატიკაში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრები. ჩვენმა აკრობატებმა წარმატებით იასპარეზეს და ორ დისიპლინაში ოქროს მედლები მოიპოვეს: - გოგონათა წყვილი: (ახალგაზრდები)ნინო ჩქარიაული, მარიამ მიქელაძე -1 ადგილი. მწვრთნელები: ს.ფეიქრიშვილი, ლ. შარაშენიძე - გოგონათა სამეული(სინიორები):ქრისტინე მელია, სალომე მაისურაძე,ნინო დვალიშვილი -1 ადგილი, მწვრთნელები: ე.ხუბულური,მ.გიგოლაშვილი,რ.სუპატაშვილი. -შერეული წყვილი(სინიორები):ს. ზაზაძე.ანანო ლაგაძე მე-4 ადგილი, მწვრთნელები: ვ. ლებედევა,ნ.კუპრაშვილი. ნაკრების მთავარი მწვრთნელი -ნინო ბერიანიძე. ვულოცავთ, ჩვენ აკრობატებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!

ვრცლად »
ნოემბერი 22, 2021

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ულოცავს დაბადების დღეს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს (1988, 90), ევროპის ორგზის ჩემპიონს (1988, 90). სსრკ სამგზის ჩემპიონს (1985, 87, 90) და მეორე პრიზიორს (1986), სსრკ თასის ორგზის მფლობელს (1988, 90), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის მესამე პრიზიორს (1986), I საკავშირო ახალგაზრდული თამაშების ჩემპიონს (1985). სსრკ სპორტის დამსახურებულს ოსტატს, სპორტის რაინდს, საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ქალბატონ ინგა გიორგობიანს! გილოცავთ ქალბატონო ინგა, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ბარაქას და მრავალ გამარჯვებებს თქვენ პროფესიულ საქმიანობაში!

ვრცლად »
ოქტომბერი 18, 2021

(კოვიდ-19 რეგულიაციების დაცვით!)

დასახელება:დიღმის ოლიმპიური ცენტრი ‘’ტანვარჯიშის არენა’’ მისამართი: ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა N9 (დიღმის ჭალები, აშშ-ს საელჩოსთან) საკონტაქტო ნომერი: 599700031 საკონტაქტო ნომერი: 599162228

დასახელება: ქ.თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების ცენტრი მისამართი: მედეა ჯუღელის N1 (ლაგუნა ვერესთან) საკონტაქტო ნომერი: (0322) 2987509-ადმინისტრაცია საკონტაქტო ნომერი: 593586547--სოფო ბოდაველი (უფრ. მწვრთნელი გოგონები) საკონტაქტო ნომერი: 557912024--დავით ბოდაველი (უფრ. მწვრთნელი ვაჟები)

დასახელება: კლუბი“ ALL GYM’’ მისამართი: აკაკი ხორავას და ჯანაშიას კუთხე N14, თბილისი საკონტაქტო ნომერი: 599700031-ბესარიონ გამსახურდია

სპორტული ტანვარჯიშის რეგიონებში:

ქუთაისი: დასახელება: ქ. ქუთაისის N20 სპორტული სკოლა მისამართი: აკაკი ხორავას ქუჩა N1 საკონტაქტო ნომერი: 599410941- პაატა-დირექტორი საკონტაქტო ნომერი: 593391860--გურამ ჯინჭარაძე--მწვრთნელი

ბათუმი: დასახელება: სპორტული დარბაზი მისამართი: რუსთაველი-ნინოშვილი N32-35 საკონტაქტო ნომერი: 593922740-გურამ ოსანაძე--აჭარის ფედერაციის პრეზიდენტი საკონტაქტო ნომერი: 599309148- ასკეროვა ლიალია--უფროსი მწვრთნელი

ვრცლად »
ოქტომბერი 11, 2021

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში 8 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.

ვრცლად »
ოქტომბერი 11, 2021

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია 50 წლის იუბილეს ულოცავს, მსოფლიო თასის 3 გზის მფლობელს ჯგუფურ ვარჯიშში, 1990 წლის ევროპის ჩემპიონტის ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორს ჯგუფურ ვარჯიშში, 1990 წლის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულს ,საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს ,საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს, 2018 წლის საქართველოს საუკეთესო მსაჯს, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს მხატვრულ ტანვარჯიშში და საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს მხატვრულ ტანვარჯიშში ქალბატონ ელისო ბედოშვილს. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს მის საქმიანობაში!

ვრცლად »
ოქტომბერი 8, 2021

"ევროპის ტანვარჯიშის" ხელმძღვანელობის მოლოცვა, ჩვენი სპორტული აკრობატების ასაკობრივ ჯგუფებში ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილის დაკავებასთან დაკავშირებით

ვრცლად »
ოქტომბერი 1, 2021

29 სექტემბერს იტალიის ქალაქ პეზაროში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა სპორტულ აკრობატიკაში. სადაც იუიორებს შორის მონაწილეობას იღებს საქართველოს ნაკრები გუნდის შერეული წყვილი: ლაშა ღიბრაძე და ლანა წურწუმია. მათ ძალიან კარგად გაირეს საკვალიფიკაციო ეტაპი, და ისინი ორივე ვარჯიშში (ბალანსი, დინამიკა) მოხვდნენ ფინალში. ასევე, მეხუთე შედეგით მოხვდნენ

ვრცლად »