მაისი 4, 2021

დღეს, სოჭში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ბატუტზე ხტომებში და სინიორების ასპარეზობა მიმდინარეობს. ჩვენმა სინიორმა გოგონებმა კარგად იასპარეზეს და მათი სამეული მოხვდა ნახევარფინალში: ლუბა გოლოვინა, თეონა ჯანჯღავა და სოფიო დაშნიანი. ასევე, ჩვენი სინიორების გუნდი იასპარეზებს გუნდურ ფინალში.

ვრცლად »
აპრილი 13, 2021

რამდენიმე სტატისტიკა ჩვენი ფედერაციის Facebook გვერდის შესახებ: ამ დროისთვის ჩვენ გვყავს: 6657 მეგობარი და 6823 მიმდევარი. ჩვენი გვერდი გულშემატკივართა ტოპ 3 ქალქია:

1. თბილისი

2. ბათუმი

3. ქუთაისი

ჩვენი გვერდის გულშემატკივართა ტოპ 3 ქვეყნებია:

1. საქართველო

2. აშშ

3. იტალია

ამ დროისთვის ჩვენ გვყავს: 6657 მეგობარი: და მეგობრების 82% ქალბატონია, ხოლო 18% მამაკაცი

მადლობას გიხდით ყველას და იმედი მაქვს, რომ ეს რიცხვები გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება!

ვრცლად »
მარტი 31, 2021

თბილისი (კოვიდ-19 რეგულიაციების დაცვით!)

 

1) დასახელება: ქ.თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების ცენტრი მისამართი: ზაზიაშვილის ქუჩა N14ჩ (ყოფილი მონტინის ქუჩა) საკონტაქტო ნომერი: 579236764--ადმინისტრაცია

 

2) დასახელება: ქ.თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების ცენტრი მისამართი: მედეა ჯუღელის N1 (ლაგუნა ვერესთან) საკონტაქტო ნომერი: (0322) 2987509-ადმინისტრაცია

 

3) დასახელება: დიღმის ოლიმპიური ცენტრი ‘’ტანვარჯიშის არენა’’ მისამართი: ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა N9 (დიღმის ჭალები, აშშ-ს საელჩოსთან) საკონტაქტო ნომერი: 595398507---ადმინსიტრაცია

 

4) დასახელება: ‘’ელტარული ტანვარჯიშის აკადემია’’ მისამართი: გლდანის I მ/რ, ხიზაბავრის N 5 საკონტაქტო ნომერი: 598241011 საკონტაქტო ნომერი: 597010725

ვრცლად »
მარტი 28, 2021

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ მიიღო ოფიციალური წერილი ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციისგან, რომელშიც ნათქვამი იყო რომ ყველა ის მსაჯი რომელიც შარშან იყო მიწვეული "ტოკიო2020 ოლიმპიური თამაშების" სამსაჯოდ, წელს ასევე არიან მიწვეულები. აქედან გამომდინარე ჩვენი ფედერაციის სამი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, იმსაჯებს "ტოკიო2020-ზე": 1) რუსუდან ხოფერია--ბატუტზე ხტომები 2)ელისო ბედოშვილი--მხატვრული ტანვარჯიში 3)ილია გიორგაძე--სპორტული ტანვარჯიში ვულოცავთ ჩვენ მსაჯებს, და ვუსურვებთ წარმატებებს ტოკიოში!

ვრცლად »
მარტი 23, 2021

სპორტული ტანვარჯიში---თბილისი:

(კოვიდ-19 რეგულიაციების დაცვით!)

დასახელება: დიღმის ოლიმპიური ცენტრი ‘’ტანვარჯიშის არენა’’

მისამართი: ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა N9 (დიღმის ჭალები, აშშ-ს საელჩოსთან)

საკონტაქტო ნომერი: 595398507--ადმინისტრაცია

საკონტაქტო ნომერი: 599700031 (ბესარიონ გამსახურდია)

საკონტაქტო ნომერი: 599162228 (რუსუდან სიხარულიძე)


დასახელება: ქ.თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების ცენტრი

მისამართი: მედეა ჯუღელის N1 (ლაგუნა ვერესთან)

საკონტაქტო ნომერი: (0322) 2987509-ადმინისტრაცია

საკონტაქტო ნომერი: 593586547--სოფო ბოდაველი (უფრ. მწვრთნელი გოგონები)

საკონტაქტო ნომერი: 557912024--დავით ბოდაველი (უფრ. მწვრთნელი ).


სპორტული ტანვარჯიში რეგიონებში : (კოვიდ-19 რეგულიაციების დაცვით!)

ქუთაისი: დასახელება: ქ. ქუთაისის N20 სპორტული სკოლა

მისამართი: აკაკი ხორავას ქუჩა N1

საკონტაქტო ნომერი: 599410941- ადმინისტრაცია

საკონტაქტო ნომერი: 593391860--გურამ ჯინჭარაძე--მწვრთნელი

ბათუმი: დასახელება: სპორტული დარბაზი

მისამართი: რუსთაველი-ნინოშვილი N32-35

საკონტაქტო ნომერი: 593922740-გურამ ოსანაძე--აჭარის ფედერაციის პრეზიდენტი

საკონტაქტო ნომერი: 599309148- ასკეროვა ლიალია--უფროსი მწვრთნელი.

