ნოემბერი 10, 2023

ბულგარეთის ქ.ვარნაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი სპორტულ აკრობატიკაში, სადაც ვაჟთა წყვილმა:საბა ჭელიშვილმა და ლევან ჯაკობიამ (მწვრთნელი-რ. სუპატაშვილი)ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო გოგონათა სამეულმა: მელია ქრისტინემ,ნინო ჩქარიაულმა და ნინო დვალიშვილმა (მწვრთნელი: ე.ხუბულური, მ.გიგოლაშვილი) იასპარეზა დინამიკური ვარჯიშის ფინალში. საქართველოს ნაკრების წარმატებულ გამოსვლაში წვლილი მიუძღვის როგორც პირად მწვრთნელებს ასევე მთლიანად მწვრთნელთა კოლექტივს მთავარი მწვრთნელის ნინო ბერიანიძის ხელმძღვანელობით. ვულოცავთ ყველას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს ჩვენს აკრობატებს!

ვრცლად »
ნოემბერი 10, 2023

გერმანიაში, ქალაქ შვერტეში, ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში სადაც მონაწილეობას იღებდა 200-მდე ტანმოვარჯიშე და 6 ქვეყანიდან (გერმანია, საქართველო, ბელგია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ლუქსემბურგი). გამარჯვებულები გამოვლინდნენ მრავალჭიდსა და ცალკეულ საგნებში. ჩვენი ფედერაციის წევრი კლუბის ,,ნელი სალაძის აკადემიის" გოგნებმა მოიპოვეს ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი. (მწვრთნელი: სალომე ურუშაძე) ვულოცავთ გოგონებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ წარმატევებს!

Elene Kochoradze 2012 Aკატეგორია, ბაფთა - I

Mariam Kapanadze 2013 Aკატეგორია, გურზები - I

Kato Datunashvili 2013 Cკატეგორია, ბურთი - II

ვრცლად »
ნოემბერი 10, 2023

ამ დღეებში ბულგარეთის ქ. ვარნაში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი სპორტულ აკრობატიკაში. ევროპის საუკეთესო სპორტული აკრობატები ეჯიბრებიან ერთმაბეთს ევროპის პირველობისთვის. მათ შორის არიან ჩვენი ნაკრები გუნდის გოგონები და ვაჟები. გუშინ გვიან ღამე, ვარნიდან, მოგვივიდა სასიხარულო ინფორმაცია რომ ჩვენმა ვაჟთა წყვილმა: საბა ჭელიშვილმა და ლევან ჯაკობიამ სტატიკურ ვარჯიშში მე-2 ადგილი დაიკავა.

ვულოცავთ ბიჭებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!

ვრცლად »
ოქტომბერი 18, 2023

მიმდინარე წლის 13-15 ოქტომბერს, ხორვატიის დედაქალაქში ზაგრებში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი "აურა კაპი " საქართველოდან, სხვა და სხვა კატეგორიებში მონაწილეობა მიიღეს ტანმოვარჯიშეებმა: ნინო დათუნაშვილმა , მარიამ ხუხიამ , ლიზა კორძაძემ , მიშელ არჯანაშვილმა , მილა შავლაძემ და ანა კუზმიდიმ ( მწვრთნელები ეკატერინე აბრამია , ვალენტინა კუზმიდი და მსაჯი ელისო ბედოშვილი ).

კატეგორიაში იუნიორები " ბ "  მიშელ არჯანაშვილი I  I  II  

კატეგორიადი პრე იუნიორები " ა " მილა შავლაძე I  I  I 

გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს!

ვრცლად »
ოქტომბერი 9, 2023

ამ დღეებში, ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში მიმდინარეობს მსოფლიო თასი ბატუტზე ხტომებში. ასპარეზობა მიმდინარეობს როგორც ინვიდიდუალურ ისე სინქრონულ დისციპლინაში. საქართველოს წარმოადგენდნენ ტანმოვარჯიშეები: ლუბა გოლოვინა, თეონა ჯანჯღავა, ანანო აფაქიძე და მარიამ რაგიმოვი. დღეს გაიმართა ფინალები. ანანო აფაქიძის და მარიამ რაგიმოვის წყვილმა კარგად გაართვეს თავი მათ ვარჯიშებს და ფინალში დაიკავეს მე-3 საპრიზო ადგილი. ვულოცავთ, გოგონებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებეს!

ვრცლად »
ოქტომბერი 4, 2023

ხორვატიის დედაქალაქში, ზაგრებში გაიმართა ევროპის ტანვარჯიშის,,მე-3 საგანმანათლებლო ხანგრძლივი უქმეები”. ღონისძიება ორ ნაწილად იყო დაყოფილი: საგანმანათლებლო კოროგრაფიული ბანაკი და სიმპოზიუმი. ესწრებოდნენ ევროპის ტანვარჯიშის ტექნიკური კომიტეტის პრეზიდენტი, წევრები და ექსპერტები. ღონისძიებაზე იყო სხვადასხვა საინტერესო თემები, რომლებიც მოიცავდა მაგალითად: როგორ განვავითაროთ ტანვარჯიში ყველასთვის ახალ ქვეყნებში, კოროგრაფიის მიმოხილვის ელემენტები, სხეულის მოძრაობები რითმში, ტანვარჯიშის სხვადასხვა გამოცდილების შედარება და ა.შ. მონაწილეებს შორის იყო ჩვენი ფედერაციის წარმომადგენელი ბატონი გიორგი გეგეჭკორი, რომელიც პასუხისმგებელია ,,ტანვარჯიშის ყველასთვის" დისციპლინის განვითარებაზე საქართველოში. შემდეგი, ხანგრძლივი უქმეების ღონისძიება გაიმართება 2025 წელს.

