უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი მასპინძლობს საერთაშორისო ტურნირს სპორტულ ტანვარჯიშში. საქართველოს ამ ტურნირზე წარმოადგენენ ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრები დაჩი დოლიძე და გეგა კასრაძე. ორივე ტანმოვარჯიშემ მშვენივრად იასპარეზა. დაჩი დოლიძემ ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო, გეგამ ერთი ოქროს მედალი.
ვულოცავთ ბიჭებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!