საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ კონსტანტინე ლაშხს! ბატონო კონსტანტინე, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დღეგრძელობას და წარმატებებს თქვენს ყველა საქმიანობაში!

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, გაიმართა რიგით მე- XV FIG საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში ,, IRINA CUP" 2023, სადაც 20 ქვეყნის 350 სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს სახელით წარმატებულად იასპარეზეს, როგორც ეროვნული ფედერაციის ტანმოვარჯიშეებმა, ასევე სპორტ კლუბებმა “Grand Rhythmic”, “პირველები” და ბათუმის სპორტის სასახლის ტანმოვარჯიშეებმა.