ვრცლად »
მარტი 22, 2021

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ეგიდით და „ქართული ოცნება ჯანმრთელი - მომავალის“ ხელშეწყობით, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მედალოსნებს უფასო დიაგნოსტიკური და ინსტრუმენტალური კვლევები ჩაუტარდებათ „ავერსის” კლინიკაში. „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ 2012 -დან ახორციელებს საქველმოქმედო აქციებს. ჩატარებული აქვს 200 000 - მდე ადამიანის გამოკვლევა, 300 -ზე მეტი საქველმოქმედო აქცია, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. აქციის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში,

ვრცლად »
თებერვალი 3, 2021

ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაცხადა ახალი ვადები ბატუტზე ხტომებში მსოფლიო ჩემპიონატისთვის: სინიორებს შორის ჩატარდება : 18-21 ნოემბერს 2021 წელი, ბაქოში (აზერბაიჯანი), ახალგაზრდებს შორის ჩატარდება: 26-29 ნოემბერს 2021 წელი, ბაქო (აზერბაიჯანი). და ასევე , შეიცვალა ვადები აკრობატიკაში მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად, და სინიორებში ჩემპიონატი ჩატარდება: 2-4 ივლისი 2021, ჟენევაში (შვეიცარია) და ახალგაზრდებში: 23-29 ივნისს 2021, ჟენევა(შვეიცარია)

ვრცლად »
დეკემბერი 25, 2020

დღეს, სპორტული ფედერაციებისა და ორგანიზაციების ინფორმირების მიზნით, ონლაინ პლატფორმა ზუმის მეშვეობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ წარმოდგენილი იყო პროგრამა ''ერასმუს+სპორტი''–ს საინფორმაციო სახის პრეზენტაციები. ონლაინ შეხვედრაში მონაწილოება მიიღო 50–მდე სპორტულმა ფედერაციამ და ორგანიზაციამ. მათ შორის იყო ჩვენი ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა მენეჯერი გიორგი გეეგჭკორი. პროგრამა ''ერასმუს+სპორტი''მიზნად ისახავს ევროპული პარტნიორობების მხარდაჭერას მასობრივის სპორტის მიმართულების, სპორტული პოლიტიკის განვითარებისა და სპორტული ერთიანობის პრინციპების დასაცავად.

ვრცლად »
დეკემბერი 23, 2020

17–20 დეკემბერს, მსოკოვში, გაიმართა ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში. ტურნირში მონაწილეობდნენ გოგონებიც და ვაჟებიც. წელს გოგონებს შორის მონაწილეობა მიიღი ჩვენი ეროვნული გუნდის ლიდერმა მარია ხარენკოვამ. გოგონებს შორის ერთამენეთს ეჯიბრებოდა 5 ქვეყნის 40 ტანმოვარჯიშე. მარიამ ძლიან კარგად იასპარეზა და აიღო 5 მედალი. მარიამ აიღო პირველი ადგილი მრავალჭიდში, დვირზე ვარჯიშში და თავისუფალ ვარჯიშში, და ასევე ორი მესამე ადგილი : ბჯენით ხტომებში და ნაირსიმაღლის ორძელზე. აღნიშნული ტურნირი არის მარიასთვის ერთერთი მოსამზადებლი ტურნირი, ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირებისთვის. ვულოცავთ მარიას ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს.

ვრცლად »
დეკემბერი 11, 2020

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ულოცავს ფედერაციის საპატიო ვიცე–პრეზიდენტს, სსრკ ორგზის ჩემიონს ჯგუფურ ვარჯიშში (1961, 62), სსრკ უნივერსიადაში გამარჯვებულს (1964), საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატს, საბჭოთაკავშირისა და საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, ღირსების ორდენის კავალერს––ქალბატონ ნელი სალაძის დაბადების დღეს! ქალბატონო ნელი! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, და უამრავ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში!

ვრცლად »
დეკემბერი 10, 2020

დღეს, ონალინ პლატფორმა Zoom–ის მეშვეობით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ჩაატარა - "Start to Talk" - სპორტის სფეროში ბავშვთა მიმართ სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის წინააღმდეგ" კომფერენცია. საქართველო იწყებს კამპანიას სპორტში ბავშვთა მიმართ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის წინააღმდეგ და უერთდება ევროპის საბჭოს ინიციატივას „start to talk”. ადამიანის უფლებების დაცვა კონკრეტულად კი სპორტში ბავშვთა მიმართ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ეროვნული მთავრობების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა.

ვრცლად »
დეკემბერი 4, 2020

მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, თბილისში, ტანვარჯიშის ახალ არენაზე გაიმართა საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის საანგარიშო–საარჩევნო ყრილობა. ყრილობას ესწრებოდნენ: ფედერაციის ხელმძღვენელობა, დელეგატები, მოწვეული სტუმრები: ბატონი ლერი ხაბელოვი–საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, და ასევე, ბატონი ირაკლი დოლაბერიძე–საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი. ასევე, 3 დელეგატეი ჩართული იყო ონლაინ კავშირით. ყრილობამ მოისმინა ფედერაციის ხელმძღვანელების ანგარიშები და ასევე სტუმრები გამოვიდენენ სიტყვით.

ვრცლად »