ივლისი 12, 2021

მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ოლიმპიელებს და პარალიმპელებს წარმატებები უსურვა. „ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო სპიკერო, ქალბატონო მინისტრო, ბატონო მერო, მივესალმები ბატონ ლერი ხაბელოვს, დიდი პატივისცემით, მივესალმები ჩვენს გმირ სპორტსმენებსა და ჩვენს სასახელო, საამაყო ოლიმპიელებს!

ვრცლად »
ივლისი 6, 2021

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია საუკეთესო სურვილებით დაბადების დღეს ულოცავს სეოკ-ის პრეზიდენტს, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ბარსელონას ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს (1992), სეულის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორს (1988), მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს (1985, 87, 90, 91, 93) და მესამე პრიზიორს (1995), ევროპის ოთხგზის ჩემპიონს (1985, 87, 88, 92), მსოფლიოს თასის მფლობელს (1991), მსოფლიოს ჩემპიონს ჭაბუკებსა (1982) და ახალგაზრდებს (1983) შორის, სსრკ სამგზის ჩემპიონს (1985, 87, 88), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონს (1986), სსრკ სპორტის დამსახურებულს ოსტატს, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო და ღირსების ორდენების, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების საერთაშორისო ასოციაციის ორდენების კავალერს ბატონ ლერი ხაბელოვს

ვრცლად »
ივნისი 28, 2021

როგორც გუშინ მოგახსენეთ, პორტუგალიაში მიმდინარეობს მსოფლიო თასი ბატუტზე ხტომებში და პარალელურად ტარდება საერთაშორისო ტურნირიც. დღეს, ანანო აფაქიძემ გაგვახარა და საერთაშორისო ტურნირზე დაიკავა მეორე ადგილი და დაეუფლა ვერცხლის მედალს. ვულოცავთ ანანოს, და ველით მსოფლიო თასის ფინალს, სადაც დღეს საღამოს იასპარეზებს ლუბა გოლოვინა!

ვრცლად »
ივნისი 28, 2021

ამ დღეებში პორტუგალია მასპინძლობს მსოფლიო თასს ბატუტზე ხტომებში და პარალელურად ტარდება საერთაშორისო ტურნირიც. მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი გუნდის ლიდერმა ლუბა გოლოვინამ მესამე ადგილით მოიპოვა ადგილი ფინალში საასპარეზოდ, და ის უკვე ხვალ იასპარეზებს ფინალში. რაც შეეხება საერთაშორისო ტურნირს აქ ანანო აფაქიძემ მეოთხე ადგილით ასევე მოიპოვა უფლება ფინალში მონაწილეობის. ასევე ძალიან კარგად იასპარეზა მარიამ რაგიმოვმა და უკვე დღეს გამართულ ფინალში მეორე ადგილი დაიკავა და დაეუფლა ვერცხლის მედალს! ვულოცავთ მარიამს და ვუსურვებთ ჩვენ სხვა ტამოვარჯიშეებსაც ასეთივე წარმატებულ ასპარეზობას!

ვრცლად »
ივნისი 28, 2021

დღეს სასიხარულო ინფორმაცია მივიღეთ ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციიდან, ჩვენი მხატვრული ტანვარჯიშის ლიდერმა სალომე ფაჟავამ მიიღო ტოკიო2020 ლიცენზია! ვულოცავთ სალომეს ამ წარმატებას და დარწმუნებულები ვართ რომ სალომე ტოკიოშიც ღირსეულად იასპარეზებს, როგორც მას ეს სჩვევია!

ვრცლად »
ივნისი 24, 2021

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ კონსტანტინე ლაშხს! ბატონო კონსტანტინე, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დღეგრძელობას და წარმატებებს თქვენს ყველა საქმიანობაში!

ვრცლად »
ივნისი 23, 2021

მიმდინარე წლის, 18-20 ივნისს, ეგვიპტეში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში ''ფარაონის თასი''. იუნიორთა პროგრამით მონაწილოება მიიღო 12 ქვეყნის 45 ახალგაზრდა ტანმოვარჯიშემ. ამ ტანმოვარჯიშეებს შორის იყო ორი ჩვენი ახალგაზრდული იუნიორთა ნაკერბი გუნდის წევრები: მარიამი ქაჯაია და ნინო კვანტალიანი (მწვრთნელი: ელისო ბედოშვილი). ჩვენი გოგონები გავიდნენ ფინალში : გურზებით ვარჯიშში მარიამი ქაჯაია მე-5 ადგილი, რგოლით ვარჯიშში მარიამი ქაჯაია მე-7 ადგილი, ბურთით ვარჯიშში ნინო კვანტალიანი მე-8 ადგილი.

ვრცლად »
ივნისი 14, 2021

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს ქალაქ თბილისის ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტს ქალბატონ როზა ბერიკაშვილი. ქალბატონო როზა, გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს საქმიანობაში!

ვრცლად »
ივნისი 14, 2021

ამ დეებში ბულგარეთის მზიან ქალაქ ვარნაში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი მხატვრულ ტანვარჯშში. ევროპის უძლიერესი მხატვრული ტანმოვარჯიშეები აარკვევენ ერთმანეთში ევროპის უძლიერესი ტანმოვარჯიშის ტიტულის. ამავდროულად გათამაშდება დარჩენილი ოლიმპიური ლიცენზიები ტოკიო2020-ისთვის. საქართველოდან 3 სინიორი ტანმოვარჯიშე და იუნიორთა ჯგუფური გუნდი მონაწილეობდა. ინდივიდუალური ტანმობვარჯიშეების ორდღიანი გამოსვლების შედეგად გაირკვა ყველა საგანში ფინალისტები და ესევე მრავალჭიდის ფინალისტები. ამ წუთებში მოვიდა ინფორმაცია ვარნადან რომ ჩვენი გუნდის ლიდერმა: სალონე ფაჟავამ მოიპოვა ადგილი მრავალჭიდის ფინალში.

ვრცლად »
ივნისი 1, 2021

საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ბატუტზე ხტომებში, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, საქართველოს ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს ბატუტზე ხტომებში, დამსახურებულ მოღვაწეს, ‘’ღირსების’’ მედალოსანს--- ბატონ ზაქარია სულაშვილს, დღეს აქვს დაბადების დღე. საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ულოცავს ბატონ ზაქარიას დაბადების დღეს და უსურვებს მას ჯანრთელობას , დღეგრძელობას, პროფესიულ წარმატებებს და ოჯახურ კეთილდღეობას. გვემაყებით ბატონო ზაურ და გისურვებთ რომ კიდევ დიდხანს იყოთ ქართული სპორტის სამსახურში!

ვრცლად »