ვრცლად »
სექტემბერი 6, 2023
როგორც უკვე მოგახსენეთ, თბილისი ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის (FIG) ბატუტზე ხტომებში ტექნიკურ კომიტეტს მასპინძლობს. გუშინ, კომიტეტის წევრები შეხვდნენ საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ხელმძთვანელობას და ასევე ქართული ბატუტზე ხტომების ოჯახის წევრებს. ვიზიტის დროს, ბატონმა ლამბერტმა -კომიტეტის პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა ქართულ ტელევიზიას.
 
 
 
 
 
 
ვრცლად »
სექტემბერი 6, 2023

გუშინ საქართველოში ჩამოვიდა, 5 დღიანი სამუშაო ვიზიტით, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის (FIG) ბატუტზე ხტომებში ტექნიკური კომიტეტი. ეს არის პირვველი, შემთხვევა როდესაც ტექნიკური კომიტეტი ჩამოდის საქართველოში და აქ ატარებს სხდომებს. სხდომებზე განხილული იქნება მნიშვნელოვანი საკითხები რომლებიც განსაღვრავენ მსოფლიოში ბატუტზე ხტომებში სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმარებას, მსვლელობას და ასევე ახალი ,,ქულების მინიჭების წესის,, დრაფტის წარმოდგენას. კომიტეტი შეხვდება სააქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობას,

ვრცლად »
სექტემბერი 6, 2023

ამ დღეებში უნგრეთის დედაქალაქმა, ბუდაპეშტმა, უმასპინძლა საერთაშორისო ტურნირს მხატვრულ ტანვარჯიშში FIG- Gracia Cup-ს. აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს წარმოადგენდა ჩვენი ტანმოვარჯიშე ქეთევან არბოლიშვილი. ქეთიმ მშვენივრად იასპარეზა და გაიმარჯვა მრავალჭიდში. მან ასევე პირველი ადგილი დაიკავა: ბურთით, ბაფთით და გურზებით ვარჯიში, და მესამე ადგილი რგოლით ვარჯიშში. ვულოცავთ ქეთის წარმატებულ გამოსვლას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს!

ვრცლად »
სექტემბერი 6, 2023

ამ წუთებში სასიხარულო ინფორმაცია მოგვივიდა ეგვიპტედან სადაც ტარდება საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში ,,ფარაონის თასი". ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრმა დაჩი დოლიძემ წარმატებით იასპარეზა გუშინ ტაიჭზე ვარჯიშში საკვალიფიკაციო ეტაპზე და დღეს ფინალში დაძაბულ ბრძოლაში ვერცხლი მედალი მოიპოვა II შეგახსენებთ რომ ცოტა ხნის წინ დაჩიმ ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანა ევროპული ახალგაზდრულ ოლიმპიური ფესტივალიდან! ვულოცავთ, დაჩის ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!

ვრცლად »
აგვისტო 18, 2023

ყველა მწვრთნელი, ვინც დარეგისტრირებულია FIG სისტემაში უნდა გაიაროს პირადი უსაფრთხოების ონლაინ კურსი, რომელიც ხელმისაწვდომია FIG-eLearning პლატფორმაზე. ამ კურსის მიზანია ყველა მწვრთნელმა მიიღოს პირადი უსაფრთხოების სერთიფიკატი და შესაბამისად, მიეცეს საჭირო ინსტრუმენტები ტანვარჯიშში უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად. ეს კურსი სავალდებულოა ყველა მწვრთნელისთვის, რომელიც რეგისტრირებულია FIG Coach – Sport Database-ში და ამ მოთხოვნის შესრულების ბოლო ვადაა 2023 წლის 1 დეკემბერი. ამ თარიღის შემდეგ, მწვრთნელებს, რომლებიც არ ჩაბარებენ ტესტს და არ მიიღებენ სერტიფიკატს, რეგსიტრაცია დროებით შეუჩერდებათ. გარდა ამისა, ისინი ვერ გაემგზავრებიან ვერცერთ FIG-ლიცენზირებულ ტუნრირზე. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ ტესტის გავლის და სერტიფიკატის მიღების შემდეგ. ამ კურსის გასავლელად საჭირო მითითებები ხელმისაწვდომია აქ: (ინგლისურ ენაზე) http://fig-docs.com/…/Create_a_new_Coach_sport_updated-EN

ვრცლად »
აგვისტო 3, 2023

დღეს, ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გაიმართა ფინალური ეტაპი სპორტულ ტანვარჯიშში ვაჟებს შორის. საქართველოს წარმოადგენდა ჩვენი ეროვნული ახალგაზრდული გუნდის წევრი დაჩი დოლიძე (მწვრთნელი: ილია ვაშაკიძე). დაჩიმ იასპარეზა ტაიჭზე ვარჯიშში და მოუპოვა საქართველოს ბრინჯაოს მედალი! ვულოცავთ დაჩის და სრულიად საქართველოს ამ მედალს და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს

ვრცლად »